9. სულიერი სიმშვიდე

1.1K 125 26
                                    

მომხდარის შემდეგ, ორივე ცდილობს ერთმანეთს თავი აარიდოს. ნამჯუნი თითქმის სამსახურში ატარებს დღეებს, ჯიმინს მხოლოდ სახლში გვიან მისვლის შემდეგ ხედავს, მძინარეს, საბანს უსწორებს და შუბლზე კოცნის. დილით კი მის უნახავად გადის სახლიდან, რადგან შესაძლოა პაკს არ ეძინოს, ალფას კი არ სურს დისკომფორტი შეუქმნას.

ჯიმინი დილით ადრე დგება, პირველი ნამჯუნის საძინებელში იხედება, მაგრამ ოთახი კვლავ ცარიელია. ბრაზდება და ფეხის ბაკუნით ჩადის პირველ სართულზე.

- დილამშვიდობისა,- მსახური ომეგა თავს უკრავს და კვლავ აგრძელებს საუზმის მომზადებას. ჯიმინი იქვე მაგიდას უჯდება და უყურებს როგორ ფუსფუსებს მზარეული. - რამე ხომ არ გნებავთ?

კითხულობს მორიდებით, ბიჭი სუსტი აღნაგობისაა, სიმპატიური სახით და გრძელი ფეხებით. რაც მთავარია კარგი მზარეულიც, სწორედ მისი დამსახურებით ტრიალებს სახლში ოცდაოთხი საათი სასიამოვნო სურნელი.

- არა, არაფერი. საქმეს მიხედე. თავად მივხედავ საკუთარ თავს,- მკრთალად უღიმის.- ნამჯუნი ხომ არ გინახავს?

- ბატონი ნამჯუნი ბოლო დღეებია დილით ადრე გადის სახლიდან.

- ხო... მისმინე, ხომ არ იცი სად მუშაობს?

- დიახ, რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრში მდებარე მთავარი შენობა. ალბათ გაგიგიათ ან გინახავთ, ყველაზე მაღალია, ავტომობილების შეკეთება - აწყობას აწარმოებს.

- გასაგებია,- მოკლედ ამბობს და ცარიელ ჭიქას ნიჟარაში დებს. - ნამჯუნი როდესაც არ უნდა დაბრუნდეს, მაშინვე შემატყობინე. დროს არ აქვს მნიშვნელობა, რომც მეძინოს გამაღვიძე.

მოკლედ უჭრის ჯიმინი და სამზარეულოდან გადის, თავს ოდნავ შერცხვენილადაც კი გრძნობს, რომ თავისუ ქმრის სამუშაოს შესახებ თავისივე მზარეულისგან იგებს. მისაღებში უზარმაზარ დივანზე ეცემა და პრიალა ჭერს შესცქერის, საიდანაც საკუთარი თავის თითოეულ ნაკვთს ხედავს. აქ იქნება და ნამჯუნს დაელოდება მანამ, სანამ სახლში არ მოვა.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now