The Camp/ბანაკი ✅

By NaTa_Jikook19

82K 7.8K 3.6K

ძმები, ჯიმინი და თეჰიონი ოცნებობენ დაუვიწყარ თავგადასავალზე. საინტერესოა რამდენად დაუვიწყარი იქნება მათი თავგ... More

1♡'・ᴗ・'♡1
2♡'・ᴗ・'♡2
3♡'・ᴗ・'♡3
4♡'・ᴗ・'♡4
5♡'・ᴗ・'♡5
6♡'・ᴗ・'♡6
7♡'・ᴗ・'♡7
8♡'・ᴗ・'♡8
9♡'・ᴗ・'♡9
10♡'・ᴗ・'♡10
11♡'・ᴗ・'♡11
12♡'・ᴗ・'♡12
13♡'・ᴗ・'♡13
14♡'・ᴗ・'♡14
15♡'・ᴗ・'♡15
16♡'・ᴗ・'♡16
17♡'・ᴗ・'♡17
18♡'・ᴗ・'♡18
19♡'・ᴗ・'♡19
21♡'・ᴗ・'♡21
22♡'・ᴗ・'♡22
23♡'・ᴗ・'♡23
24♡'・ᴗ・'♡24
25♡'・ᴗ・'♡25
26♡'・ᴗ・'♡26
27♡'・ᴗ・'♡27
28♡'・ᴗ・'♡28
29♡'・ᴗ・'♡29
(End) 30♡'・ᴗ・'♡30 (End)
🙈 Bonus 🙈

20♡'・ᴗ・'♡20

2.7K 259 64
By NaTa_Jikook19

ომეგა ბინდ გადაკრულ ტყეში მარტო დგას და ზეცას აკვირდება, რომელზეც ვარსკვლავებს მეჯლისი გაუმართავთ. მისი თვალები ირეკლავენ სხვადასხვა ფრად მოციმციმე ვარსკვლავებს, ჯიმინი თითს იშვერს მათკენ, თითქოს მათ ეხება და ეალერსება. ბავშვობაში მას ხშირად გასჩენია სურვილი ზეცას შეხებოდა, თითებით შეეგრძნო ის პატარა მოციმციმე წერტილები, რომლების ასე ღვთაებრივს ხდიან ღამის უკუნითს, რომლებიც ასე მომაჯადოვებლად გადაჰფენია ცის თაღს.

-აქ რას აკეთებ, არ მითხრა რომ ვარსკვლავებს ითვლი

ღამეში დასადგურებულ სიჩუმეს ჯიმინისკენ მიმავალი ალფის ხმა არღვევს, რომელიც თბილი ღიმილით უყურებს მოჩახჩახე ზეცას

-არა ეს შეუძლებელია, უბრალოდ მე მათ ვეფერები

ომეგა მზერას უსწორებს მთვარის შუქზე ცისფრად მოელვარე უნაკლო სახეს, წამიერ ღიმის ჩუქნის მას და ისევ ზეცას აბყრობა თავის მზერას

-უცნაურად ჟღერს, რატომ გაგიჩნდა მათი მოფერების სურვილი

ინტერესდება ალფა. ხელებს ჯიბეებში იწყობს და კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება ცის სილამაზით მონუსხულ ომეგას

-არ ვიცი, მე ისინი ბავშვობიდან მიზიდავდნენ, მინდოდა როცა გავიზრდებოდი მათთან მივსულიყავი და სათითაოდ დამეკრიფა ისინი

ჯიმინი იცინის, იცინის რადგან ეს სულელური ბავშვური ოცნება იყო, ვის გაუგონია ვარსკვლავების ციდან მოწყვეტა, თუმცა თუ ჯიმინი მოისურვებს ჯონგუკი მისთვის როგორმე გააკეთებს ამას

-ვისთვის უნდა დაგეკრიფა ისინი?

სრული სერიოზულობით ეკითხება ჯონგუკი, ღამის გრილ ნიავს ფილტვებში ღრმად უშვებს და ომეგის პასუხის მოლოდინში ირინდება

-მინდოდა ისინი დედასთვის მეჩუქებინა, მე მისგან ვისწავლე სილამაზის აღქმა, მახსოვს როგორ უმზერდა ხოლმე ვარსკვლავებს ღამეში სიმარტოვის დასაძლევად, გვერდით ვუჯდებოდი და საათობით ვსაუბრობდით ათას რამეზე

ჯიმინის თვალწინ ძველი, გახუნებული წიგნივით გადაიშალა ტკბილი მოგონებები. მან ამ საღამოს განსაკუთრებით იგრძნო დედის მონატრება, რამდენი ხანი გავიდა უკვე რაც მის თბილ მკლავებში არ უნებივრია

-მამაზე რას მეტყვი?

ალფა ამჩნევს ცვლილებას ომეგის განწყობაში, მისი თვალებიდან მოულოდნელად ქრებიან ბრჭყვიალა ვარსკვლავები, თავს დაბლა ხრის და ცოტა ხნით დუმს

-ის აი იქ არის, იმ დიდ ვარსკვლავზე, რომელიც ყველაზე ლამაზად ჩახჩახებს

ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ თავს მაღლა წევს და პატარა თითით მიუთითებს ყველაზე დიდი ვარსკვლავისკენ, რომელიც მთვარეს მეგობარივით ამოსდგომია გვერდში

-მაპატიე ჯიმინ, მე ეს არ ვიცოდი

ჯონგუკი თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ის ყველაზე სენტიმენტალურ თემას შეეხო. ომეგა კი თვალს არ აშორებს იმ ვარსკვლავს, რომელზეც მამა ეგულება, სევდიანად უღიმის მას

-არაუშავს შენ ხომ არი იცოდი. რა მოხდება თუ ის ერთ საღამოსაც გაქრება, თუ აღარ გაანათებს ჩაბნელებულ ზეცას, თუ ის სამუდამოდ დამტოვებს?

ომეგას თვალებში იღრუბლება, ალფისკენ მთელი სხეულით ბრუნდება და სევდით აღსავსე ნუგეშს მის თვალებში დაეძებს

-ეს არასდროს მოხდება და იცი რატომ?-ომეგა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს-იმიტომ რომ ის ყოველთვის აქ იქნება, შენში

მის ხელს თავისაში ითავსებს და პატარა გულზე ადებს, რომელიც მოუსვენრად დახტის. ომეგა მაშინვე იღიმის, რადგან ხვდება რომ ჯონგუკი სიმართლეს ეუბნება, მამა ყოველთვის იარსებებს მის გულში თუნდაც ის ვარსკვლავი სამუდამოდ გაქრეს ზეციდან

-მადლობა გუკ

ჯიმინი მკლავებს წელზე ხვევს მას და მის მკერდს ეკვრის. ძლიერად ეხუტება ადამიანს, რომელმაც მისი ცხოვრება გამოჩენისთანავე შეცვალა. თავადაც გრძნობს ძლიერ მკლავებს მის ზურგზე და თავს დაცულად გრძნობს, მან იცის რომ ჯონგუკის გვერდით დაცული და ბედნიერია

-ახლა დაიძინე, ხვალ ადრიანად უნდა გავიღვიძოთ

მზრუნველად ეუბნება ალფა და შუბლზე აწებებს თბილ ტუჩებს, ღრმად ისუნთქავს ომეგისგან მომავალ სურნელს, რათა მშვიდად დაეძინოს და გზას უდგებიან თავიანთი საძინებლებისკენ

ჯიმინი ოთახში ღიმილით შედის და აიგნორებს ძმის მზერას, სწრაფად იცმევს პიჟამოს და საწოლში ძვრება, მზერას ჭერს აპყრობს და ხელებს მუცელზე იწყობს

-აღარ იტყვი?

ძმისკენ ტრიალდება თეჰიონი და მოთმინება დაკარგული სვამს კითხვას

-რა უნდა ვთქვა?

უკვირს ჯიმინს, გვერდით ბრუნდება და ხელებს თავქვეშ იდებს

-ერთად იყავით?

-ჰო

-გამოდის თქვენი ურთიერთობა დალაგდა?

-ასეა

-ანუ აღარ ჭირვეულობ ხომ?

-თეჰიონ...

-რა ტყუილს ვამბობ? ბიჭი ჭკუიდან გადაგყავდა

სიცილით ეუბნება თეჰიონი და საბანს სწრაფად იფარებს სახეზე რომ გამოქნეული ბალიში არ მოხვდეს

-დიახ აღარ ვჭირვეულობ, ის ჩემი ალფაა და მორჩა ხმა აღარ ამოიღო ვიძინებ

ომეგა შუქს აქრობს და მეორე მხარეს ტრიალდება. დროდადრო საწოლში ბორგავს და ვინ იცის ფიქრებისგან დაბინდულ გონებას ძილი როდის ეწვია

***

დილით მაღვიძარის გამაყრუებელი ხმა ედება ოთახს და ომეგებიც დაფეთებულები ხტებიან საწოლებიდან. თეჰიონი სხარტად მოძრაობს და მალე ემზადება, ჯიმინი კი ზანტად აკეთებს თავის საქმეს, დროდადრო შუბლს ძლიერად ისრეეს რომ უცნაური გრძნობა გაფანტოს

-ჯიმინ ცოტა დაუჩქარე დააგვიანებ

აფრთხილებს თეჰიონი და თავზე ბენდენას იკრავს

-შენ გადი და მეც მალე გამოვალ

თეჰიონიც თავის ქნევით ეთანხმება და ძმას მარტო ტოვებს ოთახში. ომეგა ტანსაცმელს იცმევს და სააბაზანოში გადის, სახეზე ცივ წყალს ისხამს და შვებას გრძნობს, მალევე ბრუნდება უკან და სხვებს უერთდება

-დღეს მეტად აქტიური და ასევე სახალისო დღე გვექნება

საუბარს იწყებს ჰოსოკი

-მოქმედება მდგომარეობს შემდეგში, ტყის შუაგულში არის ერთი პატარა ქოხი სადაც თქვენ დაგხვდებათ სიურპრიზი, მაგრამ მაქამდე მისვლა დაბრკოლებებით იქნება სავსე. ტყეში დაგებულია უამრავი მახე, რომელსაც თავი უნდაა აარიდოთ, რა თქმა უნდა ისინი არავითარ საფრთხეს არ შეუქმნიან თქვენ სიციცხლეს, უბრალოდ შეგაფერხებთ დანიშნულების ადგილამდე მისვლაში, ვინც პირველი მივა ქოხში და იპოვის სიურპრიზს გამარჯვებულიც ის იქნება. ასევე კისერზე ყველა თქვენგანი ჩამოიკიდებს სასტვენებს რათა თუ დაიკარგებით ადვილად გიპოვოთ. ეს თქვენთვის გამოცდა იქნება, ვნახავთ რამდენად დაკვირვებულები და სწრაფები ხართ.

საუბარს ასრულებს ჰოსოკი და მზერა ჯონგუკზე გადააქვს ნიშნად იმისა რომ შეუძლია ისაუბროს

-ჩვენ აქ ვრჩებით, თქვენი უსაფრთხოება კი თქვენსავე კისერზეა, ვნახოთ რამდენად გიყვართ საკუთარი თავი.
ტყეში ნიშნულებია რომლებსაც უნდა მიყვეთ, ისინი სწორ გზას გიჩვენებენ.
ახლა კი თუ მზად ხართ შეგიძლიათ დაიწყოთ

-დიახ

ამბობს ყველა ერთხმად და დავალების შესრულებას იწყებენ, ყველა სხვადასხვა მხარეს გარბის რადგან ტყე დიდია

ჯიმინი ყველაზე ბოლოს გარბის, რადგან ახლა ყველაზე ნაკლებად აქვს ამის თავი, ნაბიჯებს ანელებს და ნელა იწყებს სიარულს. ამჩნევს რომ ირგვლივ საგრძნობლად ჩამოცხა, ამიტომ მაისურს იხდის და ისე განაგრძობს სიარულს. ნიშნულებს მიყვება რომლებიც ფოთლებს შორის არის დამალული, ომეგა იმდენად ერთობა მაღალი ხეების ყურებით რომ ვერ ამჩნევს მის წინ არსებულ საფრთხეს, ხეებს შორის გაჭიმულ თოკს ფეხით ედება და ძირს იშხლართება. ომეგას ძლიერ ესიამოვნა ცივ ბალახთან სხეულით შეხება, რომ შეეძლოს მთელი დღე ასე იწვებოდა და ინებივრებდა მაგრამ ვალდებულია ადგეს და გზა განაგრძოს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ფეხზე დგება და წინ მიიწევს, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ საშინელ დაღლილობას გრძნობს და თავის თავს ამხნევებს რომ ცოტაც მოითმინოს, რადგან არ სურს რომელიმე მახეში კიდევ გაებას. ისიც საკმარისია რომ სიყვარულის მახეში გაება და ახლა არ შეუძლია მისი ფიქრები, რომლებიც ალფის გარშემო ტრიალებენ, გააკონტროლოს. აიგნორებს დროდადრო მუცლის ღრუში წარმოქმნილ ყრუ ტკივილს და სიარულს განაგრძნობს. როგორც იქნა ის ხედავს პატარა ქოხს, რომელსაც ფირუზისფერი დაჰკრავს. ომეგას წყურვილისგან ყელი უშრება, ერთი სული აქვს როდის მოსვამს სანატრელ ერთ ყლუპს. ჯიმინი მზეს აკვირდება, რომელიც ნელ-ნელა ცის შუაგულისკენ იწევს და აცნობიერებს რომ მალე შუადღე დადგება მან კი ჯერ კიდევ ალხა მიაგნო ქოხს, ასეთი ნელი ის არასდროს ყოფილა, რა ხდება მის თავს?

ომეგა ხვდება რომ მას ყველამ დაასწრო, მაგრამ მაინც შედის ქოხში იმ იმედით რომ იქ წყალს იპოვის, თორემ სადაცაა დაღლილობისგან გონებას დაკარგავს...

***

გამარჯვებული ბანაკში ბრუნდება და მას მალევე სხვებიც უერთდებიან, როდესაც ყველა ერთად იყრის თავს გამარჯვებული ალფა ყუთს ხსნის და შიგ მოთავსებულ ქაღალდს იღებს

-სუბინ წაგვიკითხე რა წერია მანდ

ღიმილით ამბობს ჰოსოკი და ალფას მხარზე ურტყამს ხელს

-აქ წერია რომ ყველანი ერთად მთაზე წავალთ პიკნიკზე

ბიჭმა თითი ახლოს მდებარე მაღალი მთისკენ გაიშვირა რომლის წვერს მზე ანათებდა დანარჩენი კი ჩრდილში მოქცეულიყო

-ყველანი?

მხიარულად წამოიყვირა ერთ-ერთმა ომეგამ და ბედნიერებისგან ტაში შემოსცხო

-დიახ ყველანი

დაუდასტურა ჯონგუკმა და თვალი მოავლო გარემოს, რადგან ჯიმინი ვერსად დაინახა, შეუმჩნევლად მიუახლოვდა თეჰიონს

-თეჰიონ ჯიმინი რატომ არ არის აქ

ომეგამ მაშინვე გადაავლო თვალი ახალგაზრდებს და როცა ძმა ვერ დაინახა ანერვიულდა

-ნუთუ კიდევ რამე შეემთხვა

წამოიკივლა თეჰიონმა და ჰოსოკის მკლავს მოეჭიდა, ალფა დამამშვიდებლად უთათუნებს ხელს ნაზ კანზე

-დამშვიდდი ალბათ მათ ჩამორჩა, წავალ მოვძებნი, სანერვიულო არაფერია, აქაურობას უკვე კარგად იცნობს

ომეგა ცოტათი დამშვიდდა ჯონგუკის სიტყვების გაგონებისას და უბრალოდ თავი დაუქნია ალფას.

ჯონგუკი სიტყვის უთქმელად შემობრუნდა და ტყეში შევიდა. ალფას ჩაეღიმა და გულში ჩაიბუტბუტა
"რა ფათერაკებით აღსავსე ხარ ფისო"

________________________________________
Who knows what's happened? ✌😂

კარგად კი დავაგვიანე მაგრამ არაუშავს :დ

ველოდები ემოციებს :დ

მიყვარხართ 💚💜💙🧡

Continue Reading

You'll Also Like

65.9K 5K 29
"ဘယ်က ဇယားလေးလဲ? Kim" "အကြွေးနဲ့ သိမ်းလာတာလေ မွေးစားဖို့" "ဘယ္က ဇယားေလးလဲ? Kim" "အေႂကြးနဲ႕ သိမ္းလာတာေလ ေမြးစားဖို႔"
9K 1.1K 24
Jungkook Atlas Francis - Taehyung Rowan Elliot
95.6K 12.7K 46
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
116K 10.9K 29
သူကငါ့အပိုင်ဆိုတာ မင်းတို့လက်မခံချင်လည်းလက်ခံရမှာပဲ !