13. თითქმის მიღებული

1.1K 110 41
                                    

- მაგრამ მსურს რომ ეს სრულიად ფხიზელმა გააკეთო,- ნამჯუნი აღარ აყოვნებს და მის შეხსნილ ტუჩებს ეწაფება, მონდომებით ჰკოცნის, ენას პირში უცურებს და მისი გემოთი ტკბება. თავბრუს ახვებს, გონებას აკარგვინებს ეს მათრობელა სურნელი. ჯიმინი არ ჩერდება, ამ მომენტს დიდი ხანი ელოდა. ცალ ხელს კისერზე ხვევს, ცალით კი ჯერ კიდევ დივანს ეყრდნობა. ნამჯუნი თავის გრძელ ტორებს წელზე ხვევს და ჰაერში წევს, ჯიმინს მუხლებზე აყენებს და თავიდან ბოლომდე ტანზე იკრავს. კოცნა გრძელია, ნელი და სასიამოვნო.

- ჯანდაბა, განაგრძე, უბრალოდ განაგრძე,- ლუღლუღებს ჯიმინი მის ტუჩებზე, ნამჯუნი იღიმის და კვლავ კოცნის, ამჯერად თავად წვება დივანზე და ჯიმინს მის ზემოდან აქცევს.

- დღეს შენ იქნები დომინანტი,- ამბობს უეცრად, ჯიმინი კი ტუჩის კუთხეს ტეხს და ალფის პერანგს შუაზე გლეჯს. მკერდს მთლიანად უთავისუფლებს, შემდეგ კი მუცლიდან მიუყვება თავისი ბოტოტა თითებით. იმდენად ნაზად, სათუთად და რბილად რომ ნამჯუნს მის ყოველ შეხებაზე აჟრიალებს.

- როგორ მოქმედებ ასე ჩემზე,- გრძელ თითებს მხრებზე უცურებს. კისერზე ხვევს და მისკენ იწევა რომ აკოცოს, ჯიმინი ალფის დაჭიმულ პრესს გრძნობს, ხვდება როგორ მოქმედებს ეს მასზე. თითქმის წამოწეულ ნამჯუნს მთლიანად ასუფთავებს ზედმეტი მატერიისგან. მკვრივ ბეჭებზე ფრჩხილებს ასობს და ნამჯუნის უეცარი შეხების გამო კვნესის.

- ეს უკვე ზედმეტია,- ცრის კბილებში, ჯიმინს ზედას აძრობს, მენჯებში ხელს ავლებს და ჰაერში წევს.  შარვლის გახდაში ეხმარება, მაგრამ პაკს დომინანტობის პოზიციას მაინც არ აკარგვინებს. მთლიანად შიშველი, დივანზე თავსდება და ომეგას ქვემოდან აჰყურებს. ჯიმინი სულაც არ მორცხვობს, მისკენ მიხოხავს და მის მუხლებზე თავსდება. - როგორ შეგიძლია ასეთი სრულყოფილი იყო?

ოხრავს ალფა, მენჯებზე ეჭიდება და მისკენ ქაჩავს.

- შენ თქვი რომ დღეს დომინანტი მე ვიქნებოდი - ბუზღუნებს ჯიმინი, მაგრამ ალფას არ ეწინააღმდეგება. ნამჯუნი მის ტუჩებთან იცინის, ზედ თითებს უსვამს და კბენს.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now