23. მხოლოდ შენი ვარ.

945 71 57
                                    

ჯიმინი დაქანცული მიიწევს გრძელ საქანელასთან. მძიმედ თავსდება ზედ, ნამჯუნი კი სკამზე წამომჯდარი, ღიმილიანი სახით ადევნებს თვალს მეუღლეს. ხელში ტაბლეტი დაეკავებინა, წესით საბუთებში არსებულ პატარა შეცდომას უნდა ასწორებდეს, მაგრამ
ჯიმინს თვალს ვერ აცილებს.

- ღმერთო ჩემო, თეჰიონ, ძალიან დამღლელი ხარ,- ბუზღუნებს ჯიმინი და თეჰიონს აკბირდება, რომელიც შეკრული წარბებით უმზერს,- როგორ უძლებ მას?

- უბრალოდ მიეჩვევი,- მხრებს იჩეჩს ჰოსოკი და ფეხზე დგება მასთან ერთად.

- მე სახლში შევალ, დავიძინებ, რაღაც დავიღალე,- აცხადებს კიმი და წინ მიიწევს.

ჯიმინი მხოლოდ თავს უქნევს, შემდეგ კი მზერა ნამჯუნზე გადააქვს, რომელიც ამჯერად მართლა საბუთებს ჩაჰყურებს და თან ყავას სვამს. ფეხზე დგება და ნელა უახლოვდება, უეცრად ართმევს პლანშეტს და გვერდით დებს. გაკვირვებულ ნამჯუნს კი ხელს აშლევინებს და კალთაში კომფორტულად უჯდება.

- დილიდან რაც გიყურებ, სულ ხელში გიჭირავს,- დამწუხრებული ამოთქვამს,- ასე არ მაწყობს.

- ღამით ყოველთვის შენს გვერდით ვარ,- ხელზე ჰკოცნის და ცერა თითით ეფერება.

- მე დღისითაც მჭირდები,- უკმაყოფილოდ პასუხობს და თავს მის მხარზე ასვენებს,- ასე თავს ძალიან მანატრებ ხოლმე.

- ასეთი წუწუნა როგორ გახდი?- კითხულობს და ხელს ომეგის წელზე აცურებს.- შემომხედე, პატარავ.

- უბრალოდ დავიღალე,- ბურდღუნებს ჯიმინი,- შენ თავით ხარ ჩასული საბუთებში, იცოდე აღარ გაგეკარები.

- სერიოზული მუქარაა,- ტუჩებზე პატარა კოცნას უტოვებს, მაგრამ არ ჰყოფნის. კიდევ, კიდევ და კიდევ განაგრძობს მსგავსს მანამ, სანამ არ იღლება.

- ჯუნ, ერთი იდეა მაქვს,- ჯიმინი საუბარს იწყებს, ალფა კი არც კი უსმენს. მხოლოდ მის მშვენიერ სახეს შეჰყურებს და განცვიფრებულია მისი სილამაზით,- მისმენ საერთოდ?

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now