10. შენი სურნელი, გამაგიჟებელია.

1.4K 122 66
                                    

მძინარე ჯიმინი ვერ იგებს თუ როდის ჩადიან გერმანიაში, ან როდის მიდიან სასტუმროში და როგორ აწვენს ნამჯუნი საწოლზე. ჯიმინს უბრალო ღრმად სძინავს, ნამჯუნი კი შორიდან ტკბება მისით. რაც დრო გადის, უფრო და უფრო უჭირს მისი ემოციების მოთოკვა, გრძნობების და ჰორმონების გაკონტროლება. ჯიმინის ერთი ზედმეტი უცნაური ქცევა და ნამჯუნი მშიშარა ომეგასავით სახლიდან გარბის. ომეგა ამის მიზეზს ვერ ხვდება. ჯიმინი საერთოდ ვერაფერს ხვდება.

პაკი იშმუშნება, სავარძელში მჯდომი ნამჯუნი კი საბუთებს მზერას აცილებს და მისკენ იყურება.

- ჯიმინ,- ეძახის ერთხელ, მაგრამ პასუხი არ არის. - ჯიმინ, კარგად ხარ?

ამჯერად ფეხზე დგება, რადგან ხედავს როგორ ღრმად სუნთქავს ომეგა. ცდილობს ზედმეტი მატერია მოიცილოს სხეულიდან. ნამჯუნი ფანჯარას აღებს, პაკი კი ვერ ისვენებს. ცოტახანში უკვე ოთახი ივსება ჯიმინის მძაფრი არომატით. ნამჯუნის ტვინში განგაშის სიგნალი ირთვება, მხოლოდ ერთ რაღაცას ატყობინებს - ჯიმინს დენა დაეწყო.

- ჯიმინ, გამოფხიზლდი,- ოდნავ ანჯღრევს და პაკიც იღვიძებს. ნამჯუნს სუნთქვა უჭირს. ამ ოთახში გაჩერება აღარ შეუძლია თუ ჯიმინს ვერ შეეხება.

- ნამჯუნ,- დაბალი, მაგრამ ალფისთვის მაინც სექსუალური ხმით ამბობს. - ნამჯუნ, მჭირდები.

- ჯანდაბა,- ნამჯუნს უკვე ტვინი არეული აქვს. ფიქრობს ხომ არ გავარდეს აქედან და თავი ცხოველივით დაიბას რომ ჯიმინს არ შეეხოს, მეორე ვარიანტი კი უბრალოდ მისი შეხებაა და დროის ისე ნორმლაურად გატარება, როგორც ამას ნამდვილო დაქორწინებული წყვილი აკეთებს. ჯიმინი უკვე მისი მეუღლეა, განა რა უშლის მას შეეხოს და ისე მოეფეროს როგორც სურს.

ნამჯუნი აღარ იცდის, ვეღარ ითმენს, უკვე კარებთან დგას და შორიდან უყურებს თუ როგორ საცოდავად იკლაკნება ომეგა საწოლზე. ნამჯუნს აღარ შეუძლია იმის მოსმენა თუ როგორ ეძახის ჯიმინი და როგორ სთხოვს დახმარებას. ამას ვერ აიტანს, არ აიტანს. ის ალფაა, რომელსაც გააჩნია ძალა, გრძნობები და მოთმინების უნარი. მაგრამ მაშინ, როდესაც მის სიყვარულს, ჭეშმარიტს და უბრალოდ ცხოვრების აზრს დენის დროს დახმარება სჭირდება, ნამჯუნი თავს არ შეიკავებს. არც იმას აპირებს რომ ჯაჭვებით დაიბას თავი და ჯიმინს ბლოკადორებით გამოუტენოს პირი.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now