1.

4.9K 253 33
                                    

ნაცრისფრად შეფერადებულ კედელზე მზის სხივი დათამაშობდა და თანდათან ოთახის კუთხისაკენ მიიწევდა. საბოლოოდ მიმართულებას იცვლის და უცნობის ფაფუკ თმებს აშურებს. უსულო სხივიც კი ხარბად გრძნობდა მის სურნელს. ალბათ ისურვა დედამიწას ბრუნვა შეეწყვიტა და სამუდამოდ იქ დაედო ბუდე. თითქოს თავადვე თბებოდა მასზე შეხებით, თუმცა მალევე გამოძრავება იგრძნო და უცნობის ოდნავ შეღიავებული თმის ღერები ჩვეულ ფერს დაუბრუნდნენ. 

-სიყვარული. ერთი შეხედვით მარტივი თემაა, თუმცა თუ ჩაუღრმავდებით, მასში დიდ ჭეშმარიტებას ამოიკითხავთ. ამბობენ, სიყვარულმა ასაკი არ იცისო, მაგრამ  თუ ამ წესს მივდევთ, იმასაც თვალნათლივ დავინახავთ, რომ მსგავს საკითხებს ადამიანები უაყოფითად იღებენ. თქვენ რომელ აზრს ემხრობით? -სივრცეში მამაკაცის ოდნავ ბოხი და ხრიწიანი ხმა გაჟღერდა.  დარბაზი, სადაც უამრავ ახალგაზრდა და ახალ მომწიფებულ სტუდენტს მოეყარა თავი, სიჩუმემ მოიცვა.  დღევანდელი ლექცია განსხვავებულად დაიწყო, თუმცა მისი არც ერთი დღე ჰგავდა ერთმანეთს.  ყველა უფროსის ნათქვამს იაზრებდა, რომელიც  ისეთ აქტუალურ თემას ეხებოდა, რაც -სიყვარულია.  ახლა მხოლოდ ლექტორის მძიმე სუნთქვას და რამდენიმე სტუდენტის ჩურჩულს თუ გაიგებდით.  უფროსმა მსუბუქი ჩახველებით ყელი ჩაიწმინდა და ოდავი დაკვირვების შემდეგ ერთ-ერთ ფიგურას აშტერდება.
-გისმენთ, ბატონო ჯონ-მამაკაცი  დარბაზის ბოლოში მჯდომ ბიჭს მიმართავს და თავის დაკვრით ლაპარაკის დაწყებისკენ მოუწოდებს. ბიჭი  ჯერ უხერხულად იშმუშნება, აწეულ ხელს უკან სწევს და  ოდნავ აჩეხილ  მუქ თმებს ისწორებს. არ იყო მიჩვეული ფართო საზოგადოების წინ გამოჩენას, არც ყურადღების ცენტრში უყვარდა ყოფნა, თუმცა საკუთარი აზრის გამოთქმას არ ერიდებოდა. 
-ჩემი მოკრძალებული აზრით სიყვარულს არ გააჩნია საზღვრები თუ წესები. ყველას სიყვარული ინდივიდუალურად იმართება და სწორედ ამიტომ ვიტყვი, რომ ასაკი აქ მხოლოდ ციფრებია. რა თქმა უნდა ეს ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ  ყველამ ვიცით, რომ ადამიანი თავისუფალია და მაშასადამე ამით ყველაფერი აიხსნება.
    მამაკაცი ყურადღებით ისმენდა ბიჭის საუბარს და თან გრძელი, ჩამოქნილი თითებით სათვალეს იწვალებდა.   მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ყველაზე მეტად არ უყვარდა მსგავსი ლექციის ჩატარება. სიყვარულზე.  რა თქმა უნდა  მასზე უამრავი წიგნი წაუკითხავს და პირადადაც ჰქონდა გამოცდილი, ალბათ, მაგრამ თითქოს რაღაც არ აკმაყოფილებდა,  რაღაც არ აძლევდა იმის საშალებას, რომ მასზე თავისუფლად ესაუბრა. თითქოს რაღაც ბოჭავდა და სწორედ ამიტომაც სვავდა კითხვებს.უნდოდა გულწრფელად ჩაეწვეთებინა ამ წმინდა გრძნობის არსებობაზე, რაც თანდათან ფუნქციას კარგავდა და უბრალო სიტყვებად რჩებოდა, მაგრამ როგორ უნდა შთააგონო სხვა, როდესაც მისი რეალურობის თავადაც არ გწამს?  იქნებ სწორედ ამ სიცოცხლითსავსე ახალგაზრდების  სიტყვებში ეპოვა პასუხები?იქნებ  რაღაც  ხელჩასაჭიდი ეპოვა, რაც ამ მცნების ფსიქოლოგიას ფარდას ახდიდა? 

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now