#10

745 66 0
                                    

-ახლა არა.

ჩუმად ამბობს ჯიმინი და გზას შედარებით ნელი ტემპით აგრძელებს. პატარა მომდგარ ცრემლებს მაჯით იშორებს და შენობის სახურავზე ადის. ცივი ნიავი სასიამოვნოდ ელამუნება სახეზე და ოდნავ შეშუპებულ თვალებს უამებს. ბიჭი კიდეზე ჯდება და ჰორიზონტს გაჰყურებს.

ბოლო ერთ თვეში ბევრი რამ მოხდა. არა მხოლოდ ერთ თვეში.. ყველაფერი შეიცვალა, რაც ჰოსოკო ამერიკოდან ჩამოვიდა.

ბიჭის გახსენებაზე ჯიმინს ეღომება. მართალია. ისინი ძმები არ არიან. ყველაფერი ფორმალობაა. მათ ურთიერთობას ხელს არაფერი უშლის. მაგრამ იუნგი... ოჰ, იუნგი კვლავ ვარდისფერთმიანის გულს ებღაუჭება. ერთმანეთა დაშორდნენ მაგრამ ცხოვრებას ვერ აგრძელებენ.

-პატარავ.

ჯიმინს უფროსის ხმის გაგონებისას ეღიმება, მაგრამ კვლავ ცრემლები ეძალება.

-ჰოსი...

ბუტბუტებს ბიჭი და ცრემლებს იცილებს. ჰოსოკი მის გვერდით ჯდება და შესიებულ თვალებზე უყურებს. ხელები მისკენ მიაქვს, რომ მოჰხვიოს მაგრამ ისევ უკან აბრუნებს.

-კარგად ხარ?

შეპარვით კითხულობს და მტევნებს მუხლებზე იწყობს.

-კარგად.

მოკლედ უჭრის და ფეხს ნერვიულად ათამაშებს.

-ჰიონ, ბოდიში... ასე მალე არ უნდა მეთქვა... ზედმეტად ვიჩქარე.

-ყველაფერი კარგადაა,-იღიმის ჯიმინი და წელში იმართება. მაგრამ ყველა ტალღა თავუდან უვლის. ახსენდება იმ ქალის ხმა, დალურჯებები იუნგის ყელზე და ცრემლები იწყებენ მისი თვალებდიან დენას. ჰოსოკი ნაჩქარევად იხრება მისკენ და პატარა სხეულს ძლიერ მკლავებში იქცევს. აქვითინებული სხეული ტანზე ეკვრის ძმას და თავს მის მკერდს აჭერს. უფროსი მას ხელში იტაცებს და კალთაში ისვამს. მალე ოროვენი უკან ჩოჩდებიან. წითური უმცროსოს თმას ეფერება და თან კისერზე ნაზ კოცნებს უტოვებს.

i want to make you mineWhere stories live. Discover now