REVENGE - MinJoon

By Nabii-

28.3K 2.6K 1.1K

შენ ერთი გზა გაქვს, ჯიმინ. •MINJOON• - 14.07.20 - 23.10.20 More

1. შენი არასდროს გავხდები.
2. შენ ერთი გზა გაქვს, ჯიმინ.
3. მტანჯავ, მტკენ, ძალიან მტკენ.
4. რატომ, უბრალოდ რატომ.
5. დანებდი და სამყაროს დაგანახებ.
6. გული გაჰკივის რომ "არა".
7. სიმშვიდე და ჰარმონია.
8. სასიამოვნო გრძნობა.
9. სულიერი სიმშვიდე
10. შენი სურნელი, გამაგიჟებელია.
11. არაადამიანური გრძნობა.
12. მათრობელა, როგორც ალკოჰოლი.
13. თითქმის მიღებული
14. შემიყვარე, ჯიმინ.
15. ბოტანიკური ბაღი.
16. გამაღიზიანებელი.
17. თითქმის გარკვევა.
18. ვნებიანი კოცნა.
19. მინდა ვცადო.
20. უმშვენიერესი.
22. მიყვარხარ, სიკვდილამდე, ტკივილამდე.
23. მხოლოდ შენი ვარ.

21. გრძნობა, სახელად ეჭვიანობა.

996 99 32
By Nabii-

იქაურობა ხალხით არის სავსე. უზარმაზარი შენობის წინ დაგებულ წითელ ხალიჩასთან ჩერდებიან, სულ ახალთახალი სხვადასხვა ფირმის მანქანები და იქიდან თვალისმომჭრელად მომღიმარი წყვილები გადმოდიან. ჯიმინი ნერვიულობს, ასეთ შეხვედრებზე ადრე არასდროს ყოფილა, არც სურვილი ჰქონია. იქნებ ნამჯუნი ვერ წარადგინოს ისე როგორც საჭიროა, რას იფიქრებენ სხვები, რომ ის ნამჯუნის ღირსი არ არის, რომ ჯიმინი ნამჯუნის რეპუტაციას ანგრევს. ომეგას ხელი უკანკალებს, მუხლზე იჭერს და ცდილობს სხვა რამეზე იფიქროს რომ ნერვიულობა შეამციროს, მაგრამ არ გამოსდის, თავში მხოლოდ დამცინავი ღიმილი და უწმაწური სიტყვები უტრიალებს.

- პატარავ, ნუ ნერვიულობ, გთხოვ. ეს კარგს არაფერს მოგიტანს, იქ თეჰიონიც იქნება, ასე რომ მოეშვი,- იღიმის ნამჯუნი, ცალ ხელს საჭეს აცილებს და ჯიმინს ჭიდებს. პაკი თითქოს შვებას გრძნობს, ფანჯარას უწევს და მონატრებულ ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ფილტვები ებერება. კიდევ ერთხელ ისუნთქავს ღრმად, რა დროსაც ნამჯუნი მანქანას აჩერებს.- დამელოდე.

თვალს უკრავს და გადადის, მანქანას გარს უვლის და ჯიმინს უღებს კარს, შემდეგ კი ხელს უწვდის.

- მიდი, პატარავ, შენ ამას შეძლებ,- ამბობს მხოლოდ ომეგის გასაგებად. ჯიმინი გაუბედავად ჭიდებს ხელს ნამჯუნს, შემდეგ კი გვერდით უდგება და თვალისმომჭრელად იღიმის. ისმის კამერების ჩხაკუნი. ნამჯუნთან ერთად წინ მიიწევს და რამდენიმე ჟურნალისტს ხელსაც კი უქნევს. შენობაში შესვლისას შეკავებულ ჰაერს უშვებს.

- ჯანდაბა, ეს ძალიან უცნაური იყო,- ლუღლუღებს ის, რაზეც ნამჯუნს ეცინება.

- შევიდეთ? კარგად ხარ?- კითხულობს ის სიცილით.

- კი, კი,- უღიმის პაკიც და ერთად შედიან დარბაზში. უზარმაზარი შენობა, დიდი განათებებით. უამრავი პატარა მაგიდა, რომელიც ოქროსფერი მძივებითაა შემკული. უზარმაზარი დახვეული კიბეები, რომელიც ასევე ოქროსფერია, აქ თითქმის ყველაფერი ამ ფერში ბზინავს. ჯიმინს მოსწონს ეს ყველაფერი. მისი თმებიც კი ოქროსფრად ბზინავს. ნამჯუნი გზას წინ მიიკლევს, გზად რამდენიმეს ესალმება კიდეც, შემდეგ კი ადგილს ჰოსოკის გვერდით იკავებს.

- გამარჯობა, გვრიტებო, თქვენ გელოდით,- ღიმილით ამბობს ჰოსოკი, სასმელს სვამს და თვალებს აქეთ - იქით აცეცებს.

- ჰოდა აქ ვართ, თეჰიონი სად არის?- მოუთმენლად კითხულობს ჯიმინი.

- საპირფარეშოშია,- მოკლედ პასუხობს ალფაც. ნამჯუნი ჯიმინს თავს უქნევს.

- აქ ვიქნებით,- ამბობს ალფა, პაკი კი თეჰიონთან მიდის. გრძნობს გზად როგორ აყოლებენ მზერას, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს.

- თეჰიონ,- ხმამაღლა იძახის, როდესაც საპირფარეშოში შედის.

- აქ ვარ,- კაბინიდან გამოდის კიმი, სალფეთქებით ხელში.

- კარგად ხარ? რა გჭირს?- კითხულობს ჯიმინი შეშინებული.

- კარგად ვარ. ღმერთო, ჯიმინ. ულამაზესი ხარ,- თვალს უკრავს პაკს, ჯიმინი კი წითლდება.

- შენც ძალიან კარგად გამოიყურები, გთხოვ მითხარი რა საიდუმლო გაქვს? მეტს ვეღარ მოვითმენ,- ბუზღუნებს ჯიმინი და ნიჟარას ეყრდნობა. თეჰიონი არაფერს ამბობს, მხოლოდ ჯიმინის ხელს იღებს და მუცელზე ადებინებს.

- რას ამბობ, სერიოზულად?- ყვირის ჯიმინი და ომეგას იხუტებს.- ძალიან მაგარია, როდის გაიგე?

- შენ რომ გაფრინდი იმ დღეს,- იმორცხვებს თეჰიონი.

- ძალიან, ძალიან, ბედნიერი ვარ შენ გამო, ჰოსოკმა ჯერ არ იცის, ხო? დარწმუნებული ვარ უზომოდ გაუხარდება,- ტაშს უკრავს ჯიმინი.

- ჯერ არ მითქვამს, შესაფერისს დროს ველოდები,- ამბობს ღიმილით კიმი.

- მიხარია, ძალიან მიხარია, წამოდი გავიდეთ, თორემ ძებნას დაგვიწყებენ,- ამბობს ღიმილით ჯიმინი და თეჰიონთან ერთად ტოვებს საპირფარეშოს. ნამჯუნი და ჰოსოკი მართლაც მაგიდასთან იცდიდნენ, ამჯერად ვიღაც ალფასთან და ომეგსთან ერთად. ნამჯუნი ღიმილით ესაუბრებოდა ალფას, ჰოსოკი კი ომეგს. თეჰიონს მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

- რა იყო ახლა, ხუთი წუთი ვერ გაძლო უჩემოდ?- ღრინვით ამბობს, ჯიმინი კი ფხუკუნს იწყებს. ომეგების მისვლამდე ალფებს სტუმრები სცილდებიან. - ვინ იყო ის?

- ჩვენი პარტნიორი და მისი ომეგა, თეჰ,- ღიმილით ამბობს ჰოსოკი. თეჰიონი თითქოს მშვიდდება. ჯიმინი დაჟინებით ათვალიერებს გარემოს, შეისწავლის ყველა ომეგას, არ მოსწონს ზოგი როგორც აშტერდება მის ალფას. ნამჯუნს უფრო ეკვრის. ალფა კი გაკვრივებული დაჰყურებს ზემოდან.

- რა მოხდა, პატარავ? კარგად ხარ?- კითხულობს ის და ხელს მხრებს ხვევს.

- მშვენივრად, უბრალოდ ვიღაც - ვიღაცეების მზერა მაღიზიანებს,- თვალს ერთ - ერთ ომეგას უსწორებს და უღრენს. ის კი თვალებს ატრიალებს და სხვა მხარეს იყურება.

- ნუ ეჭვიანობ. ხომ იცი, მხოლოდ შენი ვარ,- თვალს უკრავს ნამჯუნი.

- ნახევარი საათია ჯონგუკს ველოდები, არა და არ ჩნდება, სად ჯანდაბაშია ამდენ ხანს?- გაბრაზებით კითხულობს ჰოსოკი.

- აცადე, ხომ იცი რა რთული პერიოდი ჰქონდა ეს დღეები,- ამბობს ნამჯუნი და მის თვალთახედვაში მაშინვე ჩნდება გრძელი, კულულათმიანი ალფა. ბრჭყვიალა ზოლებით კოსტუმზე , ხელი შავთმიანი ომეგისთვის ჩაეჭიდა, რომელიც საოცრად გამოიყურებიდა. შემდეგ კი ალფების მაგიდას მიუახლივდა. ჯიმინი კვლავ გარემოს დაკვირვებით იყო გართული და სულ არ შეუმჩნევია ომეგა.

- როგორც იქნა, სად ჯანდაბაში იყავი ამდენ ხანს,- ღრინვით ამბობს ჰოსოკი, თეჰიონი კი მის დამშვიდებას იწყებს.

- მაპატიე, ჰიონ. ხომ ხედავ მას არა, რთული იყო გვერდის ავლა,- ცალყბად იცინის და ომეგას უყურებს, ის კი უბრალოდ ტუჩის კუთხეს ტეხავს და თვალებს ატრიალებს.

- გამარჯობა, იუნგი,- ამჯერად ამბობს თეჰიონი. ჯიმინი მხოლოდ მაშინ აქცევს ყურადღებას ომეგას. უყურებს და თითქოს საიდანღაც ეცნობა.

- ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ?- კითხულობს ის და ყველას მზერას იმსახურებს. იუნგიც მოჭუტული თვალებით შეჰყურებს ომეგას.

- რა თქმა უნდა, პაკ ჯიმინი. შენ ხარ, გახსოვს შენს ქორწილში, საპირფარეშოში შევხვდით ერთმანეთს,- იღიმის თბილად იუნგი და ჯიმინს ეხვევა, ომეგა გაკვრივებულია, მაგრამ მაინც ხვევს ხელებს. - როგორ მინდოდა შენთან შეხვედრა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მიხარია რომ შეგხვდი.

კვლავ იღიმის, თეჰიონიც მათ დუეტს უერთდება და ომეგები ერთად იწყებენ საუბარს.

- ახლა რა ვქნათ ჩვენ, მათ ვუყარაულოთ თუ ცოტა დავლიოთ?- ამბობს ჯონგუკი და ალფებს შორის იკავებს ადგილს.

- მე დავლევ ცოტას,- ჭიქას იღებს კიმი და სასმელს წრუპავს.

- შენ ამას დალევას ეძახი?- დასცინის ჯონგუკი.

- ჯანდაბა, არ შემიძლია, ახლახანს დაგვილაგდა ურთიერთობა და არ მინდა ვიღაც გაუმაძღარი ალფის გამო პრობლემები შეგვექმნას,- ოხრავს ნამჯუნი.

- შეხედეთ აქ ვინ ყოფილა,- სიცილით ამბობს ჰოსოკი და ჰაერში ხელს იქნევს. - ბატონი კიმ სოკჯინი.

- ოჰო, ჯინ, როგორ მოხდა რომ გვიკადრე?- კითხულობს ჯონგუკი.

- გამარჯობა, რა ჭორიკანა დედაკაცებივით ჩამომდგარხართ?- კითხულობს სიცილით და სამივეს ეხვევა.

- ვიღაცებს ვყარაულობთ,- სახე უსერიოზულდება ჯონგუკს და ბუზღუნით ამბობს, შემდეგ კი მზერა სამ ომეგაზე გადააქვს, რომელიც ერთად დგანან და იცინიან.

- ომეგებმა დაგიმონეს?- ხარხარებს ჯინი.

- სად არის შენი ომეგა?- ლამის ყვირის ნამჯუნი.

- ომეგა არ მყავს,- თვალს ურკავს ჯინი. - რატომღაც მგონია რომ აქ ვიპოვი.

ამბობს მშვიდად და დარბაზს თვალს ავლებს.

- თუ არა, ვინმეს მაინც წავიყვან თან,- ცხვირს იბზუებს ალფების სიცილზე.

- აღარ შემიძლია აქ, დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე ბარში,- ოხრავს ჰოსოკი.

- მართლა რომ მივატოვოთ და გავიქცეთ?- ჩაეკითხა ორივეს ჯონგუკი.

- გარეგნობით ტირანს გავხარ და ტვინი ისევ ხუთი წლის ბავშვის გაქვს,- ატრიალებს თვალებს ნამჯუნი.

- დავიღალე,- სკამზე მძიმედ ეცემა, რაზეც კვლავ სიცილს იწყებენ.

~ ~ ~*~*~ ~ ~
შეიძლება კიდევ ერთიც დავდო,😽
ვგიჟდები შემდეგ თავზე😽💜

Continue Reading

You'll Also Like

6.2M 201K 31
After she tragically loses her mother, Cassie turns to street fighting-but she soon learns that the biggest fights happen outside the ring. ...
26.9K 1.7K 23
أينَ أمِير كُوريا الجَنوبية المَعرُوف برفضِ كُل أمِيرة مُؤهَلة لِلزواج مِنه يُشَاهد خَادمًا يَدخُل القَصر [ TRANSLATED ] COUPLE : YEONBIN TOP : CSB [...
7.1K 106 6
An average boy named Angel is always at school doing his normal routine. But that going to change when a group of girls will change his life forever.