3♡'・ᴗ・'♡3

2.9K 281 145
                                    

ალფა ნერვიულობისგან ოთახში წინ და უკან დადის, ხელები თავს უკან აქვს შემოწყობილი, ტუჩებს ნერვიულად, სისხლდენამდე იკვნეტს და დროდადრო მისი ბაგეებიდან ოხვრა ისმის. ყურადღებას არ აქცევს მის წინ მჯდომ ალფას, რომელიც უკვე ძმის გაუჩერებელი მოძრაობისგან თავბრუსხვევას გრძნობს.

-როდემდე ივლი ასე?-უეცრად ჟღერდება ალფის ყინულივით ცივი ხმა, ჰოსოკი კი სწრაფად რეაგირებს მის კითხვაზე, დივანზე ჯდება და ფეხებს ნერვიულად ათამაშებს

-კარგი წყნარად ვარ-ამბობს ალფა, მაგრამ ვის ატყუებს, ფაქტია რომ მისი სიტყვები უფრო თავისი მისამართით იყო გაჟღერებული ვიდრე ჯონგუკის

-დამცინი? შენი აზრით ვერ ვხედავ როგორ ხარ?-დამცინავად იღიმის ალფა და ძმას გვერდით უჯდება, ხელს მხარზე ადებს დამშვიდების მიზნით-დარწმუნებული ხარ რომ ის შენი ომეგაა?-თვალებს აწვრილებს ჯონგუკი და მოთმინებით ელოდება ძმის პასუხს, რომელიც წამიერად დუმს

-შენი აზრით არ მეტყობა? ნუთუ ვიღაც უბრალო ომეგის გამო ჩავვარდი ასეთ დღეში?-ბრაზდება ჰოსოკი, გაცეცხლებულ მზერას აპყრობს ძმას და მის მხარზე მოთავსებულ ჯონგუკის ხელს უხეშად იშორებს

-მაგრამ მას დენა ჰქონდა და შესაძლოა ამას შეეცდინე-თვალებს ატრიალებს ჯონგუკი

-ასე არაა!-ყვირის ჰოსოკი და ჯონგუკი მოულოდნელობისგან ადგილზე ხტება

-კარგი დამშვიდდი უბრალოდ დავაზუსტე-უკმაყოფილოდ ფრუტუნებს ალფა და ძმას შორდება

-მარტივი სათქმელია, სადაცაა გული საგულედან ამომივარდება-სახეს მანჭავს ჰოსოკი და ხელს გულზე იდებს

-როგორი გრძნობაა ეს?-გულწრფელად ინტერესდება ჯონგუკი, რაზეც ძმის გაკვირვებულ მზერას აწყდება

-შენ ამას ახლა სერიოზულად მეკითხები?-ეჭვის თვალით უყურებს ძმას ალფა

-სრულიად-მოკლედ პასუხობს ჯონგუკი და მის წინ ჯდება, ნიშნად იმისა რომ მზადაა მოუსმინოს

The Camp/ბანაკი ✅Where stories live. Discover now