21. გრძნობა, სახელად ეჭვიანობა.

986 97 32
                                    

იქაურობა ხალხით არის სავსე. უზარმაზარი შენობის წინ დაგებულ წითელ ხალიჩასთან ჩერდებიან, სულ ახალთახალი სხვადასხვა ფირმის მანქანები და იქიდან თვალისმომჭრელად მომღიმარი წყვილები გადმოდიან. ჯიმინი ნერვიულობს, ასეთ შეხვედრებზე ადრე არასდროს ყოფილა, არც სურვილი ჰქონია. იქნებ ნამჯუნი ვერ წარადგინოს ისე როგორც საჭიროა, რას იფიქრებენ სხვები, რომ ის ნამჯუნის ღირსი არ არის, რომ ჯიმინი ნამჯუნის რეპუტაციას ანგრევს. ომეგას ხელი უკანკალებს, მუხლზე იჭერს და ცდილობს სხვა რამეზე იფიქროს რომ ნერვიულობა შეამციროს, მაგრამ არ გამოსდის, თავში მხოლოდ დამცინავი ღიმილი და უწმაწური სიტყვები უტრიალებს.

- პატარავ, ნუ ნერვიულობ, გთხოვ. ეს კარგს არაფერს მოგიტანს, იქ თეჰიონიც იქნება, ასე რომ მოეშვი,- იღიმის ნამჯუნი, ცალ ხელს საჭეს აცილებს და ჯიმინს ჭიდებს. პაკი თითქოს შვებას გრძნობს, ფანჯარას უწევს და მონატრებულ ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ფილტვები ებერება. კიდევ ერთხელ ისუნთქავს ღრმად, რა დროსაც ნამჯუნი მანქანას აჩერებს.- დამელოდე.

თვალს უკრავს და გადადის, მანქანას გარს უვლის და ჯიმინს უღებს კარს, შემდეგ კი ხელს უწვდის.

- მიდი, პატარავ, შენ ამას შეძლებ,- ამბობს მხოლოდ ომეგის გასაგებად. ჯიმინი გაუბედავად ჭიდებს ხელს ნამჯუნს, შემდეგ კი გვერდით უდგება და თვალისმომჭრელად იღიმის. ისმის კამერების ჩხაკუნი. ნამჯუნთან ერთად წინ მიიწევს და რამდენიმე ჟურნალისტს ხელსაც კი უქნევს. შენობაში შესვლისას შეკავებულ ჰაერს უშვებს.

- ჯანდაბა, ეს ძალიან უცნაური იყო,- ლუღლუღებს ის, რაზეც ნამჯუნს ეცინება.

- შევიდეთ? კარგად ხარ?- კითხულობს ის სიცილით.

- კი, კი,- უღიმის პაკიც და ერთად შედიან დარბაზში. უზარმაზარი შენობა, დიდი განათებებით. უამრავი პატარა მაგიდა, რომელიც ოქროსფერი მძივებითაა შემკული. უზარმაზარი დახვეული კიბეები, რომელიც ასევე ოქროსფერია, აქ თითქმის ყველაფერი ამ ფერში ბზინავს. ჯიმინს მოსწონს ეს ყველაფერი. მისი თმებიც კი ოქროსფრად ბზინავს. ნამჯუნი გზას წინ მიიკლევს, გზად რამდენიმეს ესალმება კიდეც, შემდეგ კი ადგილს ჰოსოკის გვერდით იკავებს.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now