#3

876 79 0
                                    

დღემ მოსაწყენად ჩაიარა, ისე, როგორც სკოლას ჩვევია. სახლის გზაზე მიმავალი წყვილიდან ერთ-ერთი ნერვიულობს.

იუნგი ჯიმინის ბარძაყზე ხელს ათავსებს და გზას წამიერად თვალს აცილებს.

-პატარავ, კარგად ხარ?

მორიდებით კითხულობს და ნალევე გრძნობს უმცროსის ათრთოლებულ თითებს თავის მტევანზე.

-ჰოსიზე ვნერვიულობ. მთელი დღეა ნამჯუნთან ვხედავ. წამოსვლის წინაც მასთან და მის ბანდასთან ერთად დავინახე.

აღელვებული ჯიმინი ფანჯარაში იყურება და თვალებს ქუჩაში აცეცებს. სულელს რა ჰგონია, რომ სადმე ჰოსოკს დაინახავს? ის ხომ ახლა იმ ქერასთან ერთობა, რომელიც უეჭველად ავნებს.

-ჰოსოკზე ნუ ნერბიილობ, თავს მიხედავს, ძლიერი ბიჭის... და ჰოსის ნუ ეძახი.

შეფარვით ამბობს იუნგი და ხელს საჭეზე აბრუნებს. უმცროსს მზერა გვერდით მჯდომისკემ გადააქვს და მის მოღუშულ სახეზე ეცინება.

-რაო ბატონო მინ, ეჭვიანობთ?

იუნგი თავს აქნევს. ღიმილი მის სახეზეც იკვლევს გზას.

-არა, რა სისულელეა? უბრალოდ არ გაგითამამდეს. მითუმეტეს, რომ ნაშვილებია და თავს არ შეიკავებს.

ამბობს უფროსი და ტუჩს ჰკბენს.

-იუნგი, უცნაურად იქცევი. აქამდე არავიზე გიეჭვიანია, ჰოსი რა ხელწამოსაკრავი ნახე?

დაეაჭვებით კითხულობს ჯიმინი და იუნგის სახეს თვალს არ აცილებს, რომელზედაც მეტად დიდი არაეულონა იკითხება. უფროსი ისეა დაბნეული, როგორც პატარა ბავშვუ, რომელიც მაწყვისა და შოკოლადოს ნაყინს შორის არ ჩევანს ვერ აკეთებს.

რა სისულელეა?! ძმაზე რატომ უნდა იეჭვიანოს?!

-უბრალოდ, ეგ ბიჭი არ მომწონს.

იუნგიმ ყავის ნაყინს გამოკრა ხელი, რომელიც მეტად მწარეა, ვიდრე ზემოთ ხსენებული შოკოლადოსა და მარეყვის.

i want to make you mineWhere stories live. Discover now