fuck my life😛😒

3.2K 201 54
                                    

-ლიზიი, მარიი ადექით!
ყვირის დედა მეორე ოთახიდან და ჩვენს გაღვიძებას ცდილობს.
-ლიზი ადექიი! შემაჯანჯღარაა ჩემმა დამ მე კი დასიებული სახით გავხედე რომელიც ყოველ დილით მახსენებს თავს.
-ვდგები ხოო. წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.
ისევ იგივე! გავიფიქრე და თავი მოვიფხანე
ვერ ვიტან სკოლას!
ვერც იმ ხალხს იქ რომ არიან!
ვერც მასწავლებლებს! საერთოდ ვერავის..(რა საჭიროა დილით გაღვიძება?)
ვილანძღები გულში და თან თავს ვაწყნარებ რომ მალე ყველაფერი დამთავრდება.
მე-11 კლასი ლიზი!
მხოლოდ ერთი წელიღა დარჩა, მოითმინე ყველაფერი მალე დამთავრდება.
გავიფიქრე და ისევ ღიმილი მოეფინა ჩემს სახეს.
მხოლოდ ბოლო ზარი და მოშორდები მათ, აღარც მიესალმები.
მაგრამ ბანკეტი..
მკიდია არ წავალ! მაგ ფულით აიფონ 12ს ვიყიდი
ან რა საჭიროა ბარბისავით გამოვეწყო?
და შილაკი(მაკიაჟი) წავისვა სახეზე?
გააჯვას რა..

***

მალევე გავედით სახლიდან, მე ჩემი და და პატარა ძმა.
როგორც ყოველთვის ადრე მივედით სკოლაში.
ავედი ჩემს კლასში,
იგივე ხალხი ზის  და დებილივით მიყურებს.
-გამარჯობა! გავუღიმე მათ და კუთვნილი ადგილი დავიკავე...

***

გაკვეთილები მალე დამთავრდება ერთიღა დამრჩა და მგონი არ გაიწელება.
უცებ ფიქრებმა შემიპყრო,
ის სიზმარი გუშინ რომ დამესიზმრა
კიდევ განმეორდა?
გავიფიქრე და ვცდილობდი იმ ბიჭის სახის გახსენებას რომელმაც მაკოცა.
ვფიქრობდი და თან მის ბოხ ხმას ვიხსენებდი რომელიც ასე კარგად ჩაისმის ჩემს ყურში.
(გამეღიმა)
-ლიზი რატომ იცინი, იქნებ ჩვენც გაგვაცინო! მითხრა მასწავლებელმა და მთელი კლასის წინაშე დაიწყო ჩემი შერცხვენა.
ლოყები ამიწითლდა, ამას უკვე ვგრძნობდი და ვფიქრობდი რა მეპასუხა მისთვის.
-არაა მას არაფერია უბრალოდ რაღაც გამახსენდა! ფართოდ გავუღიმე და თავი ჩავღუნე.
რაში მჭირდება ქიმია? მე მაინც უცხო ენებზე ვაბარებ.
ან ფიზიკა? ან ბიოლოგია ან მათემატიკა? საერთოდ არც ერთი საგანი არ მაინტერესებს.
ამ ფიქრებში დრო მალევე გავიდა.
ავიღე ჩემი ჩანთა და პირველი გავედი კლასიდან.
კიდევ რა მომწონს?
მარტო სიარული.
სკოლიდან სახლში.
ნელა და გაწონასწორებული მივდივარ.
არავის ვაქცევ ყურადღებას და ვუსმენ ნელ მუსიკებს რომლებიც უბრალოდ გულს მიწყნარებს.
ამ ბოლო დროს ის გოგო დადის ჩემთან ერთად მაგრამ აზრი? სიგარეტს ეწევა და ყალბი ღიმილით მიყურებს.
ან ვიღაც დებილ ბიჭებთან ერთად მოდის, ეს კი ზოგჯერ მაღიზიანებს.
დღეს მარტო წამოვედი..
გახარებული მოვდიოდი როდესაც ცაზე მთვარე შევამჩნიე.
იშვიათად დილით ცაზე მთვარე ნახო მაგრამ ალბათ გამიმართლა..
-მეგობარო! აქ რა გინდა?
ჩავიცინე და უკან გავიხედე ხალხს ჩემი ლაპარაკი რომ მოესმინათ ალბათ გიჟი ვეგონებოდი.
-წავიკითხე რომ შენ ჩენს სიზმრებზე მოქმედებ! არ შეგიძლია ამიხსნა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
დავიღალე ამდენი ფიქრით.
ამოვიოხდე და ძირს დავიხედე.
ასეთი დებილები იშვიათად იბადებიან!
ისეთი როგორიც მე ვარ.
ამ ფიქრებში ჩამოვყევი სკოლის აღმართს და სახლამდეც მივაღწიე.
თმა გავისწორე და მოწესრიგებულ ლიფტში შევედი რომელიც ვერცხლისფრად იყო განათებული.
ჩემს სახეს ვუყურებდი და თან სარკეში თმას ვისწორებდი.
-როგორ მინდა კარგი მეგობარი მყავდეს! ამოვიოხრე და ლიფტიდან გავედი.
-ან შეყვარებული! ამოვიღე გასაღები და კარი ფრთხილად გავაღე.
წინ არეული სახლი დამხვდა (როგორც ყოველთვის) ჩანთა იქვე მივდე და დალაგება დავიწყე.
ყველაფერს ადგილი მივუჩინე, და როცა ჭამასაც მოვრჩი ლოგინზე წამოვწექი. ტეფონში ისევ ჰოროსკოპების კითხვა დავიწყე.
მაგრამ...
არის ერთი რაღაც რისი გარკვევაც მინდა.
GOOGLE ში
სიზმრებზე დავიწყე მოძიება(ისევ)
დიდი ხანია ვცდილობ რამე მოვძებნო მაგრამ უშედეგოდ. ხელთ მთვარის ციკლი შემრჩა.
იქ ეწერა რომ თუ სიზმარი ან თვის პირველ შაბათ-კვირას ან სავსემთვარეობიდან 3,5,7 დღეებში დაგესიზმრრებოდა იმ სიზმარს აუცილებლად ექნებოდა რაღაც მნიშვნელოვანი კავშირი.
ან შესაძლოა სიმართლეც ყოფილიყო.
დროს რომ გადავხედე ყველაფერი ემთხვევა.
დღეებიც და ისიც რომ პირველი სიზმარი პირველ სავსემთვარეს დამესიზმრა.
უცნაურია....ტუჩი ავიბზუე და თვალები ნელ ნელა მოვხუჭე ნეტა რა აზრი აქვს ამ სიზმრებს?

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now