როცა დეამ და ტასომ ვიდეოს ყურება დაასრულეს, ძილი მოერიათ და მალევე დახუჭეს თვალები.
რასაც ვერ ვიტყვით მერაბზე, რომელიც ისევ იმ მაგიდასთან იჯდა და ისევ წიგნს ჩასციცინებდა.
კარებზე კაკუნის ხმა გაიგო და წამოიზლაზნა.
ასევე სიზარმაცით გახსნა კარები და ბიჭი შემოუშვა.

"გამარჯობა რეზი.
ისევ გამოგაგდეს?"-გაიცინა მერაბმა.

"კაი რა მერაბ.
ისე ამბობ თითქოს მათ არ იცნობდე.
დამღალეს უკვე რა"-თქვა ბიჭმა და ყავისფერი თვალები ოთახს მოავლო.

"დეას სძინავს"-თქვა მშვიდად მერაბმა.

"არადა გაუხარდებოდა ჩემი ნახვა"-ამოიფრუტუნა რეზიმ.

"ეჰ რევაზ რევაზ.
შენს მშობლებს დაუჯერე და რამეს ხელი წამოკარი.
ხომ ხედავ ბათუ როგორ ცდილობს.
შენ კიდევ ყველაფერი მზა-მზარეული გაქვს და მაინც გეზარება სწავლა"

"ეგ ჩემთვის არ არის მერაბ"-ამოიოხრა რეზიმ და სავარძელზე კარგად მოთავსდა.

"დღეს დივანზე მოგიწევს წოლა"-პლედი ესროლა მერაბმა და მოპირდაპირე ოთახში გაუჩინარდა.

აპრილის დილა ოდნავი წვიმით დაიწყო.
ტასოს გაეღვიძა და მძინარე დეას დახედა.
ჯერ 10 საათი იყო და მისი გაღვიძება ცოტა ხნით გადადო.
ფეხზე წამოდგა და სიცივის გამო ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
სამზარეულოში ჯერ კიდევ ამღვრეული თვალებით შევიდა და წელს ზემოთ შიშველ სხეულს ხელი მხარზე დაუტყაპუნა.
ონკანთან მივიდა და ჩაიდანში წყლის ავსება დაიწყო.

"დილამშვიდობის მერაბ"-ამოიბუტბუტა და თან ტუჩები გაილოკა.

რეზი, რომელსაც ხელში ყავით სავსე ფინჯანი ეჭირა, დარტყმაზე შეტოკდა და მის გვერდით მყოფ გოგონას გაკვირვებული მიაჩერდა.
ჯერ წარბები აქაჩა და თვალები გაუფართოვდა.
მერე გაიღიმა და ასე ადევნებდა თვალს ტასოს, რომელიც ყავას აკეთებდა.

"დილამშვიდობის ტასო"-სამზარეულოში მერაბი გამოჩნდა და ტასო და რეზი შეათვალიერა.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now