6♡'・ᴗ・'♡6

2.6K 270 138
                                    

-თეჰიონ აქ მარტო რას აკეთებ?-ჯიმინი შენობიდან გამოდის და ძმას უახლოვდება, რომელიც ცივ ქვაზე ზის, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცერის და ღრმად სუნთქავს

ჩემი შეშლილი გძნობების დამშვიდებას ვცდილობ-ომეგა ძმას მზერას უსწორებს და ჩურჩულებს

-რას აკეთებ?-უკვირს ჯიმინს

-მე მას ვაკოცე-ხმადაბლა ამბობს თეჰიონი და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება

-რა ქენი?-თვალები უფართოვდება ჯიმინს, ძმას მხრებზე ეჭიდება და თავისკენ აბრუნებს

-ხო მე ეს გავაკეთე და ის არც კი შემწინააღმდეგებია-ხითხითებს ომეგა და ძმას მხარზე შუბლით ეყრდნობა

-ვაუ შოკში ვარ, მე მგონია რომ ჩემი ძმა მორცხვია, შენ კი რა ამბებს ატრიალებ აქ. ჰმმ თურმე არც ისე მორცხვი ყოფილხარ-წარბებს ათამაშებს ჯიმინი და ძმას ტაქსისკენ მიათრევს

-ეს იმის ბრალია რომ მთვრალი ვარ. ხვალ ალბათ საკუთარ თავს დავწყევლი, მაგრამ ვის ანაღვლებს რა იქნება ხვალ, მთავარია ახლა ვარ ბედნიერი-ჯიმინი უიმედოდ აქნევს თავს და ომეგას ტაქსიში ტენის, კარს ძლიერად აჯახუნებს და მანქანა მაშინვე წყდება ადგილიდან

***

-თეჰ ადექი რა ავტობუსი მალე გამოგვივლის შენ კიდევ გძინავს-წუწუნებს ჯიმინი და ძმას ბალიშს ურტყამს გამოსაფხიზებლად


-სულ ცოტაც გთხოვ-ნახევრად მძინარე ხმით ემუდარება ომეგა და ბალიშს თავზე იფარებს

-არანაირი ცოტა ხანი ახლავე თუ არ ადგები დედას დავუძახებ და ის მოგხედავს-ემუქრება ჯიმინი და კარისკენ მიდის

-არა გთხოვ! გეფიცები ხუთ წუთში მზად ვიქნები ოღონდ ეგ არ გააკეთო-ემუდარება ძმას თეჰიონი, საწოლიდან ხტება და სააბაზანოში გარბის, ჯიმინი კი კმაყოფილი ღიმილით ტოვებს ოთახს.

The Camp/ბანაკი ✅Where stories live. Discover now