-როგორ მომნატრებია აქაურობა-ვთქვი და აივნის კარი გამოვაღე როცა საამური სუნი შემოვიდა ოთახში ისევ მისაღებში გავბრუნდი

-დე გავამზადე სუფრა წამოდით ჭამეთ თქვენც-მოგვმართა მე და ტასოს მაიამ

-დე ტასოს დავპირდი რომ ზღვისპირას ვისადილებდით მალე დავბრუნდები ალბათ-არ დავლოდებივარ პასუხს რადგან მისი სახის მიმიკისგან გამომდინარედ ვიცოდი რომ გაპროტესტებას დაიწყებდა

როგორც კი ჩემს ოთახში შევედი ჩემი ჩანთა გავხსენი და იქედან თეთრი სიფრიფანა ლამაზი კაბა ამოვაძვრინე ჩავიცვი და ტასოსთან ერთად მანქნისკენ წავედი

-ერთი ადგილი ვიცი, ძალიან ლამაზია, ლამაზადაც ჩანს ზღვა, იქ წავიდეთ!-მითხრა

-კარგიი

10 წუთში რაღაც ლამაზ ერთსართულიან შენობასთან გააჩერა საიდანც ლამაზად მოჩანდა ზღვა მანქანა ჩააყენა და შევედით

-ძაან 'ძერსკობაა'-გამოვკვეთე და ორივეს გაგვეცინა

ერთ-ერთ ცარიელ მაგიდისკენ გავეშურეთ და დავიკავეთ ეს ადგილი

როგორც კი მე და ტასო ერთმანეთს მზერას ვუსწორებდით სიცილს ვერ ვიკავებდით "ბოდიშით რა ვქნათ თუ ცოტა გვაკლია"-ო იძახდა ტასო

-ძალიან მომენატრა ჩვენი გიჟობები-ვუთხარი და ძველი ამბების გახსენება დავიწყეთ, ლამისააა მეტირა მაგრამ ამ დროს ერთ ერთი იდიოტობა მოგონება გამახსენდა სიცილი შევწყვიტე სახე დავასერიოზული და ზღვას გავხედე

-თათი რამე მოხდა?-ტასომ როგორც ყოველთვის შეამჩნია

-არა არაფერი

-ჰმმ შემახსენე რამდენი ხანია ვმეგობრობთ?-მკითხა და დავფიქრდი

-17 წელზე მეტი იქნება რა იყო რომ?

-ამ ათი წლის განმავლობაში იცი როგორ კარგად გაგიცანი? შენს ერთ უბრალო მიმიკაზე ვხვდები რომ რაც არის და როგორც არის ახლა კი შეგიძლია ამოღერღო ან რა მოხდა ან რა გჭირს!

-ამოისუნთქე ბლიად რა იყო-სიცილი ამიტყდა

-რა ვჭამოთ?-ვკითხე

ორივემ ერთმანეთს გავხედეთ

-პასტააა-ერთად შევძახეთ

მენიუ როგორც კი მოგვიტანეს პასტა და უალკოჰოლო კოქტეილი შევუკვეთეთ

-რამდენი ხანია არ მიცურავია-ვთქვი და ზღვას გავხედე ღიმილიანი სახით

ტასომ ხელი ჩამჭიდა და მისკენ გავიხედე

-ამ წელს იცურავებ. ჩემთან ერთად!-მითხრა მტკიცედ

-არ ვიცი-ვუთხარი

-მე ვიცი ეხა კიდე ჩუმად ეგდე-გამაჩუმა "ტიპმა"

-უი ისე და ამერიკაში როდის ბრუნდები

-ალბათ სექტემბერში წავალ-ვუთხარი

-როდის დაბრუნდები საქართველოში?-მითხრა დამწუხრებული სახით

-არ ვიცი დავბრუნდები?

-გოგო შენ ხო არ ჩაბერე

-აბა იქ უკვე სახლი მაქვს და თან ვსწავლობ ხომ იცი რა მინდა აქ?

-მე? აქ უნდა დამტოვო მარტო? ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი-მითხრა

-არ ვიცი ვფიქრობ შეიძლება სწავლის დამთავრების შემდეგ დავბრუნდე ოღონდ არავის უთხრა მხოლოდ ვფიქრობ ჯერ.

-მეღადავებიი?-წამოფრიბდა და ჩემთან მოვიდა ლოყაზე მაკოცა

-კაი გააფსი ეხა აფერისტო-დავცინე და თავის ადგილს დაუბრუნდა

მალევე მოგვიტანეს ჩვენი პასტა და ჭამა დავიწყეთ თან ვლაპარაკობდით

-თათი..

-ჰმმ

-რაღაც უნდა გითხრა..

-მიდი, რამე მოხდა?

-ანუუ..

-პირდაპირ თქვი

-ის ჩამოვიდა.. დაბრუნდა.. აქ არის..-გული ამიჩქარდა

-ვინ ის?

-ალექსანდრე..

მოკლედ არ ვიცი რა პირველად ვდებ ასე დააა არ ვიცი რა გამოვიდა ველოდები კომენტარებს იმედია ნახავთ:))<33

,,პირველი და უკანასკნელი..&quot;Where stories live. Discover now