20♡'・ᴗ・'♡20

2.6K 258 64
                                    

ომეგა ბინდ გადაკრულ ტყეში მარტო დგას და ზეცას აკვირდება, რომელზეც ვარსკვლავებს მეჯლისი გაუმართავთ. მისი თვალები ირეკლავენ სხვადასხვა ფრად მოციმციმე ვარსკვლავებს, ჯიმინი თითს იშვერს მათკენ, თითქოს მათ ეხება და ეალერსება. ბავშვობაში მას ხშირად გასჩენია სურვილი ზეცას შეხებოდა, თითებით შეეგრძნო ის პატარა მოციმციმე წერტილები, რომლების ასე ღვთაებრივს ხდიან ღამის უკუნითს, რომლებიც ასე მომაჯადოვებლად გადაჰფენია ცის თაღს.

-აქ რას აკეთებ, არ მითხრა რომ ვარსკვლავებს ითვლი

ღამეში დასადგურებულ სიჩუმეს ჯიმინისკენ მიმავალი ალფის ხმა არღვევს, რომელიც თბილი ღიმილით უყურებს მოჩახჩახე ზეცას

-არა ეს შეუძლებელია, უბრალოდ მე მათ ვეფერები

ომეგა მზერას უსწორებს მთვარის შუქზე ცისფრად მოელვარე უნაკლო სახეს, წამიერ ღიმის ჩუქნის მას და ისევ ზეცას აბყრობა თავის მზერას

-უცნაურად ჟღერს, რატომ გაგიჩნდა მათი მოფერების სურვილი

ინტერესდება ალფა. ხელებს ჯიბეებში იწყობს და კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება ცის სილამაზით მონუსხულ ომეგას

-არ ვიცი, მე ისინი ბავშვობიდან მიზიდავდნენ, მინდოდა როცა გავიზრდებოდი მათთან მივსულიყავი და სათითაოდ დამეკრიფა ისინი

ჯიმინი იცინის, იცინის რადგან ეს სულელური ბავშვური ოცნება იყო, ვის გაუგონია ვარსკვლავების ციდან მოწყვეტა, თუმცა თუ ჯიმინი მოისურვებს ჯონგუკი მისთვის როგორმე გააკეთებს ამას

-ვისთვის უნდა დაგეკრიფა ისინი?

სრული სერიოზულობით ეკითხება ჯონგუკი, ღამის გრილ ნიავს ფილტვებში ღრმად უშვებს და ომეგის პასუხის მოლოდინში ირინდება

-მინდოდა ისინი დედასთვის მეჩუქებინა, მე მისგან ვისწავლე სილამაზის აღქმა, მახსოვს როგორ უმზერდა ხოლმე ვარსკვლავებს ღამეში სიმარტოვის დასაძლევად, გვერდით ვუჯდებოდი და საათობით ვსაუბრობდით ათას რამეზე

The Camp/ბანაკი ✅Wo Geschichten leben. Entdecke jetzt