39.

808 130 23
                                    

მათი ჩამოსვლიდან ჯერ მხოლოდ რამოდენიმე დღემ განვლო.

საღამოა. ახალგაზრდა ბიჭი სავარძლიდან წამოდგა და მინის მიღმა დანესტილ ქუჩას გახედა. ჩამავალი მზის სხივები, მოპირდაპირე სახლის ზემო სარკმლის მინებს მოწითალო-ოქროსფრად წაჰკიდებოდა.  სარკმლის მინები გახურებული ლითონის ჭურჭელივით ლაპლაპებდა, გადახსნილი ზეცა ჭკნობაშეპარულ ვარდს წააგავდა. ბიჭი სარკმელს აღებს და გარეთ დაბუდებულ გრილ სიოს შიგნით უშვებს. ეს მისი დღის საყვარელი პერიოდია.  გადატვირთული დღის შემდეგ, საყვარელ მამაკაცთან ერთად განტვირთვა, რომელსაც წუთი-წუთზე ელოდა.

კარზე ზარის ხმა გაისმა, რაც იმის მანიშნებელია, რომ თეჰიონი კარს მიღმა დგას და ელოდება როდის აღმოჩნდება მის მკლავებში პატარა სხეული, ფითქინა კანითა და საუცხოო ტუჩის ფორმით.  ბიჭი, როგორც პატარა ბაჭია, ისე ახტება მაღალ სხეულს და იქამდე ეკვრის, სანამ სუნთქვაშეკავებული უფროსი ხელით არ სწევს.

-თავს როგორ გრძნობ?-ტრადიციულად კითხულობს და უმცროსს ოდნავ მოზრდილ ცხვირზე ხელს აკრავს.

-მშვენივრად. უკვე მშვენივრად.

-შესანიშნავია. დღევანდე საღამოს, შენის ნებართვით, მე წარვმართავ.-სახეზე ჩვეულ ღიმილს იკრავს და ქუქს ხელს წელზე ხვევს.

-თქვენგან ადამიანი ყოველთვის სიურპრიზს როგორ უნდა ელოდოს?-ბიჭს ეცინება და გასაღებით კარს ხურავს.

-რა ვქნა. ასეთი ბუნება მაქვს. ოღონდ..-ჩერდება.

-მხოლოდ რჩეულთათვის.

შეყვარებული წყვილი მანქანაში თავსდება და პირდაპირი სვლით თეჰიონის დანიშნულების ადგილისკენ მიიწევენ. რადიოში წყნარი მუსიკა გუგუნებდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ, რესტორანში აეჟღერებინათ. ნაცნობ მელოდიაზე  სიყვარულით დამწვარი ბიჭები თითქოს ისევ იმ უზარმაზარი ჭაღის ქვეშ ჩნდებიან. მაინც რა არის ეს მოგონებები. პატარა დეტალიც კი საკარისია, რომ ბოლომდე მოვებღაუჭოთ და ზუსტად იგივე შეგრძნებები აღვიდგინოთ, რამაც ერთ დროს უკვე მოგვანიჭა ულევი სიხარული. აბა სევდის მომგვრელი მოგონებების შეხსენება ვის სჭირდება?არცაა საჭირო. თითქოს ცხოვრება ყოველ დღე ცდილობს მათ დანერგვას, ან იქნებ ესეცაა საჭირო? საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი მომენტები გავხადოთ დაუვიწყარი და ასეთი ძვირფასი მოსაგონი.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now