13♡'・ᴗ・'♡13

2.4K 269 94
                                    

-ჰობი...ჰობი!-ხმადაბლა ყვირის ერთ-ერთი ხის უკან დამალული ომეგა და ალფას ღიმილით უქნევს ხელს

-რა დამიძახე?-სიცილით უახლოვდება ალფა და თეჰიონს მკლავებში იქცევს

-ჰობი...რა არ მოგწონს?-იკრიჭება ომეგა და ალფას კისერზე ხვევს მკლავებს

-ძალიან მომწონს, შენი პირიდან ეს ისე საოცრად ჟღერს-ცხვირით ცხვირზე ეთამაშება ალფა

-შენთვის კარგი ამბავი მაქვს-ჩურჩულებს ომეგა და ოთხკუთხედი ღიმილი სახიდან უქრება

-რატომ მოიწყინე ლამაზო, შენ სახეს არ უხდება სევდა, შენ მუდამ უნდა იღიმოდე-სახეს უკოცნის ჰოსოკი და ომეგაც ვერ იკავებს ღიმილს

-წამლები შევცვალე, ჯიმინს არაფერი გაუგია, მკვდარივით სძინავს

-შესანიშნავია-ტაში შემოსცხო ჰოსოკმა-შენ სამყარო ჯონგუკის რისხვისგან იხსენი-ხითხითებს ალფა და თეჰიონს მკლავებში ჭყლეტს

-გავიგუდე ჰობიი-წუწუნებს ომეგა და ალფას მკლავებიდან უსხლტება

-წავალ ამ მშვენიერ ამბავს ჯონგუკს ვახარებ შენ კი დაიძინე პატარავ უკვე გვიანია თორემ თუ წესს დაარღვევ დაისჯები-წარბებს ათამაშებს ალფა, თეჰიონი ცოტა ხნით დუმს შემდეგ ალფას ენას უყოფს და თავისი კოტეჯისკენ გარბის

-ჩემი შეშლილი-თბილად იღიმის ალფა, ომეგას მზერით აცილებს და ჯონგუკთან ბრუნდება

-ჯონგუკ გძინავს?

-არა-სიბნელიდან მოისმის ალფის ხმა, ჰოსოკი შუქს რთავს და ძმას უახლოვდება

-თეჰიონს ვესაუბრე-საწოლზე ჯდება ალფა

-მერე?-მოთმინებით აკვირდება ძმას ჯონგუკი, თუმცა ეტყობა რომ თუ ალფა დროულად არ იტყვის სათქმელს ჭკუიდან გადავა

-ჩვენ მოვილაპარაკეთ და მან ყველაფერი წარმატებით გააკეთა, მალე გაიგებ სიმართლეს-მხარზე უტყაპუნებს ხელს ალფა, ჯონგუკი აქამდე შეკავებულ ჰაერს შვებისგან გარეთ უშვებს, მოქუფრული სახე მთლიანად უნათდება, თითქოს ღრუბლიან ცაზე უეცრად ამოვიდა მზე. ალფა ძმას გულში იკრავს და ფართოდ იღიმის. ჰოსოკი შოკირებულია, ის ხედავს ჯონგუკში რაღაც ცვლილებებს და ამას სწორეს იმ ომეგას უკავშირებს. ჰოსოკს ძალიან გაუხარდება თუ ჯიმინი აღმოჩნდება თავისი ძმის მეწყვილე.

The Camp/ბანაკი ✅Onde histórias criam vida. Descubra agora