-ქუქ, მოდი ჩაჯექი. მიგიყვანთ უნივერსიტეტამდე.-ჯიმინი ხმამაღლა ყვირის, რომელსაც ჩაწეული მინიდან ქერა თმა გადმოეყო და ამაყად აქნევდა.

-არა, მადლობა.-ამზერით გახედა საჭესთან მჯდომს.

-ფეხით გავივლი.

-მიდი ჩაჯექი, რატომ უნდა იწვალო.

ქუქი თვალებს ატრიალებს და მანქანის უკანა სავარძელზე თავსდება.

-გამარჯობა, ჯანქუქ.-თეჰიონი  ბიჭს  ესალმება და უკანა ხედვის სარკიდან მზერას სტყორცნის.

-გამარჯობა.-ხმაში მაქსიმალურად ცდილობს თავისი გაბრაზება  ჩააქსოვოს, თუმცა ნათქვამი მაინც რბილად გამოსდის. თავს ვერ ერევა.

-ქუქ, რას იტყვი, გამოცდებისთვის ერთად ხომ არ გვემეცადინა, თუნდაც დღეს საღამოს? დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილხარ, ნუთუ დედაჩემის გამომცხვარი ღვეზელები მაინც  არ მოგენატრა?

-ჯიმინ, გამოცდებისთვის მზადება ადრე ხომ არ არის?-თეჰიონი აშკარა გაღიზიანებით ამბობს. ქუქი ხვდება, რომ ის  ცდილობს დაკარგული საღამოს ანაზღაურებას, ამაში, კი მეცადინეობა ხელს ნამდვილად შეუშლის.

-ხომ ასეა, ჯანქუქ?-სარკიდან კიდევ ერთხელ იხედება და ბიჭს  მუდარითსავსე თვალებით შეჰყურებს.

-ვფიქრობ, კარგი აზრია, ჯიმინ. საღამოს გამოგივლი.-ქუქმა ჩაიცინა და უკვე გაჩერებული მანქანიდან გადავიდა.

-ნახვამდის, ბატონო კიმ და უი..-პირზე ხელს იფარებს.

-თემის დამუშავება ვერ მოვასწარი, გუშინ პაემანი მქონდა.-თვალს უკრავს და ჯიმინთან ერთად, რომელიც უკვე გადასულიყო ,შენობისკენ მიიწევს.

-ნამჯუნი და ჯინისთვისაც ხომ არ გვეთქვა?

-ისინი მაღალკურსელები არიან, თან..-ჯიმინი შესასვლელ კარს აღებს და ბიჭს თავის დაკვრით ანიშნებს ჯერ შენ შედიო.

-თან მინდა რომ მე და შენ ვიყოთ.-მორცხვად ამოილაპარაკ და თავი მოჩვენებითად მოიქავა.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now