17♡'・ᴗ・'♡17

2.8K 263 73
                                    

-არ მომწონს ის რასაც ჯიმინი აკეთებს, პრობლემებს განგებ იქმნის-უკმაყოფილოდ ბურდღუნებს თეჰიონი, თავი ალფის მხარზე აქვს ჩამოდებული და ხელში ბალახს ათამაშებს

-რატომ პატარავ განა რას აკეთებს ასეთს, მე ძალიან ვერთობი ხოლმე-ხითხითებს ჰოსოკი, ომეგას ხელს ხვევს და ცხვირით თმაში უძვრება

-გიყვარს როცა შენ ძმას სულელურ სიტუაციაში აყენებს არა?-თეჰიონი თავს მაღლა წევს და გამკიცხავი მზერით უყურებს ალფას, რომელსაც სახეზე სულელური ღიმილი დასთამაშებს

-არ დაგიმალავ და მომწონს, მხოლოდ მას შეუძლია ჯონგუკის მწყობრიდან გამოყვანა თან ამას ისე საყვარლად აკეთებს, როგორ შემიძლია არ დავუფასო-ალფას ხმაში დიდი სიამაყე იგრძნობა

-ეგ ერთია და ის მეორე რომ არ აღიარებს მათ ჯეშმარიტებას, ხომ შეუძლია უბრალოდ თქვას "კი" და ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს მასთან მაგრამ არა, ის ნამდვილი შეშლილია-თავს ხელებში რგავს ომეგა და თეატრალურად ოხრავს, ზურგზე გრძნობს ალფის ხელს, რომელიც დამამშვიდებლად ეფერება

-კარგი რა მერწმუნე არაფერი მოხდება იმით თუ ჯიმინი ჯონგუკს ცოტას წაეთამაშება, მერწმუნე ეს გრძნობას უფრო ზრდის-დაეჭვების გარეშე ეუბნება ჰოსოკი და თითებზე ეფერება ომეგას

-მგონი მეც უნდა მეთამაშა ცოტა შენთან-წარბებს ეშმაკურად ათამაშებს თეჰიონი და იკრიჭება

-არ ვიცი ჯონგუკი ამას როგორ უძლებს, მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს საკმარისი გამძლეობა რომ ეს მომეთმინა-ტუჩის კუთხეს ტეხავს ალფა და დამორცხვებულ ომეგას ტუჩებზე ეძგერება

-ჩემს მუხლებზე გადმოდი-ჩურჩულებს ჰოსოკი მის ტუჩებში და ომეგაც სწრაფად ასრულებს მის ნათქვამს, ხის მორიდან დგება და ალფის კალთაში კომფორტულად თავსდება

ალფა სულმოუთქმელად კოცნის, მარცხენა ხელს მაისურის ქვეშ უცურებს და წვრილ, გამოკვეთილ ხერხემალზე დაასრიალებს თითებს, მარჯვენა ხელით კი შორტის ქვეშ ძვრება და მის მსხვილ ბარძაყებს ეფერება. ომეგის ხელები კისერზე სამკაულივით ეხვევიან ჰოსოკს, მისი ოდნავი გატოკებაც კი სასწაულად ზემოქმედებს ალფაზე. ჰოსოკს აღარ შესწევს ძალა, რომ ომეგის მადისაღმძვრელ ფეხებს და უკანალს არ შეეხოს, ჭკუას კარგავს მისი ხმის გაგონებისას, როცა მას ეხება

The Camp/ბანაკი ✅Where stories live. Discover now