17. თითქმის გარკვევა.

967 101 16
                                    

ჯიმინი სავარძელზე მიყუჟული ზის, არც კი იცის ღირს თუ არა ყველაფრის თეჰიონისთვის მოყოლა, მაგრამ მას გონება გადაკეტილი აქვს. ნამჯუნის ჯინაზე ის სასმელი არ უნდა დაელია და საერთოდ რა დაემართა ვერ ხვდება. ოხრავს და დივანზე წვება, თეჰიონის სიცილი ესმის გვერდიდან.

- დღეს, შუადღეს მიფრინავ, ხო?- კითხულობს ომეგა და პაკის ოქროსფერ თმებს ეხება.

- კიი, ამიტომაც გამოვედი სასეირნოდ,- თვალები ემღვრევა, თავადაც არ იცის რატომ.

- რა ხდება, ჯიმინიი, შეგიძლია მომიყვე ყველაფერი, ხომ იცი? ზეგ ჩვენც ვბრუნდებით კორეაში, ასე რომ სულ შენთან ვიქნები,- უღიმის ზემოდან თეჰიონი. ჯიმინს ჭიქას ართმევს და მაგიდაზე დებს. პაკი მეორე მხარეს ბრუნავს და თეჰიონის ფეხს ეხუტება.

- არვიცი რა მოვიმოქმედო, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ნამჯუნი ჩემი ალფაა, ურთიერთობა არ დაგვიწყია ისე, როგორც ამას ყველა ნამდვილი ჭეშმარიტი აკეთებს. უბრალოდ მძულდა, ვერ ვიტანდი, მაღიზიანებდა, მაგრამ მისი ყოველი შეხებისას ეიფორიაში ვვარდები, მისი კოცნა მსიამოვნებს, მოფერება, შეხება მასთან დროის გატარება. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. არ მინდა ასე იყოს, დენის დროს, ის ჩემს გვერდით იყო, მეხმარებოდა. დასრულების შემდეგ კი საერთოდ არ მქონია დანაშაულის გრძნობა ან რაიმე მსგავსი, იმასთან დაკავშირებით რომ ეს შეცდომა იყო. მე ის არ მიყვარს, ვფიქრობ, მაგრამ იმ გრძნობებს ვერაფერს ვუშვები, რაც მასთან ახლოს ყოფნის დროს მიჩნდება,- სლუკუნით ასრულებს საუბარს. თეჰიონი ხვდება მეგობრის პრობლემას, ოხრავს და წამშივე უდგება თვალწინ მისი და ჰოსოკის ისტორია.

- იცი რა, არც მე და ჰოსოკი ვყოფილვართ უკეთესს დღეში. უფროსწორედ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ჰოსოკს დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ჩემი ალფა იყო. მთელი სამი წელი დამსდევდა უკან, მე კი ჩემი ჯიუტობის გამო ახლოს არ ვიკარებდი. სიმართლე გითხრა მომწონდა, ძალიან მომწონდა სიგიჟემდეც კი. მიყვარდა, როდესაც წუწუნით უკან დამსდევდა და ხან კინოში წასვლას მეხვეწებოდა, ხანაც პარკში გასეირნებას. ვგიჟდებოდი და ჭკუიდან ვიშლებოდი, როდესაც მასთან ასი მეტრის რადიუსში სხვა ომეგას ვხედავდი. ისიც მიმიხვდა ყველაფერს და შეეშვა ჩემს დევნას, დაიწყო ომეგებთან სიარული, მათთან ურთიერთობა, ყოველ დღე სხვადასხვა ომეგის სურნელით გაჟღენთილი მოდიოდა. მე რა ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ჩემს მოსატყუებლად იყო. მეგონა რომ მღალატობდა და გადაიფიქრა ჩემთან ყოფნა. დაწუნებული ომეგა ხომ იცი რომ არავის უნდა, თანაც ჭეშმარიტის მიერ. ერთ დღეს გადამეკეტა და მივახალე ყველაფერი,- სიცილით ამბობს თეჰიონი. მის იატორიაზე ჯიმინსაც ეღიმება, მაგრამ ნამჯუნი ახსენდება, ნეტავი მათაც თეჰიონის მსგავსი ისტორია ჰქონოდათ.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now