you can't..🌛💛

1.7K 144 20
                                    

მთელი დღე ისე გავიდა ჯონქუქს ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის...
რატომ?
პირიქით მე უნდა ვიყო მასზე გაბრაზებული, მითხრა რომ მისი ღირსი არ ვარ.
ნაბიჭვარი..
რატომ მომწონს ის როცა არსებობს ჯიმინი! თეჰიონი! ან კიდევ დანარჩენი უკარგესი ბიჭი ამ ქვეყანაზე?
როცა მოსაღამოვდა გარეთ ცეცხლის წინ ვიჯექით და ვსაუბრობდით.
ციოდა ვაღიარებ..
და რამდენჯერმე კანკალმაც ამიტანა.
რა უსუსური ვიყავი ალბათ იმ დროს, თავი შემზიზღდა.
თეჰიონის სიახლოვე ვიგრძენი და მას ოდნავ მივეყრდენი.
-ქუდი და კაშნე რატომ არ გაიკეთე? დაბალი ხმით მითხრა.
-დამავიწყდა.. და საერთოდ რატომ ცივა ასე ?ჯერ ზამთარიც არ არის. ხელებზე დავიხედე და გაყინულ ცხვირზე მივიდე.
თეჰიონის სიცილის ხმა მომესმა.
ხელი მომხვია და თავისი თბილი სხეულისკენ მიმიხუტა.
-უტვინო ხარ! შენს ჯამრთელობას არ უფრთხილდები, სანამ რამე არ მოგივა.
-კარგი რა უტვინო არ ვარ! უბრალოდ მართლა არ მეგონა ასე თუ ეციებოდა.
ისევ გამაჟრჟოლა,
მას მოვშორდი და ხელები ცეცხლისკენ წავიღე.
ძალიან მალე ხალხი შემოგვემატა.
როცა 9ვე ვიჯექით ჯონქუქი ც კი,
თამაში გადაწყვიტეს.
ერთმანეთს კითხვებს უსვამდნენ შენ კი ამომწურავი პასუხი უნდა გაგეცა.
ჯერი ჩემზე დადგა და პირველი კითხვა ჯიმინისგან წამოვიდა.
-საყვარელი ფერები..
-შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი.ჩავიცინე და შემდეგ კითხვას დაველოდე.
-რამდენი შეყვარებული გყოლია?
-არც ერთი! გავუღიმე ისევ მათ.
-და რამდენი მოგწონებია?
-ჰმმ.. 3 ადამიანი ოღონდ ძალიან ცოტა ხნით! ისევ ჩავიცინე.
-საყვარელი ძილის პოზა.
გამომხედა ყველამ ერთად.
-კარგი კითხვაა! მიყვარს როცა ვინმეს ვეხუტები.
ძალიან უცნაურია ვიცი..
და ბევრს არ უყვარს ძილში ჩახუტება მაგრამ მე თავს დაცულად ვგრძნობ როცა ვინმეს ვეხუტები.მიყვარს როცა ძილის წინ მშვიდობიან ღამეს მისურვებენ ან მეტყვიან რომ ვუყვარვარ..
ამის გამო ძალიან ტკბილად მეძინება.
როცა მე იგივეს ვაკეთებ ხალხს ეს არ მოსწონთ და ბღუილით მპასუხობენ, ამიტომ ამას ჩემს თავს ვეუბნები.
ისევ ჩავიცინე და მათ სახეებს გავხედე.
-მე მიყვარს ძილში ჩახუტება! გამომხედა თეჰიონმა.
-მართლა?
-კი და ძალიან კარგია!
აქედან კი არავის უყვარს.
მხოლოდ ჯონ..
-აღარ მორჩები? გახედა ჯონქუქმა თეჰიონს.
-კარგი გავჩუმდი! გამომხედა თეჰიონმა და ყურში მითხრა რომ ყოველთვის შემეძლო მისი ჩახუტება როცა თავს მარტოსულად ვიგრძნობდი.
საპასუხოდ გავუღიმე.
ჯონქუქი კი ზიზღით მიყურებს ისევ! რა დავუშავე? ასე რატომ ვძულვარ?მე ვცდილობ, მართლა ვცდილობ რომ ტკბილად გავხედო, მისი ამდენი საზიზღარი ლაპარაკის მიუხედავად.
ის კი მაინც ისე მიყურებს თითქოს მისი მტერი ვიყო.
ღრუბლებში გავიფანტე არავის ხმა მესმოდა, საერთოდ არავის..
მხოლოდ შემდეგ მოვედი გონებაზე როცა ჯონქუქმა სიმღერა დაიწყო..
ისეთი კარგი ხმა ჰქონდა, როცა მღეროდა და მისი ლამაზი წითელი თმა ნელ ნელა ირხებოდა.
მისი უცაბედი ჩაღიმება ყოველი ნოტის აწევის და ხმის დაწვრილების დროს.
მისი მოხუჭული თვალები, ანგელოზივით ნაკვთები.
ის..ის უბრალოდ ვერ მიტანს!
მე კი ვამბობ რომ კარგია, კარგი ხმა აქვს!
ძალიან უცაბედად წამოვდექი გაყინული ცხვირი მოვიფშვნიტე და სახლისკენ წავედი.
კი! მან გაიმარჯვა! მაგრამ რაში? მე ხომ ბრძოლა არც წამომიწყია..
უკვე მეგონა რომ მას რაღაც გრძნობები ჰქონდა ჩემდამი მაგრამ ამ ქცევებით ყველაფერი გასაგებია.
მეორე სართულზე ავედი ყველა ოთახი შევამოწმე და რომელიც მომეწონა იქ მოვკალათდი.
(ბიჩიზ)
ლოგინში ჩავწექი ტანსაცმლიანად და თვალები მოვხუჭე, მაგრამ უცებ კარის ხმა გავიგე.
მოიცა ეს ოთახი ვიღაცისია?
უნდა ავმდგარიყავი როცა სარკის ანარეკლიდან დავინახე რომ ჯონქუქი იყო.
მე მის ოთახში შემოვედი?
მის ოთახში?
ალბათ ახლა მოვა წიხლს მკრავს და ძირს დამაგდებს,
იქნებ ეგონოს რომ მძინავს და არაფერი დამიშავოს.
მომიახლოვდა წინ დამიდგა და კორეულად ჩაიბურტყუნა.
-უტვინო გოგო!
შემდეგ ჩაიცინა და თავი მოიფხანა.
და კი ამას მშვენივრად ვხედავდი.

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now