6

286 59 7
                                    

"17 მაისი.
ოდესმე ყოფილხართ ის, ვინც სინამდვილეში არ ხართ? ალბათ ცოტა რთული გასაგებია რას ვგულისხმობ... ან არა.
ყოფილხართ ოდესმე ის, ვინც წარმოადგენს ყველა იმ ადამიანის იდეალს, რომელიც თქვენ გარშემო იმყოფება? ან ოდესმე ყოფილხართ ის, ვინც არ გსურთ, რომ იყოთ, მაგრამ მაინც ხართ? დამაბნეველია, არა? სასაცილო, სატირალი ან საკვირველი რომ არ იყოს, რამდენად უცნაურია ცხოვრება. ერთ სიტყვას, ერთ წინადადებას შეიძლება იმდენი სიტყვა ან თუნდაც ასო დავუმატოთ, რომ ყოველ ჯერზე აზრი სულ სხვადასხვაგვარი მივიღოთ ან პირიქით - ერთი და იგივე. ცხოვრება ისეთი რამაა, უფროსწორად, ისეთი სივრცეა, რომელშიც არ არსებობს მართალი, მცდარი, არ არსებობს რეალური და არ არსებობს ყალბი. არ არსებობს ის რაც გვსურს და არ არსებობს ის, რაც არ გვსურს. არსებობს მხოლოდ ის - რაც არსებობს და არ არსებობს ის, რაც არ არსებობს.

თუ ადამიანი ქუჩაში ნაცნობს შეხვდა და მისთვის კომპლიმენტის გაკეთება მოინდომა, სიტყვები კი სწორად ვერ დაალაგა და გამოვიდა იმისი საპირისპირო, რისი თქმაც უნდოდა, რა გამოდის ეს? მან თქვა ის, რაც მას არ სურდა, შესაბამისად, მისი სიტყვები არა ჭეშმარიტი, არამედ ტყუილი გამოდგა, მოსაუბრემ კი ეს სიმართლედ მიიღო. ასეთ დროს კი ადამიანის გადარწმუნება რთულია, შეიძლება, შეუძლებელიც კი და მის გონებაში იბადება ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც მანამდე არ არსებობდა. "მშვენივრად გამოიყურები"-ს ნაცვლად, გავარვარებული ბეჭდით იტვიფრება "ყველაზე საშინელი არსება ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს აქამდე".

მეორე მაგალითია, როდესაც ადამიანს არ სურს იყოს ის, რაც არის ან სურს იყოს ის, რაც არ არის, რითიც დავიწყე დღევანდელი ჩანაწერი. საკმაოდ დამაბნეველი, საინტერესო და ამაღელვებელია მოცემული დებულებისა თუ, თუ თქვენ გსურთ ფაქტიც ვუწოდოთ, განხილვა და გაანალიზება. რატომ ხდება, რომ ადამიანი შეზღუდულია საკუთარი პიროვნების, ასე ვთქვათ, დეკორირებაში? რატომ არ შეუძლია, აირჩიოს როგორი გარეგნობა ჰქონდეს, ხასიათი, ხმა, ქცევები, შესაძლებლობები და ა.შ? თუ ამის პასუხად ვინმე იტყვის: "იმიტომ, რომ ასე ყველა უნიკალური ვხდებით და ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით", არ მივიღებ. ერთი წამით დასხედით და დაფიქრდით: თუ ყველა ადამიანი განსხვავებული და უნიკალურია ახლა, როცა მათ არ შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც მათ სურთ, წაემოიდგინეთ, რამხელა მრავალფეროვნება შეიქმნებოდა მაშინ, მათ რომ ჩემ მიერ ზემოხსენებული თავისუფლება ჰქონოდათ. არჩევანის თავისუფლება. ეს იქნებოდა ყველაზე უმტკივნეულო და სამართლიანი არსებობა ადამიანისა დედამიწაზე. რატომ? იმიტომ, რომ ყველანი ვიქნებოდით ის, ვინც გვსურს, რომ ვიყოთ და გამომდინარე ადამიანის უნიკალურობიდან, თითოეულის სურვილი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ერთი მეორის არამსგავსი იქნებოდა.

Stranger's DiaryWhere stories live. Discover now