#17

634 67 22
                                    

-ჰოსი, ისევ არ გჯერა, რომ შენ აგირჩიე?-ნაწყენი ხმით ამბობს ჯიმინი და უფროსს მკაცრ მზერას ესვრის. ჰოსოკი უხერხულად იშმუშნება და ტუჩს იკვნეტს.

-უბრალოდ... ეს მოულოდნელი იყო, ჯიმინ.

უმცროსი თავს ხრის და საკუთარ თითებს აჩერდება, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაეწყო მუხლებზე.

-ჰო, მოულოდნელი იყო, მაგრამ, ჰოსი, შენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ არ მატკენ. ჩემზე ზრუნავ, ჰოსი, ეს ყველაფერი, შენი ქმედებები და სიტყვები მანდომებს იმას, რომ შენთან ვიყო და არა თუნაც იუნგისთან. როცა შენ მეხები ის ჩემი გონებიდან მთლიანად ძევდება... მას კი არ წარმოვიდგენ შენს ადგილას... შენთან მხიარულად და ბედნიერად ვარ... მიყვარხარ... ეს მაფიქრებინებს, რომ მიყვარხარ.

ბიჭი თავს სწევს და უფროსს კვლავ აჩერდება, ოღონდ ამჯერად მომლოდინედ.

ჰოსოკი კი იღიმის.

-მიხარია, ჰიონ,-ჩურჩულებს წითური და ჯიმინის ნაზ ტუჩებს თავისას ახებს.

კოცნა ფრთხილი და მომთმენია. ჯიმინი იღიმის, რადგან ჰოსოკი არ ჩქარობს. კმაყოფილია ამ ყველაფრით. მან იცის, რომ ჰოსოკს ის მართლა უყვარს.

უფროსი კოცნას წყვეტს. ჯიმინი თავს მის მხარზე დებს და ღრმად სუნთქავს.

-პატარავ...

ჩურჩულებს წითური და უმცროსის თმას ეთამაშება. საპასუხოდ ამოგმინვას იღებს.

-მშობლებს უნდა ვუთხრათ, ჰო?-ჰოსოკი ტუჩს კბენს და ჯიმინის აფორიაქებულ სახეს შეპარვით მზერას ესვრის. უმცროსი შრება...

-როდის უნდა ვუთხრათ?- ჩატეხილი ხმით კითხულობს ჯიმინი და თითებს ნერვიულად ათამაშებს.

-ხვალ,-ჩურჩულებს ბიჭი და ჯიმინის მჩატე სხეულს ხელში იტაცებს,-ახლა დავიძინოთ.

ჯიმინი თავს უქნევს და სახეს უფროსის ყელში რგავს. ჰოსოკს ჯიმინი ოთახში აჰყავს და საწოლზე კომფორტულად ათავსებს, მალევე თავადაც გვერდით უწვბა და ძლიერ მკლავებში იქცევს. პატარა ხელებს ჰოსოკის წელზე ათავსებს და თავს მკერდზე ადებს.

i want to make you mineWhere stories live. Discover now