#19

519 57 11
                                    

ეს გაღვიძება წინას არ ჰგავდა... ჰოსი მას არ ეხვეოდა, არც მისი ტკბილი ხკის ჩურჩული ესმოდა. თვალების გახელისას მისი სახის ნაცვლად მზერით თეთრ კედლებს გადააწყდა. ნელ-ნელა ფიგურების გარჩევაც შეძლო. პირველი იყო წვეთოვანი, რომლის მილიც მის ვენას შეერთებოდა. საბოლოოდ კი მიხვდა, რომ პალატაში ყოფილიყო.

-ჰოსი,-დაიჩურჩულა ჯიმინმა და თავში მწვავე ტკივილი იგრძნო. წამოწევა სცადა და ბოლოს ბალიშზე მიყრდნკბაც შეძლო. ცოტა ხანში ოთახის კარები ექთანმა შემოხსნა და შიგნით აუჩქარებლად შემოვიდა. ჯიმინი შეიშმუშნა.

-ჰო-ჰოსი როგორაა? ბიჭი, რომელთან ერთადაც აქ აღმოვჩნდი,-ბიჭსისი გატეხილი ხმა ეუცხოვა. უფროსის სახელის ხსენებისას მისი მონატრება გაუმძაფრდა. შიშმაც არ დააყოვნა, კარგად რომ ყოფილიყო აქ იქნებოდა.

-თქვენ ახლა დასვენება გჭირდებათ,-გოგონამ ჯიმინი ისევ წამკაევინა,-თქვენი ძმა კარგადაა, ის ჯერ ნარკოზოდან არ გამოსულა, როგორც კი მოძლიერდებით, მის ნახვას შეძლებთ.

ჯიმინი გაშრა, ენა ჩაუვარდა.

-ძ-ძმა?-ხმა მეტად ჩაუწყდა და ექთანს შეშინებული თვალები მიაბყრო.

-დიახ, თქვენს ძმასთან ერთად ავარიაში მოყევით, შეიძლება წამალმა თქვენზე გავლენა იქონია და მკვლენა სრულფასოვნად არ გახსოვთ.

-არა, ჰოსი ჩემი ძმა არ არის...

გოგონამ ჯიმინს წამალი გაუკეთა.

-სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ძმები ხართ, ახლა ჯობს დაისვენოთ.

ბიჭი მეტად აფორიაქდა, მაგრამ სანამ რამის თქმას მოახერხებდა თვალები მინაბა და ჩაეძინა კიდეც.

***

წითური თვალების გახელისთანავე პატარა სხეულს ლანდავს, რომელიც მის მტევანს ჩასჭიდებია და თავი ზედ მოუთავსებია.

-ჰიონ,-გაიღიმა მან, მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა, როცა გაახსენდა სად და რა მიზეზითაც იმყოფება.

i want to make you mineWhere stories live. Discover now