8

308 63 17
                                    

-საერთოდ, რატომ წავედი?! -გაისმა ბოხი ხმა, - რა მინდოდა ჰონგდეს ღამის კლუბში?! -ისევ დასჭექა ხრინწიანმა ხმამ. აფორიაქებული ჩანიოლი თავის პატარა სამფლობელოში ბოლთას სცემდა, გააფთრებული ცხოველივით ქშინავდა და კეფას ნერვიულად იფხანდა. მისი სახე რომ დაგენახათ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ ამ ყველაფერს გაუაზრებლად აკეთებდა, თითქოს მისი სხეული თავის ნებაზე მოქმედებდა, -ეს წყეული ჩანაწერიც ხომ თითქმის 7 თვის არის! ჯანდაბა! - წამით შეჩერდა და მზერა სასადილო მაგიდაზე ჩამოდებულ წიგნაკს დახედა. 

"აქამდე როგორ მოვიდა?" გაუელვა გონებაში. სულ რაღაც რამდენიმე ფურცელმა როგორ შეცვალა მისი აზროვნება, ფიქრები და გრძნობები? როგორ გააკეთებინა ის, რასაც ალბათ არასოდეს გააკეთებდა? ჩანიოლი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რამდენიმე კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ჰონგდეს უბნის ერთ-ერთ ღამის კლუბში წახვალ და ვიღაცის გამო იქაურ ბარმენს მუშტს უთავაზებ და დაემუქრებიო, ახლა კი მისი ქვეცნობიერი უარესის გაკეთებაზეც დათანხმდებოდა, ოღონდ რაიმე მაინც გაეგო დღიურის პატრონზე. 
-დამშვიდდი, -უეცრად წელზე ნაზი ხელები შემოეხვია და ვიღაცის თავიც იგრძნო თავის გამაგრებულ ზურგზე, -ყველაფერი გითრთის, -თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ბექჰიონმა და სახე კიდევ უფრო ძლიერად მიუხახუნა მწერლის მაისურს. 

-ასე რატომ მექცევი? 

-როგორ? -ოდნავ გაკვირვებულმა წამოჰყო ბექჰიონმა თავი.

 -რატომ გადაგყავარ ჭკუიდან? -მე არ გადამყავხარ, ამ ყველაფრის მონაწილე თვითონ გახდი, - ღიმილით მიუგო ახალგაზრდამ და ჩანიოლიც გათავისუფლდა მისი ჩახუტებისგან. ის გაქრა. 

დაღლილი მწერალი მაგიდას მიუჯდა და ღრმად ჩაისუნთქა. საჩვენებელი თითები საფეთქლებზე დაიჭირა და რამდენიმე წუთით ასე დარჩა, თვალდახუჭული. იმ მომენტში მასში იმდენი აზრი, იმდენი შეკითხვა და იმდენი ემოცია ტრიალებდა, რომ მისი შიგნეულობები, როგორც ჩანიოლი უწოდებდა ამას, თავდაყირა იდგა. ამ ყველაფრის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ თითქოს საბოლოო ჯამში მის შიგნით აღარაფერი დარჩენილიყო. აღარცერთი აზრი, აღარცერთი შეკითხვა და აღარცერთი ემოცია. 

Stranger's DiaryNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ