why you do that?💚💚😫

1.8K 161 22
                                    

საათს დავხედე და უკვე იმდენი დრო იყო გასული მე კი ვიჯექი და ჯონქუქს ყველანაირ სისულელეზეც კი ველაპარაკებოდი.
-ჰმმ იცი მგონი გვიანია და წავალ თორემ...ჩავიცინე და წამოვდექი.
-ააა კარგი! გამიღიმა და თვითონაც წამოდგა.
-იცი ხვალ აგარაკზე მივდივართ ჩვენ შვიდნი.
აუზი, ლამაზი სახლი, სათამაშო დარბაზი.
გამიხარდება თუ წამოხვალ.
-მართლა?? გავუღიმე უცაბედად მას.
-კი! დილით ადრიანად გავდივართ, და რამე ისეთი წამოიღე გამოსაცვლელად. ბაჭიასავით გამიღიმა ისევ და წინ გადამიდგა.
-მართლა ძალიან დაგვიანდა და მე წაგიყვან, მაინც მე შეგაყოვნე. წინ წავიდა მანქანისკენ.
-არაა იცი მე...
-არანაირი არაა არ მიიღება! გამიღო მანქანის კარი და ისევ ღიმილით შემეგება.
**
სახლში რომ მივედი ისე მეძინებოდა ვერაფერი მოვტვინე, მხოლოდ ფეხსაცმელი გავიხადე და ჩავწექი თბილ ლოგინში.
ჯონქუქზე მეფიქრება...
მის ქცევებზე..
მის ლაპარაკზე და საერთოდ მასზე..
ეს ნორმალურია?
ნეტა ყველას ჩემნაირად ელაპარაკება?
ნეტა?
რა საშინელებაა როცა ვინმე გიყვარს, მას კი...
მივხვდი რომ ის მხოლოდ იმ დროს მელაპარაკება როცა ცუდადაა ან თავს მარტოსულად გრძნობს,მე კი სულ მინდა მასთან ლაპარაკი, თითქოს ყველანაირად ვჯამრთელდენი როცა მასთან ვსაუბრობ.

{მეორე დღე}

დილით ადრიანად გავიღვიძე.
რაც ნამდვილად არ მიყვარს, ჯონქუქმა ადრიანადო, და მეც გადავწყვიტე ადრე ადგომა.
გამიხარდა მან რომ დამპატიჟა, ისეთი საყვარელი ჩანდა როცა მელაპარაკებოდა.
ჩავიცვი შესაფერის სტილზე, რამდენიმე ტანსაცმელი ჩავიგდე ჩანთაში და მათ ზარს დავუწყე ლოდინი.
1 საათი..
2 საათი..
3 საათი..
და უცებ ზარია~~ წამოვხტი და ტელეფონს მივაჩეჩდი.
-გისმენთ!
-გამარჯობა ლიზა! მე ვარ თეჰიონი.
-გამარჯობა!
-როგორ ხარ? გუშინ სახლამდე როგორ მიაღწიე?
-მშვენივრად! ჯონქუქმა მიმიყვანა.
-ჰმმ მართლა?(გაიკვირვა)მან გვითხრა რომ ტაქსით წახვედი.
-კკიი მან მიმიყვანა.
-ნუ არ აქვს მნიშვნელობა, დღეს გცალია? სადღაც მინდივართ და ხომ წამოხვალ?
-კი რატომაც არა...
-ხო მე ან ჯიმინი მოვალთ და წამოგიყვანთ, ჯონქუქი ამბობდა რომ არ წამიხვიდოდი რადგან არ გეცალა, მაინც გადავამოწმე და კარგია რომ გცალია ძალიან გამიხარდა.
რამდენიმე მანქანით მივდივართ და ერთ ერთში ჩაჯექი.
-კკკარგი!
-ხო და... გუშინ ძალიან კარგად გამოიყურებოდი ვეღარ გითხარი..
-მადლობა თეჰიონ! ჩავიცინე და გავუთიშე.
ჯონქუქმა არ წამოვაო?
დაკავებულიაო?
და გუშინ მეუბნებოდა წამოდიო?
დამპალი...
აყროლებული...
საზიზღარი...
დავიწყე ყვირილი და უცაბედი ხტუნვა.
-ვერ ვიტან! დამპალი! ანუ არ წამოვალ? აბააა ვნახოთ.
ჩავიცინე და მათ მოსვლას დაველოდე.
რამდენიმე წუთში ჯიმინის მანქანა გაჩერდა ჩემს წინ.
ჯიმინი გადმოვიდა უკან ჰობი და ჟინი მოყვა.
მე კი გამოვიქეცი გამოვიხურე სახლის კარი და თავაზიანად მოვიკითხე ისინი.
-ყოველთვის ასეთი ნუ იქნები! ლოყაზე მიჩქმიტა ჯიმინმა და თავის გვერდით დამითმო ადგილი.
-ასეთი როგორ? ცოტა ავწითლდი და გვერდზე მივუჯექი.
-თავაზიანი და საყვარელი! გამომხედა ჯინმა და მანქანა დაიძრა.
-შევეცდები! ჩავიცინე და ტელეფონს დავაკვირდი.
გარეთ ცივი ნიავია ცოტა ცივა, ხელები მეყინება მანქანაში კი.
რატომ?
იმიტომ რომ ჰემოგლობინი მაქვს დაბალი.
ხელები პატარა სიცივეზე ყინულივით მაქვს.
მუჭა შევკარი და ხელებს ჩემი თბილი ჰაერი შევუბერე.
-გცივა? გამომხედა ჯიმინმა.
-ლიზი თუ გცუვა ჩემს პიჯაკს მოგცემ! შემოტრიალდა ჰობი.
-არაა მადლობა! გავუეღიმე და ხელები ჯიბეში ჩავიდე.
-არაა შენ აშკარად გცივა!
ხელები დამიჭირა ჯიმინმა.
მისი ხელები ისეთი თბილი იყო,როგორც ზაფხულის სიოა.
უფრო მომიწია და ხელებზე ნაზად შემიბერა.
დავფიქრდი და მივხვდი რომ მისი შებერილი უფრო თბილი იყო.
ან მე ავწითლდი და ეს სიწითლე ხელებსაც მოედო.
კანკალმა ამიტანა ცოტაც და ჩავიკეცებოდი.
ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ ბიჭთან და არავის გაუკეთებია ეს ჩემთვის.
-იცი რომ ხელები გაგეყინა! ხმამაღალი ტონით მითხრა და თავისი მსხვილი ტუჩები მიადო ჩემს გაყინულ თითებს.
სხეული მიცახცახებდა მაგრამ ვერ ვბედავ რომ ხელი გამემოძრავებინა.
კიდევ უფრო მომიახლოვდა და ჩემი უსუსური თითები რომლებიც იყინებოდნენ თავის თბილ პალტოში ჩაიწყო და თავისი თბილი ხელიც მიაყოლა.
-ახლა აღარ შეგცივდება! და საერთოდ ამ გოგოების არ მესმის.
რატომ გაცვიათ ასე თხლად?
მე რომ არ ვყოფილიყავი აქ რას იზავდი? დამიწყო ჩხუბი მაგრამ ისეთი საყვარელი იყო.
მისი ლაპარაკზე მეცინებოდა რადგან გაბრაზება ნამდვილად არ გამოსდიოდა.

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now