18♡'・ᴗ・'♡18

2.6K 276 102
                                    

-ვინ მოგცა ჩემი კოცნის უფლება!-ყვირის ომეგა და ალფას ხელის კვრით იშორებს

-ნებართვა არც არავისგან ამიღია, არც მჭირდება-ქედმაღლურად უმზერს ჯონგუკი ომეგას, რომელიც ცოფებს ყრის

-რა თქმა უნდა გჭირდება, როცა მოგინდება მაშინ ვერ მოხვალ და ვერ შემეხები-ხელებს აჯვარედინებს ჯიმინი

-არ მითხრა რომ ეს არ გინდოდა-ნაბიჯს წინ დგამს და სწრაფად უახლოვდება-რატომღაც უარი ვერ დავინახე როცა გკოცნიდი-ხელებს მკლავებზე ძლიერად უჭერს

-ეს...ეს იმიტომ რომ საშუალება არ მომეცი, ყველანაირად ცდილობ შემავიწროვო იდიოტო-ომეგა მისი ხელებიდან გათავისუფლებას ცდილობს მაგრამ უშედეგოდ, ის დარწმუნებულია რომ მისი მკლავები ხვალ მთლიანად დალურჯებული იქნება გადამეტებული ძალისგან

-არ ფიქრობ რომ გრძელი ენა გაქვს ფისო? კნუტები მხოლოდ მაშინ კნავიან როცა შიათ, შენ კი გაუჩერებლად-ტუჩის კუტხეს ტეხავს ჯონგუკი, ომეგას ბრაზისგან ჩაშავებულ თვალებში უმზერს და ვინ იცის იქ რას კითხულობს

-შემეშვი რა-დაღლილი ტონით ამბობს ჯიმინი, მისი ხმა არც უხეშია და არც გამაფრთხილებელი. რას ფიქრობდა როცა აქ მოდიოდა, ეგონა რომ ალფასთან თამაში ასე მარტივი იქნებოდა?

-მხოლოდ ერთი პირობით შეგეშვები-სერიოზულდება ალფა

-რა პირობა-თვალებს ატრიალებს ომეგა და კიდევ ერთხელ ცდილობს მისი ხელებისგან დასხლტომას, მაგრამ ხელები უფრო ძლიერად უჭერენ

-უნდა აღიარო რომ ჩემი ომეგა ხარ--წარბებს მაღლა წევს ალფა და ორაზროვნად იღიმის

-არასოდეს!-ისევ ფეთქდება ომეგა და ჯონგუკს თავის დასაღწევად ფეხებს შორის ურტყამს, ალფა ტკივილისგან კბილებს ერთმანეთს აჭერს და ძირს იკეცება, ჯიმინი კი თავისი საქციელით გაოცებული ერთ ადგილზე გაშეშებული უმზერს გასაცოდავებულ ალფას

The Camp/ბანაკი ✅Where stories live. Discover now