5

329 67 13
                                    

"2 მაისი.

დიდი ხანია არაფერი ჩამიწერია. თითქმის ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ გონება საამისოდ ვერ განვაწყვე. ჩემი ტვინის არცერთ ნაწილს არ მონდომებია, რომ რაიმე მომეყოლა, თუმცა მე ძალიან მინდოდა კალმის ხელში დაჭერა და იმ სასიამოვნო შეგრძნების თავიდან განცდა, რომელსაც კალმის წვერის ამ გაყვითლებული ფურცლის ზედაპირზე დაჭერისას ვგრძნობ. მთელი თვის განმავლობაში ექიმთან სამჯერ ვიყავი, თხუთმეტჯერ გავიღვიძე უცნობ ადგილას, ოცდაექვსჯერ ამოვყავი თავი პოლიციის განყოფილებაში და თერთმეტჯერ აღმოვაჩინე ტკბილეულითა და ვიღაცის სისხლით ამოსვრილი შარვლის ჯიბეები. რაც უფრო ხშირად ვაწყდებოდი ამ თვის განმავლობაში მსგავს შემთხვევებს, მით უფრო ნაკლებად ვოცდბოდი დროთა განმავლობაში, ახლა კი თავს ისე ვგრძნობ, რომ თხუთმეტ წუთში ციხეში რომ გავიღვიძო, ალბათ ხმასაც არ ამოვიღებ.

სამზარეულოდან დამწვარი პურის სუნი გამოდის, მაგრამ ასადგომად რატომღაც გული არ მიმიწევს. ვზივარ და ვიყნოსავ შებრაწული საუზმის ყელისგამშრობ არომატსა და ტაფისგან ამოხეთქილ კვამლს, რომელიც მალე სრულიად შთანთქავს ჩემს ბინას. მინდა ვთქვა, რომ ეს ზედმეტ სიამოვნებასაც კი მანიჭებს..." 

ჩანიოლმა გვერდის მხოლოდ ნახევარი ჩაიკითხა და დღიური ჩუმად დახურა. მაგიდაზე ჩამოდო და ჩაფიქრდა ან უბრალოდ შორიდან ჩანდა ისე, რომ რაღაცაზე ძალიან სერიოზულად ჩაფიქრებულიყო. საჩვენებელი თითი შუბლზე მიიჭირა და თვალები დახუჭა. რამდენიმე  წუთი ასე იჯდა, მერე კი სწრაფად წამოხტა სავარძლიდან, წიგნაკს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. 

ჩაიარა ნაცნობი ქუჩები, დაათვალიერა უცნობი ხალხი და ამასობაში ნაცნობ კაფესთანაც მოვიდა. საშუალო ზომის ტაბლო, რომელზეც ღამით დაწესებულების სახელი ანათებდა ხოლმე, ჯერჯერობით ჩამქრალი იყო, კარი შეღებული დახვდა და მანაც დაუყოვნებლივ შეაბიჯა შენობაში.

Stranger's DiaryWhere stories live. Discover now