29.

1.1K 137 26
                                    

ტუჩებზე რბილ შეხებას გრძნობს. იმდენად ნაზს, რომ ბაგეების გატოკებასაც ვერ ახერხებს. უბრალოდ წევს, ათრთოლებული და მის ზემოდან მოქცეულ სხეულს შეჰყურებს. შეჰყურებს თითქოს მისი მხსნელი ყოფილიყოს, მაგრამ რეალურად ეს ასეცაა.   შეხება ნელ-ნელა ქვევით ინაცვლებს და ბიჭის მუცელში არსებული ცეცხლი უფრო მგზნებარე ხდება.  ყელზე სველ კოცნებს გრძნობს, რასაც ოდნავი ტკივილი მოჰყვება, კბენების გამო.

-აჰ, თეჰიონ.-სიამოვნებისგან ამოიოხრა და ხელები მის დიად წელს შემოჰხვია. რატომღაც იმდენად ფაქიზი და ფაფუკი მოეჩვენა სხეული, რომ რამის შიგნით ჩაიკარგა.

-თეჰიონ?-თითქოს მის ზემოდან მოქეული სხეული თანდათან პატარავდება, კოცნებიც სადღაც უჩინარდება. ცეცხლი  ბიჭის მუცელში, მაშინვე ქრება და მის ადგილას დიდი იმედგაცრუება იბუდებს, რომელიც მუდმივად ცეცხლის ალს ამოფარებული  დგას სადარაჯოზე, კუთვნილი ადგილის დასაკავებლად, რაც საკმაოდ კარგადაც გამოსდის.

ქუქი თვალებს ახელს და რეალობასთან მომწყვდეული, ხმამაღლა ხვნეშის, როდესაც აანალიზებს რომ მის ზემოდან თეჰიონის ნაცვლად, ფუმფულა სათამაშო ბაჭია ხვდება, ხელები კი სწორედ მისთვის შემოეჭიდა ასე მჭიდროდ.

-თავიდან მომწყდი.-უსულო არსებას შეუბღვირა და ოთახის კუთხეში მოისროლა.   ისევ ზურგზე წვება და ჩვეულად ჭერს აცქერდება. ერთფეროვან სივრცეს იმდენ ხანს უყურებს, სანამ  გონება ფანტაზიას არ რთავს და გაცვეთილ, ღია კრემისფერ ზედაპირზე ეკრანივით  არ ჩნდება ეპიზოდები. ეპიზოდები სიმზრიდან.
ისევ ქუქი და თეჰიონი.
თეჰიონი და ქუქი.
კარგად ჟღერს, არა? უფრო სწორედ, სრულყოფილად.

წვიმის წვეთების წკაპუნზე თავს სწევს და ფანჯრიდან იცქირება. ეს კი ნამდვილად გაზაფხულის ამინდი იყო.

გრილი და ნესტიანი, ოდნავ სევდიანიც.

ფეხზე ზანტად დგება და გამზადებას იწყებს.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now