თავი 11.

2.9K 146 105
                                    

შუა დღის მზე შეუწყვეტლივ ანათებდა თავის სხივებს ტასოს ოთახში.
ოთახი არეული იყო და ამ არეულობაში ცდილობდა დეა, რომ შარვალი ეპოვა.
მაისურით დაძუნძულებდა და თან თავის ქერა კულულებს ისწორებდა.

"გაიღვიძეთ?"-კარი სანდრომ შემოაღო და პირდაპირ მიახალა მის წინ მდგომ დეას.

თვალები გაუფართოვდა და პირი გააღო, მაგრამ დეას ბოხი ხმით ლანძღვის მეტი ვერაფერი გაიგონა.

"იდიოტო! გაიხურე კარები დროზე!
სულელო!"

სანდრო დააფრთხო და ბიჭმაც ისევე სწრაფად გაიხურა კარები, როგორც შემოაღო.
დეამ ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.
ღრმად ამოიხვნეშა და სკამზე დაჯდა.

განა იმის გამო იყო ასე არეული, რომ ახლახანს ტრუსების ამარა სანდრომ დაინახა?
არეული ჯერ კიდევ იმის გამო იყო, სანდრომ რომ შემთხვევით მისი ტუჩები მიადო.
ცხოვრებაში ასეთი რამ არ განუცდია და ამაზე არც კი უფიქრია.
ხატვის და ხელოვნების იქით ვერაფერს ხედავდა და ფერად სამყაროში ისე ჩაიძირა, რომ გარშემო ყველაფერი დაავიწყდა.

"ჰეი, გაიღვიძე?"-ტასო შემოვიდა თბილი ხალათით და დაამთქნარა.

"ჰო იუბილარო გავიღვიძე.
და ჩემი შარვალი ვერ ვიპოვე"

"სადღაც აქ იქნება.
აუ ამას კიდე ძინავს?"-აატრიალა თვალები და საწოლში გაშხლართულ კესანეს მიაჩერდა.

"მოვა ახლა ანდრია და გაიღვიძებს"-გაიცინა ტასომ.

ორივენი წამოდგნენ და ოთახის მილაგება დაიწყეს.
კესანე კი ისევ ისე განაგრძობდა ძილს.
სამივენი განსხვავებულები იყვნენ.
ხანდახან ხალხს ეგონა, რომ დები იყვნენ, ისეთი სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან.
სიმართლე რომ ვთქვათ თავიდანვე ასე არ ყოფილა.
ყველაფერი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დაიწყო.
ტასო და დეა ადვილად ეწყობოდნენ ერთმანეთს, რასაც ვერ ვიტყოდით კესანეზე.
როცა უკვე სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი, თავიდან სულ არ ეამებოდათ ერთმანეთი.
დეა სულ ცალკე დადიოდა და მეგობრების უმეტესობა ბიჭები ჰყავდა.
მისი ჩაცმულობაც ბავშვობიდან ისეთივე იყო როგორიც უნდოდა და სხვისი აზრიც ფეხებზე ეკიდა.
ისე მოხდა, რომ ამ სამმა ერთმანეთს ცხოვრება მაშინ დაუკავშირეს, როცა მე-5 კლასში იყვნენ.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now