15.

897 138 49
                                    

-მამა?
ქუქი სწრაფად ეცლება მამაკაცს და მისგან შორს იწევა.

-მამა, დავბრუნდ..-სამზარეულოში ჯიმინი შემოდის. ჯერ გაკვირვება ემჩნევა თუმცა მალევე სახეს ასერიოზულებს.

-აქ რა ხდება? მოიცადე თქვენ რა..-ქუქს სუნთქვა უჩერდება.

-ჩემს გარეშე სვავთ?-ჯიმინი მოსაცმელს სკამზე აგდებს და მათ შორის ჯდება.

-მიდი დაასხით რას გაჩუმებულხართ.-მხიარულად შესძახა და მამამისს შეხედა, რომელსაც ფერი დაკარგვოდა, თუმცა ამის მიუხედავად  ცდილობს უხერხულობა დაარღვიოს და ჯიმინს სასმელს უსხავს.

-ბიჭებო, მე დაგტოვებთ.-თეჰიონი ფეხზე დგება და ოთახიდან გადის.

-რა დაემართა?-ჯიმინი თავჩახრილ ქუქს შეჰყურებს.

-ალბათ სასმლის გამო ეძინება.-ქუქი ძალდატანებით იღიმის და სასმელს იყუდებს.

ჯიმინი უბრალოდ მხრებს იჩეჩავს.

-რა უბედურებაა, მისაყოლებელიც კი არ არის.-ბუზღუნებს  და მაცივრის წინ დგება.

თეჰიონი ნელა ადის კიბეებზე და ოთახში შედის. კარს შიგნიდან კეტავს და  ფუმფულა საწოლზე ჯდება.

-ეს რა გავაკეთე.-ამოიჩურჩულა და სახე ხელებში  ჩარგო.

-სიმთვრალის ბრალია. ყველაფერი სიმთვრალის ბრალია.-თავს აჯერებს და  უკან წვება. ის ხომ ამდენი წელია დაოჯახებულია. ჰყავს უმშვენიერესი ცოლი, რომელთანაც ნამდვილად ბედნიერია, მან კი სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ, თითქოს აზროვბენა დაკარგა, გონება დაებინდა. თავს დამნაშავედ გრძნობს. საშინლად განიცდის.

***

დილაა. ქუქი ხმაურიანად გაიზმორა და საწოლიდან წამოდგა. კარგ ხასიათზეა.  სარკესთან მისული საკუთარ ანარეკლს აშტერდება და თითებს ტუჩებზე იდებს, იმ ტუჩებზე, რომელსაც გუშინ თეჰიონი შეეხო. ქუქს ამის გახსენებაზე გააჟრჟოლა და გაუაზრებლად ტუჩზე იკბინა. ღიღინით ჩადის პირველ სართულზე და დივანზე წამოგორებულ ჯიმინთან ჯდება.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now