26♡'・ᴗ・'♡26

2.1K 230 109
                                    

-თეჰიონ გეყოფა, მოშორდი მაგ სარკეს, თითქოს არ ყავდე ნანახი შენს ალფას

სიცილით ექაჩება ჯიმინი ძმას და როცა მისგან მკვლელ მზერას იღებს დანებების ნიშნად მაღლა წევს ხელებს

-ეგ რა შუაშია, უბრალოდ საკუთარ თავს ვუვლი, თითქოს პირველად ვაკეთებდე ამას, რატომ გიკვირს?

იღრინება ომეგა და სახეზე მაკიაჟს ისწორებს

-არ მითქვამს რომ თავს არ უნდა მოუარო, უბრალოდ 3 საათია სარკესთან დგახარ, ეს ზედმეტი არ არის?

ხელებს აჯვარედინებს ომეგა და წარბებს მაღლა წევს

-არა

მოკლედ პასუხობს თეჰიონი და ღიღინით აგრძელებს თავის საქმეს, ჯიმინი კი თავს აქნევს და უთქმელად ტოვებს ოთახს. გასვლისთანავე უღიტინებს ცხვირში გემრიელი სუნი, რომელიც სამზარეულოდან მოდის და მთელ სახლში ტრიალებს, ომეგა ტუჩებს ილოკავს, მხოლოდ ახლა გრძნობს რომ კუჭი ცარიელი აქვს

-დედა?

სამზარეულოში იჭყიტება ჯიმინი და როცა იქ დედა არ ხვდება შიგნით შედის, მაგიდაზე დალაგებულ ორცხობილებს მსუნაგი ფისოსავით ეპარება და მისი სურნელის შეყნოსვისას სიამოვნებისგან ხუჭავს თვალებს. ომეგა ხელს იწვდის ორცხობილასკენ და ის ისაა უნდა შეეხოს რომ დედის მკაცრი ხმა აჩერებს

-აქ რას აკეთებ?

უბრაზდება ქალი როცა ფაქტზე იჭერს ომეგას, ჯიმინი მოულოდნელობისგან ადგილზე ხტება და ხელს ისე იქნევს ჭიქას ატრიალებს

-ჯანდაბა დედაა გული გამიხეთქე

გულზე ხელს იდებს და პროტესტის ნიშნად ფეხებს აბაკუნებს

-ორცხობილებს ჩუმად იპარავ?

წყნარად მაგრამ მკაცრი ტონით ეუბნება ომეგა

-დედა ძალიან მშია, მხოლოდ ერთს ავიღებ რა

საცოდავი თვალებით უყურებს ჯიმინი და ქალიც საგრძნობლად ლბება

The Camp/ბანაკი ✅Dove le storie prendono vita. Scoprilo ora