15

275 53 18
                                    

"იმდენჯერ მიფიქრია, რატომ ვიღვიძებ ყოველ დილით, რა დანიშნულება მაქვს, რატომ უნდა გავახილო თვალები და ვისუნთქო, უბრალოდ სხვისთვის გამოსადეგ ჟანგბადს ვყლაპავ, ვიპარავ და სხვას ვაკლებ, მაგრამ პასუხს მაინც ვერასოდეს ვპოულობ. მგონია, რომ ვერც ვერასოდეს ვიპოვი." 

სირბილისაგან სუნთქვაშეკრული ჩანიოლი ოთახში შევარდა, ყავისფერი პალტო საწოლზე მიაგდო და მაშინვე სასადილოს მაგიდისაკენ გაეშურა, რომლის ზედაპირზეც ტყავის ყდიანი წიგნაკი ხმაურიანად დააგდო, სკამიც უხეშაც გამოაჩოჩა და მძიმედ დაებერტყა ზედ. ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და ჩანიშნულ ადგილას გადაშალა. 

არ არსებობდა ახლა ამ წიგნაკზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში არაფერი. საერთოდ არაფერი. ამ მომენტში მთელი სამყარო  ბიონ ბექჰიონი იყო, ჩანიოლის სამყარო. გასაქცევი კი არსად ჰქონდა. ბიჭის ნაზი გამოსახულება, კაშკაშა ღიმილით, ფაფუკი თმით, გალეული სხეულითა და დალურჯებული მკლავებით მის წინ იჯდა და დუმდა. ისიც ხვდებოდა, რომა ხლა არ ღირდა მწერლის შეწუხება. მისი გულის ცემის ხმა ბექჰიონის ყურებში ხმამაღლა გუგუნებდა. იმდენად ხმამაღლა, რომ საკუთარი გულის ფეთქვაც კი აღარ ესმოდა. თუმცა, ჰქონდა კი იგი? 

ცა წყვდიადში გახვეულიყო, ცაზე არც ერთი ვარსკვლავი არ მოჩანდა, მხოლოდ მთვარეს გამოეყო თავი და მეფედ დამკვიდრებულიყო ცარიელი უკიდეგანო წყვდიადის სამფლობელოს ტახზტე და იმ სიშორიდან ჩანიოლის ზურგს თავის ცივ სხივებით ანათებდა, თითქოს ასე ანუგეშებდა. 

მწერლის შიგნეულობა ამ დროს თავდაყირა იდგა. ორგანოებს ერთმანეთისთვის ადგილები გაეცვალათ, გონებასაც სრულებით შეეწყვიტა საღად ფუნქციონირება, კიდურები დაუმორჩილებლად მოძრაობდნენ, თითები ნერვიულად ათამაშებდნენ გაყვითლებული ფურცლის კიდეს და ცერა თითზე აკურატულად წაჭრილი ფრჩხილით კანს იხოკავდნენ, საიდანაც რამდენიმე წუთში სისხლის წვეთებმაც გამოიკვლიეს თავიანთი გზა. გამშრალი ტუჩები უდაბნოს დამსგავსებოდნენ და ბიჭიც ცდილობდა როგორმე ენით მათი ზედაპირი დაესველებინა, მაგრამ ეს საქმეს არ შველიდა. ყელთან მომჯდარი სიტყვები გარეთ გამოღწევას ითხოვდნენ, ჩანიოლი კი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მათ და უზარმაზარ ბარიკადს უდგამდა წინ, რათა იქ დარჩენილიყვნენ, სადაც იყვნენ. მათ თავისუფლების უფლება არ ჰქონდათ. ხმა, რომელიც ამოხეთქვას სცდილობდა ორგანიზმიდან, ნელ-ნელა შავ ხვრელს ემსგავსებოდა და მწერლის არსებას ფეხდაფეხ შთანთქავდა. 

Stranger's DiaryHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin