2.

1.8K 209 9
                                    


-წიგნი. ვიცი ამ სიტყვის გაგონება ბევრ თქვენგანს არ სიამოვნებს და მეტიც, სულ არ გინდათ მისი გაგონება, მაგრამ ლიტერატურა რის ლიტერატურა იქნება თუ წიგნების თემას არ შევეხებით, ხომ ასეა?-ნაცნობი მამაკაცის ხმამ კვლავინდებურად გაიჟღერა იმავე დარბაზის კედლებში. იქ მყოფთაგან უმრავლესობა ამ სიტყვებზე თვალებს უაზროდ ატრიალებს, ზოგიც თითქოს ძალით ისმენს და ადგილზე ბორგავს. თუმცა ასევე ნაცნობი მუქი თმის პატრონი კომფორტულად კალათდება ხის სკამზე, ხელში კალამს იმარჯვებს და ცდილობს მთელი ყურადღება დარბაზის შუაგულისკენ გადაიტანოს. ცდილობს არც ერთი სიტყვა, არც ერთი ბგერა არ გამოტოვოს და კარგად ჩაიბეჭდოს გონებაში. წიგნები ხომ მისი გატაცებაა. კარიბჭე, რომელსაც ის სხვა სამყაროში გადაჰყავს, დროებით მაინც. ბევრჯერ უფიქრია, რა მოხდებოდა ისიც ერთ-ერთი პერსონაჟი ყოფილიყო, ისეთივე საინტერესო ისტორიებით და რაც მთავარია ბედნიერი დასასრულით, მაგრამ ხშირად ხომ ეს წიგნებშიც არ ხდება, თუ რათქმა უნდა მისი შინაარსი რეალობასთან ახლოსაა.
-კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე, ბევრჯერ გადაუფასებიათ ფასეულობები, მაგრამ რაღაც საოცარი ძალის წყალობით წიგნებს მეტწილად შეუნარჩუნებიათ თავიანთი აზრი და ღირებულება, ცხოვრებისეული მნიშვნელობა და მომხიბვლელობა...რა არის ეს საოცარი ძალა, წიგნებს რომ გამოჰყოფს იმთავითვე? ეს არის ძალა აზრის უკვდავებისა. ლიტერატურა ხომ ფრაგმენტთა ფრაგმენტია...-ლექტორი აღფრთოვანებული საუბრობდა, თითქოს ეს ხმა გულიდან ამოსდიოდა. სწორედ ამიტომ უყვარდა გუკს ლიტერატურა ასე ძალიან. მხოლოდ ამ ლექციებში გრძნობდა თავს თავისუფლად, ლაღად და რაც მთავარია ნამდვილ გუკად. სიტყვები იყო მისი ძალაც, ემოციებიც და სახლიც. 
***
-გამარჯობა გუქ.-ოდნავ საშუალო სიმაღლის ბიჭი ბიბლიოთეკის შუაგულში დგას და იქვე მჯდომ ბიჭს ზემოდან დაჰყურებს. გუკი წიგნებიდან თავს მშვიდად სწევს, ახლოს მდგომს თავიდან ბოლომდე ათვალიერებს და მხოლოდ ამის შემდეგ ესახება ღიმილი სახეზე. არ ეგონა ასე მალე თუ იხილავდა მანათობელ ბიჭუნას. ხო, ასე შეარქვა და დარწმუნებულიც კია რომ სხვებიც ასე ეძახიან. 
-გამარჯობა ჯიმინ. მიხარია შენი ნახვა.- ამას მთელი გულით გულისხმობდა. 
-რას კითხულობ?-ჯიმინი მალევე თავსდება წიგნებით გარემოცული ბიჭის გვერდით და ყურადღებით ათვალიერებს გარემოს, შემდეგ კი გვერდით მჯდომს უყურებს, მის მომცრო ცხვირზე დასკუპებულ გამჭვირვალე მინის სათვალეს, შუბლთან ლამაზად ჩამოვარცხნილ თმებს და ჭრელ შარფს. გუკი  ახლა ნამდვილ პოეტს მოგაგონებდათ, ლიტერატურული საღამოდან. ეს რომ მისთვის გეთქვათ ნამდვილად დიდ კომპლიმენტად ჩათვლიდა და შეიძლება მის ჩანაწერებშიც აღენიშნა ეს სასიამოვნო ფაქტი.
-„უიმედოთა ქალაქს". ხვალისთვის რეფერატი მაქვს მხოლოდ პირველ 100 გვერდზე დასაწერი, მაგრამ ვფიქრობ ბოლომდე წავიკითხავ ძალიან ს..-ქუქის აღფრთოვანებული ხმა ჯიმინის ხმამ ჩაანაცვლა.
-კი ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ რას იტყვი ბეისბოლის პირველ შეხვედრაზე რომ მოხვიდე? ჯერ მხოლოდ უნდა ჩავეწეროთ, მაგრამ შეგიძლია სხვა გუნდის წევრებიც გაიცნო. გეგონა დამავიწყდა? -წარბებს ათამაშებს და  საზურგეს ოდნავ აზვება, რის შედეგადაც  სკამს ორი ფეხი ჰაერში რჩება გამოკიდული.  
-რატომ მე?
-რა?
-ამას მე რატომ მეუბნები?
-უბრალოდ.ამას განსაკუთრებული მიზეზი სჭირდება? თანაც სამეგობროდან არავის უყვარს ყავა, ახლა კი პარტნიორი მეყოლება, ვისთან ერტადაც მშვიდად დავაგემოვნებ და შევიგრძნობ მის სურნელს. -შეიძლება ჯიმინისთვის უბრალო ფაქტი იყო უცნობ ადამიანთან ასეთი მოქცევა, მაგრამ ქუქს ეს ძალიან ეუცხოვა, ამიტომ ცდილობს სხვა თანატოლების მსგავსად მოიქცეს და პირველი მეგობარი არ დაკარგოს. მასაც არ აწყენდა პარტნიოტი. მუდმივად ცარიელ სკამს მტვერი დაედო. 
-კარგი მოვდივარ!

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now