#1

1.7K 102 6
                                    

ოთახში მზის სხივები ნელ-ნელა იჭრება. ორი ერთმანეთზე შეყვარებული სხეული საწოლზე წევს და ერთმანეთის მშვენიერებით ტკბება.

იუნგი ნელა იხრება ჯიმინის ტუჩებისკენ და ნაზად ჰკოცნის პატარას ბაგეებს. უმცროსს ეღიმება და აუჩქარებლად მიიწევს წინ მყოფისკენ.

ეს ორი კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ვნებით აღსავსე სასიყვარულო წამებში იძირებიან.

ბიჭების ტუჩები ერთად და რიტმულად მოძრაობენ. მათ შორის სრული ჰარმონია სუფევს, რომლის დარღვევაც საკამოდ რთულია... თუმცა არა შეუძლებელი, რადგან ამ ორის იდილიის დარღვევა მაინც ხერხდება.

ოთახის კარები სწრაფად იღება, რასაც თან ახლავს ჩანთების იატაკზე დაცემის ხმა და ბიჭის ხარხარი.

-ჩამოვედი ძუკნებო!

ხალისით ამბობს წითლეთმიანი და საწოლისკენ მიიწევს, სწრაფად თავსდება ჯიმინსა და იუნგის შორის, ფეხს ფეხზე იდებს და ხელებს იჯვარედინებს.

-ახლა ამიხსენით, ჩემს საწოლში რა ჩემ ყლეს აკეთებთ?

-გაგიმარჯოს ჰოსოკ, მეც მიმენატრე ძამიკო.

ირონიული ღიმილის თანხლებით ამბობს ჯიმინი და ხელს ეყრდნობა. ვარდისფერთმიანი ზემოდან დაჰყურებს წითურს და ენას უყოფს.

-ახ, ისევ ისეთი ბავშვი ხარ. ეს ჩხირი ვინ არის?

თავით იუნგისკენ ანიშნებს, რომელოც ამ დრომდე ჩუმად იჯდა და ძმებს აკვირდებოდა.

-მე იუნგი ვარ. ჯიმინის შეყვარებული.

მშვიდი ხმით ამბობს და ჯიმინისკენ თვალს აპარებს.

-გასაგებია. ახლა გააჯვით ჩემი ოთახიდან. ძლივს დავაღწიე ნიუ იორკს თავი და აქაურობა მომენატრა.

ღიმილით ამბობს ჰოსოკი და წყვილს კარისკენ ანიშნებს.

-ისევ ისეთი ხარ ჰოსი. არაფერი გიშველის.

სიცილნარევი ხმით თქვა ჯიმინმა და ლოგინიდან წამოდგა. იუნგიც მას მიჰყვა.

-შენ კი გალამაზრბულხარ.

ჯიმინს გაეცინა, იუნგიმ კი ეჭვნარევი თვალები მიაბყრო ჰოსოკს.

წყვილმა მალევე მოირგო ტანისამოსი, რის შემდეგაც ოთახი დატოვეს.

-ჯანდაბა ჯიმინ! სექსუალური გამხდარხარ!

თავისთვის ჩაილაპარაკა ჰოსოკმა და ტუჩს მსუბუქად უკბინა.

***

-ვერ გამიგია, რატომ იშვილეს შენმა მშობლებმა ჰოსოკისნაირი უზრდელი ბიჭი.

ბუზღუნით თქვა იუნგიმ და სამზარეუკოს მაგიდას მიუჯდა. ჯიმინს გაეცინა და ყავის მომზადება განაგრძო.

-ჰოსი თავისებურია, ცივი და უკარება. თუ მის გულში შეაღწევ არაფრის დიდებით არ უნდა ატკინო. ტყუილს ვერ იტანს. შეიძლება ამის გამო თავისი ცხოვრებიდან გაგაგდოს. შეიძლება არა... გაგაგდებს.

ჯიმინმა მონოლოგი დაასრულა და წყალი ფინჯნებში გაანაწილა.

-ჰო, საერთოდ არ გგავს.

თქვა იუნგიმ და პარალელურად სკამიდან წამოდგა. უმცროსის უკან აისვეტა და ხელები წელზე მოჰხვია, რასაც კისერზე ნაზი კოცნების დატოვება მოჰყვა.

-მხოლოდ იმით გავხარ, რომ ტყუილი არც შენ გიყვარს.

ეს თქვა და თავი მხარზე ჩამოადო.

ჯიმინმა ყავაში შაქარი გახსნა და ფინჯნები ორივე ხელში დაიჭირა.

-ჰო, ახლა კი, ბატონო მინ, დროა ყავა დავლიოთ და სკოლაში წავიდეთ.

იუნგი უმცროსს ჭიქებს ისევ კარადაზე ადებინებს და თავისკენ აბრუნებს. ჯიმინი იღიმის და წინ მდოგმს კისერზე ხელებს ჰხვევს. უფროსი დიდ მტევნებს პატარას ტანზე ათავსებს და ნელ-ნელა ასრიალებს ბარძაყებზე.

რამდენიმე წამში ჯიმინი კარადაზე ზის და ფეხები იუნგის წელზე აქვს მოხვეული. უფროსი უფრო ახლოს იწევა და პატარას ტუჩებს მონატრებულივით ეხება.

ნაზი კოცნა მალევე მკაცრდება.

-გამიმართეს აქ გეი პორნო! გაცილდით ერთმანეთს!

სამზარეულოში ახლად შესული ჰოსოკი ბიჭებს ხელგადაჯვარედინებული უყურებს და თვალებს ატრიალებს.

ჯიმინს ლოყები ეფაკლება, იუნგის კი ბრაზი იცვავს, რადგან თავისი შეყვარებულის ძმამ უკვე მოერედ გაუფუჭა მომენტი.

i want to make you mineWhere stories live. Discover now