#7

732 67 3
                                    


-ჰოსი, იჩქარე! უკვე ბნელდება! ?მალე უნდა წავიდეთ!

ჰოსოკი უმცროს ძმას სიცილით მიჰყვება და ორივენი მანქანაში სხდებიან. ღვედის შეკვრის შემდეგ უფროსი მანქანას ძრავს და აცეტებული ჯიმინისკენ თვალს აპარებს.

-ახლა მაინც მეტყვი სად მივდივართ?

-სადაც გეტყვი იქ შეუხვიე.

ჰოსოკმა თავი დაუქნია. ძმებმა თხუთმეტიოდე წუთში მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. აღელვებული ჯიმინი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და მაღალი შენობისკენ გაემართა. უფროსიც მის გზას დაადგა და საბოლოოდ თავი ლიფტში ამოყვეს.

დუმლის მხოლოდ ჯიმინის მცირედი ხმაური არღვევს, რომელიც მისი ფეხის წვერებზე მსუბუქი მოძრაობითაა გამოწვეული. უმცროსის ბავშვური საქციელის შემყურე ჰოსოკს ეღიმება და ახლადგახსნილ ლიფტის კარში იჭრება. ჯიმინი მას სწრაგი ნაბიჯით ედევნება და მაოევე ასწრებს კიდეც. ბიჭს ხელს ხელზე ჰკიდებს და თითებს ხლართავს.

-თვალები დახუჭე.

ამბობს ღიმილით. ჰოსოკიც მითით ბას ასრულებს.

ჯიმინი აუჩქარებლად მიიწევს წინ და მალევე შენობის სახურავხე გადიან. ბიჭებს სახეზე ცივი ჰაერი მაშინვე უხეშად ხვდებათ, თუმცა ნიავი ნელ-ნელა უფრო საამო ხდება.

უმცროსი კიდისკენ მიიწევს და მალევე დანიშნულების ადგილსაც აღწევს. ჯიმინი ჰოსოკის უკან იკვებს ადგილს და წელზე ხელებს ჰხვევს.

-თვალები გაახილე, ჰოსი.

ჩურჩულებს ვარდიფერთმიანი და ფეხის წვერებზე იწევა, რომ ნიკაპით ძმის მხარს ჩამოეყრდნოს. უფროსი თვალის უპეებს ერთმანეთს ნრლა აშორებს და ხედს გაღიმებული აჩერდება.

-ჯიმინ... რა ლამაზია...

უმცროსი ბედნიერებისგან ირხვევა და წითურის სხეულსაც იყოლებს. უფროსი მტევნებს ჯიმინის თითებზე ათავსებს. ჯიმინის ცხელი სუნთქვა კანზე ელამუნება და ტანში სასიამოვნოდ ცრის.

i want to make you mineWhere stories live. Discover now