you are fucked

1.9K 141 40
                                    

-გამარჯობა! წინ გაღიმებული მიდგა ჯონქუქი და თვალს თვალში ვერ მისწორებდა.
-გამარჯობა! მალევე ვთქვი და დასერიოზულებულმა სახე არ ვიცვალე.
-შეიძლება შემოვიდე?გამიღიმა და გამომხედა.
-არაა!არ შეიძლება! ეს უნდა მეთქვა, უნდა დამწყვიტა და მეჩხუბა მაგრამ..
-კი შემოდი! კარი ფართოდ გავაღე და სახლში შემოვუშვი.
თან შიგნიდან სხეულში ვყვიროდი და ვღრიალებიდი.
ახლა ამ დროს მხოლოდ მარტო ყოფნა მინდოდა..
ამის დედაც.. მე რატომ მომდის ყველაფერი?
-ჩამოჯექი! სავარძელზე ვუჩვენე და და ოდნავ ჩავიღიმე.
-რამეს დალევ? გავხედე და თან ცხვირზე ხელი მოვივლე(როგორ მჩვევია სირცხვილის დროს)
-არაა მადლობა! არაფერი მინდა მხოლოდ სალაპარაკოდ მოვედი.
-ააა კარგი! იქვე დავჯექი და მას გავხედე.
ის კი ისევ ჩუმად იყო.
ხმას არ იღებდა მხოლოდ შერცხვენილი იჯდა, და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-მითხარი რაზე გინდა დალაპარაკება! გავხედე მას და ტუჩი ოდნავ მოვიკვნიტე.
-იცი.. მე! ძალიან მიჭირს ბოდიშის მოხდა, პირისპირ! და სიტყვების დალაგება იმ დროს როცა ვიცი რომ დამნაშავე ვარ.
მხოლოდ ერთი რამ  მინდა,
მეტი არაფერი!
უბრალოდ..
ბოდიში! ბოდიშს გიხდი.
აწითლებულ ლოყებზე ხელი დაიდო და ხელებში ჩამალა საკუთარი თავი.
ისეთი საყვარელი იყო..
ისეთი საყვარელი იყო..
მხოლოდ მისი ჩახუტება მინდოდა იმ წამს, თავის შეკავება კი ისე მიჭირს.
-მე  ღორივით ვიქცეოდი და მართლა...
დაიბნა და ისევ დაიწყო ფიქრი თუ რა უნდა ეთქვა.

ვიცი რა საშინელებაა ეს მომენტი და როგორ ელოდები პასუხს სხვისგან, აზროვნებაც გიჭირს იმ წამს, ამიტომ წამიერად გავაჩუმე
-კარგი! კარგი! გავიღიმე და მას გავხედე.
-მეზიზღები და არ გაპატიებ! ეს უნდა მეთქვა მაგრამ...
-გპატიობ! მეტი ლაპარაკი აღარაა საჭირო.
გავუღიმე და თმები ყურების უკან გადავიწიე.
-მართლა?
-კი!  მოკლედ ვუპასუხე და ჩემს ხელებს გავხედე რომელბიც ცახცახებდნენ.
-ესე ადვილად მაპატიე?
თვალები მოხუჭა და გამომხედა.
-კი ასე ადვილად! იმიტომ რომ..
გავჩერდი და თავი ჩავღუნე.
-იმიტომ რომ რატომ? ამომხედა გაოცებულმა.
"მიყვარხარ" გავიფიქრე მაგრამ მართლა მაგას ხომ ვერ ვეტყვი?
-იმიტომ რომ ყველას მოსდის შეცდომები! და უცოდველი არც მე ვარ და არც შენ ამიტომ ყველას აქვს მეორე შანსის უფლება.
გავუღიმე და წამოვდექი.
-მადლობა! ჩაილაპარაკა და წამოდგა.
-ჩემს ადგილზე შენც იგივეს გააკეთებდი!ამიტომ სამადლობელი არაფერია. გავუღიმე და ჭიქაში ჩაი დავასხი.
-რა არაა? სიჩუმის შემდეგ გავხედე მას.
-კი ვაპატიებდი მაგრამ ისე ვეღარ შევხედავდი როგორც ადრე.
მივუახლოვდი მას და ლიმნიანი ჩაი დავუდე.
-მადლობა! ისევ ჩაიღიმა.
-კარგი რა შენ ისეთი არაფერი გაგიკეთებია,ხოლოდ მაბრაზებდი ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.. ჩაი მოვსვი და მას გავხედე.
-კი მაგრამ მე ხომ გატირე? ისევ გამომხედა კურდღლის გამომეტყველებით.
-ააა ტირილი! თავი მოვიფხანე და ისევ გავხედე მას.
-კი იმ დღეს ცუდად მოიქეცი მაგრამ არაუშავს, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს.
გავუღიმე და ისევ მოვყლურწე ჩაი.
-ვიცი რომ დამნაშავე ვარ! მაგრამ ისე მელაპარაკები თითქოს საერთოდ არაფერი გამიკეთებია შენთვის.
ამოიოხრა და ისევ მოიბრუსხა.
-კარგი არაუშავს! აღარ ღირს ამის გახსენება, რაც იყო იყო.
მაგრამ გთხოვ სერიოზულად ნუ გამაბრაზებ თორემ მართლა გაგიძნელდება ჩემი შემორიგება.
გავიცინე და მის გამომეტყველებას გავხედე.
-შევეცდები! ცინიკურად ჩაიცინა და ისევ მოსვა ჩაი.
-ისე ძალიან გემრიელი ჩაია! მომწონს. ჩაიცინა მან.
-სარკაზმი არ იყოს კაიარგი! თვალები დავატრიალე.
-არაა მართლა ძალიან გემრიელია! ისევ მოსვა და ტუჩები აილოკა.
რა სექსუალურია დედა..
გავჩუმდი და მის ასეთ ქცევებს დავაკვირდი.
-რატომ მიყურებ ასეთი.. გაიცინა და თმა უკან გადაიწია.
-ააა არაა! არაფერი. ჩაი მოვსვი და ჭიქა ოდნავ სახეზე ავიფარე.
მან კი სიცილი დაიწყო.
-შენი მეგობარი სად არის? უცებ თემა შევცვალე.
-ჩემი მეგობარი?! მე 7 მეგობარი მყავს და რომელზე მეკითხები.
-გოგო ვიგულისხმე! ენა ლოყაზე მივიდე და მას გავხედე.
-ააა იუნჯეზე ამბობ?
არ ვიცი რომ წამოვედი, თავისი სახლისკენ წავიდა.
ზზზზზზზ~
-გირეკავენ! ტელეფონზე ვუჩვენებ მას.
-ახლავე! წამოდგა და მოშორებით დადგა.
-იუნჯე.. ფიქრი დავიწყე და ისევ ის გოგო გამახსენდა.
-საშინლად ვერ ვიტან მას! ამოვიოხრე და მომღიმარე ჯონქუქს შევხედე რომელიც ჩემსკენ წამოვიდა.
-იუნჯე იყო! ჩამოჯდა და ტელეფონი იქვე დადო.
-კარგია!
მოკლედ ვუპასუხე.
-მიკითხა სად ვიყავი და შენი მისამართი მივწერე.
აქ უნდა მოვიდეს და მერე ერთად წავალთ.
წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
გამომხედა გაღიმებულმა
"კიიი ვარ, რატომ დაპატიჟეე"
ეს უნდა. მეთქვა მაგრამ არაა ეს არ მითქვამს.
-კიი! როგორ არაა მოვიდეს! საპასუხოდ გავუღიმე კიდევაც და ჩაის ჭიქები სამზარეულოში შევიტანე.

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now