14. შემიყვარე, ჯიმინ.

1.1K 112 29
                                    

შუადღის ძილის გამო ჯიმინი ღამით თვალს ვერ ხუჭავს, სამზარეულოში ზის და ისევ ყავას წრუპავს. ნამჯუნი ოთახშია, საწოლზე წევს და მშვიდად ფშვინავს. ჯიმინი კი ჩაფიქრებული მიშტერებია ერთ ადგილს.

შეუძლია ახლავე ადგეს და ისე გაიქცეს, ვითომც არაფერი, დაივიწყოს მათ შორის მომხდარი და უბრალოდ უკან მოუხედავად დატოვოს ნომერი.

ფეხზე დგება და ოთახში შედის, ნამჯუნის მძინარე სხეულს თვალს ავლებს, შემდეგ კი ქურთუკს და ფეხსაცმელს იცვამს. ცარიელი ყავის ჭიქას მისაღებში მაგიდაზე დებს, კაპიშონს თავზე იფარებს და ქერა თმებს შიგნით მალავს, შემდეგ კი ოთახიდან გადის.

როგორც კი ჯიმინი ოთახს ტოვებს, ნამჯუნი თავს წევს და საწოლიდან სწრაფად დგება.

- ოღონდ ის არ გააკეთო, რაც მგონია,- ლუღლუღებს და თავადაც იცვამს ქურთუკს, შემდეგ კი ჯიმინს უკან მიჰყვება. ნამჯუნს კარებთან დაცვა არ ჰყავს, არც სასტუმროს წინ. უბრალოდ დასასვნებელად გაუშვა, ალბათ უფრო იმიტომ რომ ჯიმინის შემოწმება სურს. ახლა კი დგება და ხედავს რომ ომეგა ჩუმად სახლიდან იპარება.

კიბეებზე სწრაფად ჩარბის, მიმღებში ამჩნევს ჯიმინი როგორ ღიმილიანი სახით ელაპარაკება ერთ - ერთ ომეგას, შემდეგ თავს უქნევს და გარეთ გადის. არც ჩქარობს, არც არავის ელოდება, ჩანთაც კი არ უჭირავს ხელში, რაც ნამჯუნს აეჭვებს. პაკი აქეთ - იქით იყურება, შემდეგ კი გზაზე მშვიდად გადადის. ხან პარკში გადის, ხანაც მაღაზიაში შერბის წყლის საყიდლად. გზადაგზა ფოტოებს იღებს, ნამჯუნის მიცემული ტელეფონით ან რაღაც სასაცილო მოძრაობებს აკეთებს. ალფა ყბა ჩამოვარდნილი უყურებს მის ქცევებს. უკვე ხვდება რომ ჯიმინი სახლის გზას უბრუნდება. ჩიხში იმალება რომ ომეგამ არ შეამჩნიოს, შორიდან ამჩნევს როგორ უვლის გვერდს პარკს. ნამჯუნი საკუთარ თავს ლანძღავს, რა იყო და რად იქცა. თავის ომეგას კუდში დაყვება, რადგან ჰგონია რომ გაიქცევა. თმებს იჩეჩავს, მიუხედავად მიზეზებისა, მაინც არ თვლის საკუთარ თავს დამნაშავედ. მეორე შანსი რომ ჰქონოდა, მაშინაც გამოჰყვებოდა. ჯიმინი სასტუმროს უახლოვდება, ოთახში ადის და კარებს ბედნიერი სახით აღებს, ოთახში ჩუმი ნაბიჯებით შედის, არ უნდა ალფა გააღვიძოს, მაგრამ გასაღები და ტელეფონი იატაკზე უვარდება, როდესაც საწოლს ცარიელს ხედავს.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now