Sunset N.H

By Nialler1DGirll

2.1K 212 260

როდესაც ტრაგედიები ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილი ხდება, გაკვეთილს კი ყველა სხვადასხვაგ... More

Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14

Chapter 10

89 10 37
By Nialler1DGirll

Bella's POV

კარენი თითქმის არასდროსაა სახლში, ამიტომ კვლავ ლიამი ამზადებს საუზმეს, რაც მართლა ძალიან კარგად გამოსდის, ვცდილობ დავეხმარო, მაგრამ უფლებას არ მაძლევს.

-გემრიელად მიირთვი. მეუბნევა მას შემდეგ, რაც ყველაფრის მომზადებას ასრულებს და თავადაც მაგიდასთან ჯდება.

-მადლობა, მაგრამ ამის მერე მეც მოგეხმარები ხოლმე. ვეუბნევი და ომლეტს ვსინჯავ.
-უგემრიელესია. ვამბობ გულწრფელად.

პასუხად მხოლოდ მიღიმის.

ცოტახანს უხმოდ შევექცევით საუზმეს, შემდეგ ლიამს ყველაფრის ალაგებაში ვეხმარები და რადგანაც სკოლამდე ჯერ ადრეა, ტელევიზორთან ვიკავებთ ადგილს, თუმცა არცერთი არ ვუყურებთ მას.

-ჯემაზე რას ფიქრობ? ვეკითხები პირდაპირ.

ის გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ კი მხრებს იჩეჩს.

-ძალიან კარგი გოგონაა, ლამაზი, საყვარელი და მხიარული. რატომ მეკითხები?

-გეტყვი, მაგრამ არ გაბრაზდე, კარგი? ვეუბნევი ეშმაკური ღიმილით, ის კი ეჭვით მიყურებს, მაგრამ მაინც მიქნევს თავს.

-ვხედავ, რომ მოგწონს და ისიც არ ჩანს გულგრილი, ვფიქრობ ყველაფერი უნდა უთხრა, ერთმანეთისათვის იდეალურები ხართ და ძალიან უხდებით.

-ფიქრობ, რომ მასაც მოვწონვარ? მეუბნევა ღიმილით, თუმცა შემდეგ ხვდება, რომ რაღაც წამოსცდა. -ანუ ვგულისხმობ მომწონს, კარგი მეგობარია.

-მხოლოდ მეგობარი? ვეუბნევი და თვალებით ვბურღავ.

ის ხმამაღლა ოხრავს და საბოლოოდ ამბობს.

-კარგი, ვაღიარებ, რომ დიდი ხანია მომწონს, მაგრამ ის ჰარის დაა, ჩემი საუკეთესო მეგობრის და. ეს არასწორად რომ გაიგოს ჰარიმ? თანაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯემაც იგივეს გრძნობს, მგონია, რომ უფროს ძმად აღიქვამს.

-პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ მასაც მოსწონხარ, რაც შეეხება ჰარის, მას ორივენი ძალიან უყვარხართ და ვფიქრობ თქვენი ბედნიერების წინააღმდეგ არასდროს წავა, თუ არადა ურჩევნია ჩემს მუშტს კარგად დაემალოს.

სიცილით ვამთავრებ და ვხედავ ლიამიც მიღიმის.

-კარგი, მას დაველაპარაკები, მაგრამ შენც უნდა მითხრა შენსა და ჰორანს შორის რა ხდება?

მაშინვე მახმება ღიმილი სახეზე და ვსევდიანდები.

ლიამიც ამჩნევს ამას.

-რა მოხდა, რამე ხომ არ დაგიშავა? მეკითხება ეჭვით და თვალებში ბრაზი უკრთის.

-არა, დამშვიდდი. ის ძალიან საყვარელი, მზეუნველი და კეთილია, მაგრამ მგონი მოვწონვარ. ვამბობ და ხმამაღლა ვოხრავ.

-მაშინ რაშია პრობლემა, შენ არ მოგწონს? მეკითხება გულწრფელი მზრუნველობით, რაც მაიძულებს სიმართლე ვუთხრა.

-პრობლემა ისაა, რომ მეც მომწონს.

-შენი არ მესმის. საზურგეს ეყუდება და ხელებს გულზე იჯვარედინებს.

-ის ძალიან კარგია მე კი მეტისმეტად ვიზიდავ ხიფათს, არ მინდა ჩემს გამო რაიმე შარში გაეხვეს, თანაც მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ალეკი კვლავ თავისუფალია და არავინ იცის სად არის ან რას აკეთებს.

ლიამი ჩემს ხელებს თავისაში იქცევს და ისე იწყება საუბარს.

-ხომ იცი, რომ შენი ბრალი არაფერია? დედაშენის სამსახური ასეთი იყო და მან ეს კარგად იცოდა, შენს თავს არ უნდა ადანაშაულებდე იმაში, რომ გაგიმართლა და იმ დღეს საბედნიეროდ გადარჩი. შენს თავს უნდა მისცე ბედნიერების უფლება და თუ ამ ბედნიერებას ნაილი მოგიტანს, უნდა ენდო მას და საკუთარ თავსაც, შენ ბედნიერი უნდა იყო.

მე თავს უხერხულად ვხრი და ფეხზე ვდგები.

-წასვლის დროა. ვეუბნევი ლიამს და ჩანთას ვიღებ.

-მანქანით წაგიყვან. მეუბნევა და ისიც დგება, მაგრამ ვეწინააღმდეგები.

-არ მინდა, ხომ იცი როგორ მიყვარს ფეხით სეირნობა.

ის თავს მიქნევს, რადგან იცის, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.

ის მანქანისკენ მიდის, მე კი ზურგს ვაქცევ და ბილიკს მივუყვები.

-ბელა! მეძახის კვლავ ის.

მისკენ უხმოდ ვტრიალდები.

-იფიქრე იმაზე რაც გითხარი. მე მხოლოდ თავს ვუქნევ და გზას განვაგრძობ.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ნაილის სახლის წინ ვჩერდები.

-ნაილს ხომ არ ელოდები? მეკითხება სახლიდან გამომავალი სანდომიანი ქალბატონი, რომელიც ჩემი აზრით ნაილის დედა უნდა იყოს.

-მე... თავის დაძვრენას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ.

-ახლავე დავუძახებ. მეუბნევა და მას ეძახის.

ნაილი მალევე ჩნდება კარის ზღურბლზე და ჩემი დანახვისას გაკვირვებას ვერ მალავს.

-იზი?

-გამარჯობა. ვამბობ და სწრაფი ნაბიჯებით ვიწყებ სიარულს, რათა მალე დავაღწიო თავი ამ უხერხულობას.

უკან ვიხედები და ვხედავ, რომ ის არ მომყვება.

გულში რაღაც მწყდება, მაგრამ ასე უკეთესია, ასე ბევრად მარტივი უნდა იყოს.

გადავწყვიტე პირველ გაკვეთილს არ დავესწრო, რადგან გონება ძალიან არეული მაქვს და არ ვიცი რა გავაკეთო.

სკოლასთან ახლოს პატარა სკვერში ხის სკამზე ვჯდები და სახეს ხელებში ვიქცევ.

ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ან პირიქით ყველაფრის გამო ტირილი მინდა, მაგრამ არ ვტირი, ასე უბრალოდ ვზივარ და ვფიქრობ.

ვგრძნობ როგორ იკავებს ჩემს გვერდით ვიღაც ადგილს, ნაილი მგონია, ამიტომ სწრაფად ვიხედები მისკენ, მაგრამ მის ადგილას ლუი მხვდება.

როგორც ყოველთვის ხდებოდა, ის უსიტყვოდ ხვდება ჩემს წუხილს და თანაგრძნობით შემომყურებს.

ეს მზერა საბოლოოდ მაძლევს უფლებას მოვდუნდე და სწრაფად ვეხუტები მას.

ისიც ნელა მხვევს ხელებს და მანამდე არ მიშვებს სანამ თავად არ ვიწევი უკან, თუმცა ასე დიდხანს ვერ ვძლებ და კვლავ ვეხუტები.

მის მხარზე მიდევს თავი, მაგრამ ისევ არ ვტირი.

-შენი ბრალი არ ყოფილა ლუ. ვჩურჩულებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ გაიგო, რადგან მთელი სხეულით ეძაბება.

ოდნავ უკან მწევს, რომ ჩემი სახე დაინახოს და მეკითხება.

-რა თქვი?

თვალები უკვე ცრემლებით მევსება, ამიტომაც სწრაფად ვდგები ფეხზე და სიტყვებს ერთმანეთზე ვაყრი.

-თავს ნურაფერში იდანაშაულებ, შენი ბრალი არ ყოფილა, არც ის გოგო მოძებნო, მერწმუნე ცხოვრებას აგირევს.

ვამბობ და ჩანთას ვიღებ, რომელიც როგორც ჩანს ღია დამრჩენია, რადგან რამდენიმე წიგნი ძირს ცვივა.

სწრაფად ვაგროვებ ყველაფერს და უკან ვტენი.

ისევ თვალს ვავლებ ლუის, რომელიც გაკვირვებული მიყურებს და თან რაღაცაზე ფიქრობს, ამ მომენტით ვსარგებლობ და სწრაფად ვშორდები.

-იზი! იზი მგონი ვხვდები რის თქმასაც ცდილობ. შორიდან მესმის მისი მელოდიური ხმა, მაგრამ ფეხს უფრო ვუსწრაფებ და მას სირბილით ვშორდები.

ღმერთო რა ჩავიდინე?!

_________________________________

ვიცი აქამდე ცოტა არეული სიუჟეტი იყო, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორე და ამის შემდეგ ვიმედოვნებ ბევრად უკეთესი იქნება ❤️

Vote & Comment 🥺❤️

Continue Reading

You'll Also Like

139K 4.3K 47
matilda styles, will you be my valentine? (please reject me so i can move on) ⋆ ˚。⋆୨💌୧⋆ ˚。⋆ IN WHICH christopher sturniolo falls for nepo baby or...
967K 36.6K 87
𝗟𝗼𝘃𝗶𝗻𝗴 𝗵𝗲𝗿 𝘄𝗮𝘀 𝗹𝗶𝗸𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗳𝗶𝗿𝗲, 𝗹𝘂𝗰𝗸𝗶𝗹𝘆 𝗳𝗼𝗿 𝗵𝗲𝗿, 𝗔𝗻𝘁𝗮𝗿𝗲𝘀 𝗹𝗼𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 �...
206K 13.7K 19
"you might not be my lover, but you still belong to me" "crazy, you don't even love me but you want to claim me as yours? have you lost your mind jeo...
2.3M 116K 65
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...