44./ ფინალური თავი

2.1K 174 144
                                    

3 წლის შემდეგ*

-მამა, აქ გამიჩერე.-ქერათმიანი ბიჭი თითს წინ იშვერს და უფროსს ანიშნებს. შავი მანქანა ფართო ტროტუარზე ჩერდება. მძღოლი გასაღებს ატრიალებს და ჩვეული ღიმილით შვილს უბრუნდება. ამ ღიმილში ჯერ კიდევ ამოიცნობდით იმ სამი წლის წინანდელ ღიმილს, თუმცა დროს და სევდას მაინც გარკვეული კვალი დაეტოვებინა. ერთი შეხედვით ის ისევ ისეთი მამაკაცი გახლდათ, მაღალი, მოხდენილი სიარულის მანერით, თავდაჭერილი და თბილი, თუმცა იმ ძველი თეჰიონისგან თითქოს აჩრდილირა დარჩენილიყო, რომელიც ცდილობს ცხოვრება ჩვეულად განაგრძოს. თვალებთან ახლოს ახალ ნაოჭებს ამოეყოთ თავი, რომელიც სარკეში ჩახედვისთანავე უბედურ დღეებს ახსენებდა. თუმცა ცდილობდა ეს სულიერი ტკივილი მხოლოდ თავისთვის შემოენახა. არავის აძლევდა უფლებას მისი ეს ნაწილი დაენახათ. მხოლოდ ღამღამობით თუ გაუმხელდა მოკაშკაშე ვარსკვლავებს ამ საიდუმლოს. „ქუქს და თეჰიონს", რომლებიც ისევ ისე, ერთად კაშკაშებენ და ზემოდან დანათიან სასოწარკვეთილს. ისინი ისევ ერთად არიან და ასე იქნება მანამ, სანამ სამყარო არსებობს. ქუქი და თეჰიონი -ყველაფრის მიუხედავად მაინც სამარადისოდ იქნება.

-მამა, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ არ ვიცი საიდან დავიწყო.-ჯიმინი თითების წვალებას იწყებს. გასულ სამ წელს მისთვისაც ცვლილებები შეეტანა. ახლა უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდა გახლდათ, ნამდვილი მიზნებითა და სურვილებით.

-მითხარი, ჯიმინ. ხომ იცი, შეგიძლია მენდო.

-ვიცი მამა და სწორედ ამიტომ გეუბნები ამას შენ პირველად. აქამდე არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ ვიცი გამიგებ და ყველანაირს მიმიღებ.

-შვილო, არ გინდა ამდენი საუბარი. უბრალოდ მითხარი.-თეჰიონი იღიმის და ბიჭს აშტერდება.

-მამა, მე გეი ვარ.-ბიჭი თავს მაღლა სწევს და მამას თვალებში ჩაჰყურებს. მის თვალებში არ არის არანაირი შიში, პირიქით უფრო დამშვიდებულია, რადგან როგორც იქნა ეს საიდუმლო გულიდან ამოიღო.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now