11♡'・ᴗ・'♡11

2.6K 256 138
                                    

ძილბურანში გახვეული თეჰიონი კისერზე თბილი ჰაერის შეხებას გრძნობს, რომელიც თვალების გახელას აიძულებს. ის ხედავს ალფას, რომელიც ცხვირით მის ყელშია ჩამძვრალი და მშვიდად სუნთქავს. ომეგას არ ახსოვს როდის ან როგორ აღმოჩნდა საწოლში, მას მხოლოდ ის ახსოვს წუხანდელიდან რომ დივანზე იჯდა და ალფა მას ამშვიდებდა.

ჰოსოკის ყოველი ამოსუნთქვისას თეჰიონი გრძნობს როგორ ეწვის კანი, ის ფრთხილად ჩოჩდება დაბლა ისე რომ ალფას არ აღვიძებს. მათი სახეები ახლა ერთმანეთის პირისპირაა და ომეგა ამჯერად ტუჩებზე გრძნობს ჰაერის თბილ ტალღებს.

თეჰიონს სიგიჟემდე უნდა ოდნავ გამობურცულ ტუჩებს შეეხოს, მაგრამ ის ზედმეტად მორცხვია, სითამამე აკლია, სწორედ ამით განსხვავდება ის ჯიმინისგან.

ომეგა საკუთარ ფიქრებში იკარგება, დიალოგს აბამს საკუთარ თავთან. ჰოსოკი მისი ალფაა და არაფერია სამარცხვინო იმაში თუ შეეხება, მოეფერება და აკოცებს. უკვე დროა მან თავის სიმორცხვეს გადააბიჯოს და იფიქროს საკუთარ ცხოვრებაზე, რომელიც ასეთ გასაგიჟებელ ალფას სთავაზობს.

ომეგა საკუთას "მე"-სთან დიალოგს წყვეტს და მზერას ისევ ალფაზე აბრუნებს. გაუბედავად წევს ხელს ჰაერში და ფრთხილად ეხება მის ტუჩებს, ცერა თითით ტუჩის კონტურს ხაზავს, ჰოსოკი ბაგეებს ხსნის და ომეგას მკლავებს შორის იქცევს.

-ნეტავ ყოველი დილა ასეთი საოცარი იყოს, ნეტავ ყოველი მზის ამოსვლისას ასე მაღვიძებდე-ნამძინარები ხმით ამბობს ალფა ისე, რომ თვალებს არც კი ახელს, თითქოს თავს სიზმარში გრძნობს და არ უნდა მისი დატოვება. თეჰიონს სახეზე ღიმილი ესახება, როცა ჰოსოკი ძილისგან გამომშრალ ტუჩებს ენით ისველებს, თვალს არ აშორებს ლამაზი ფორმის ბაგეებს, რომლებიც მაგნიტივით იზიდავს ომეგას. თეჰიონი წამწამებს წამდაუწუმ აფახულებს, ღიმილით იკვნეტს ქვედა ტუჩს და თავს ოდნავ მაღლა წევს, სახით ალფის სახეს უპირისპირდება და ძალიან ნელა უბერავს სულს მის ტუჩებს. ჰოსოკი ღიმილს ვერ იკავებს, თვალებს სწაფად ახელს და ომეგას თავის ქვეშ იქცევს

The Camp/ბანაკი ✅Where stories live. Discover now