3. მტანჯავ, მტკენ, ძალიან მტკენ.

1.2K 128 90
                                    

უზარმაზარ შენობაში ასობით ალფა თუ ომეგა ტრიალებს. ყველა ერთმანეთს ესაუბრება, ლამაზად გაწყობილი ჭიქებით სასმელს სვამენ, ერთმანეთს ყალბად უღიმიან და ორპირობენ. მარტოხელა, ლამაზი ომეგები კი ალფების წინ ტრიალებენ და თავს აწონებენ. მოულოდნელად სინათლეები ქრება. შენობაში ელეგანტურად გამოწყობილი კიმ ნამჯუნი შემოდის, გვერდს კი ღვთაებრივი სილამაზით დაჯილდოებული პაკ ჯიმინი უმშვენებს, რომლის სახეზეც ღიმილის ნატამალიც კი არ შეინიშნება. ჯიმინი ამჩნევს ყველას, იმახსოვრებს სათითაოდ როგორ უღიმიან, ულოცავენ, აქებენ და ლამაზ სიტყვებს ესვრიან. ჯიმინს ეზიზღება აქაურობა, თვალებს ხრის და იატაკს აშტერდება, არ სურს ამ ყალბი სახეების დანახვა. ხელი უკვე მოაწერეს პატარა შენობაში, რა თქმა უნდა, ნამჯუნისგან იძულებით. მხოლოდ წვეულებაღაა დარჩენილი, სადაც პაკს საერთოდ არ სურს დასწრება, მაგრამ ნამჯუნის ბრაზით სავსე თვალებს ვერ უძლებს, პანიკა იპყრობს. არ სურს კიდევ ერთი ომის გადატანა, სადაც იცის რომ აუცილებლად მისი დამარცხებით დასრულდება. იცის რომ მისი ბოლო კიმ ნამჯუნია, მაგრამ ამის აღიარება და დაჯერება არ სურს, რადგანაც ზედმეტად მტკივნეულია ეს თემა ჯიმინისთვის. პირდაპირ ტვინში ურტყამს ის ინფორმაცია რომ უკვე კიმ ნამჯუნს ეკუთვნის. მისი ომეგა, მისი მეუღლე და ჭეშმარიტი ჰქვია და არა უბრალო მოსწავლე ან თინეიჯერი პაკ ჯიმინი.

ნამჯუნი უზარმაზარ თეთრ მაგიდასთან მიდის, ჯიმინის ხელს იღებს, რომელიც აქამდე მკლავზე ჰქონდა შემოხვეული, წინ წევს და პაკს სკამზე ათავსებს, ჯიმინი დამჯერი ბავშვივით ასრულებს მის მითითებებს, გრძნობს კიმს გვერდით. ნამჯუნი მისკენ იწევა და ხელს ნიკაპში ავლებს. სახეს მაღლა აწევინებს, რამდენიმე წამით მონუსხული შესცქერის, ჯიმინის ოდნავ ჩამოშლილი თმა, თითქოს განაცრისფერებული თვალები იმდენად ლამაზი სანახავია, მხოლოდ ამის გამო შეიძლება ადამიანი სამოთხეში მოხვდეს, მაგრამ ის მხოლოდ კიმ ნამჯუნისთვისაა განკუთვნილი.

REVENGE - MinJoonजहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें