34.

958 121 49
                                    

ქუქს დილით თავის ტკივილი აღვიძებს. თვალებს ნელა ახელს და მის გვერდით ცარიელ ადგილს დაჰყურებს. იმის მაგივრად, რომ ახლა თეჰიონის მკლავებში იყოს მოქცეული, მარტო წევს ამ ხმელ საწოლზე, რომელიც იმაზე უფრო ცივია, ვიდრე ოდესმე. ნელა დგება საწოლიდან და სააბაზანოში გადის.  ტირილისგან დასიებულ სახეს ცივი წყლის შეხება ესიამოვნა და კუნთები შედარებით მოუდუნა. მართალია, თავს შეპირდა, რომ თავის თავში ძლიერ ქუქს იპოვიდა, თუმცა არის თვისებები, რასაც ვერ შეცვლი, როგორიცაა გულჩვილობა.  თუმცა გრძნობების გამოხატვა ტკივილს შედარებით ნაკლებ სიმძაფრეს ანიჭებს.  ხელში პირველივე მომხვედრ ტანისამოსს ირგებს და სამზარეულოსკენ მიიწევს. იქ ჩასული გარშემო იყურება და როდესაც იაზრებს, რომ თავისივე მოწყობილი არეულობა, ისევ მისი დასალაგებელია, ხმამაღლა ხვნეშის და იხრება.იატაკზე მიმოყრილ თეფშის ნატეხებს დინჯად  კრეფს და სანაგვე ყუთში აგდებს, სადაც გუშინდელ მოტანილ საუზმეს მოეყარა თავი. მათ შეხედვაზე ქუქს ტანში ცივად გასცრა. მაშინ, როდესაც  თეჰიონი ოჯახთან ერთად თბილ, ახალგაკეთებულ საჭმელს შეექცეოდა, ის ბოლო ხმაზე ტიროდა და  გააფთრებული ყველაფერს ძირს ისვრიდა.  ანუ დღეიდან თეჰიონმა მასთან მაშინ უნდა იაროს, როდესაც თავად გადაწყვეტს. ეს ფაქტი, რაღაც მხრივ ბიჭის უფლებებსაც აკნინებდა. გუშინ მას თეჰიონთან უნდოდა. ეს თავად ბატონმა კიმმაც იცოდა, თუ როგორ მოთმინებით ელოდა  ბიჭი მის გამოჩენას, სანაცვლოდ, კი მიზეზის მოფიქრებაც გაუჭირდა, თანაც თვით დიდებულ ლექტორ თეჰიონს? სასაცილოა.

ბიჭი ყალბად იცინის და ხის კარს ხმაურიანად იჯახუნებს. გუშინ ამ დროს ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე მყოფი, ყველგან სიკეთესა და ბედნიერებას ასხივებდა, ახლა კი უნდა თანაბრად გაკრეჭილი გაზონის თითოეული ღერი ბალახი ამოგლიჯოს.

გაბრაზებული მალევე გრძნობს როგორ ჩერდება მის გასწვრივ მანქანა.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now