(End) 30♡'・ᴗ・'♡30 (End)

2.5K 226 196
                                    

ერთი თვის შემდეგ

-ეს ერთი თვე ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ კუნძულზე, თაფლობისთვე არაჩვეულებრივი იყო, გულიც კი მწყდება რომ ეს დასვენება დასრულდა, დრო თვალის დახამხამებაში გავიდა

-მართალია აქ საუკეთესო დღეები გავატარეთ-წარბს მაღლა წევს ჯიმინი და თეჰიონს უყურებს-მაგრამ კორეა მომენატრა და მიხარია რომ ვბრუნდებით

-შეგვიძლია აქ ისევ დავბრუნდეთ, ან სულ სხვა ადგილი ავირჩიოთ, რომელიც ისეთივე კარგ მოგონებებს დაგვიტოვებს, როგორც ეს ამ კუნძულმა შეძლო

ამბობს ჰოსოკი და გარემოს, რომელიც შესანიშნავი ხედებით გამოირჩევა, თვალს ავლებს

-ესპანეთში მინდა წასვლა, კიდევ ბრაზილიაში, შვეიცარიაში, დუბაიში, ახალ ზელანდიაში

ჯიმინმა თითების დახმარებით დაიწყო მისი საოცნებო ქვეყნების ჩამოთვლა

-წავალთ ფისო, ყველგან წავალთ ოღონდ შენ ისურვე

შუბლზე აკოცა ალფამ და სიცილით გაეშურნენ თვითმფრინავისაკენ, რომელიც კორეაში დააბრუნებს მათ

თვითმფრინავის აფრენისთანავე ჩაეძინათ, კორეაში კი დილით კარგად გამოძინებულები მაგრამ საშინლად მშივრები ჩაფრინდნენ. გადაწყვიტეს ჯინასთვის სიურპრიზი მოეწყოთ და დილაადრიან მოულოდნელად დაადგნენ თავზე

ახალ გაღვიძებული ომეგა ხალათით გამოვარდა საძინებლიდან, როცა სახლში შვილების შეძახილები მოესმა, თავიდან იფიქრა რომ მათი მონატრებისგან გაგიჟდა და ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ ნელ-ნელა მათ რეალობაში დარწმუნდა, ხელებგაშლილი შეეგება მონატრებულ შვილებს და გულში ჩაიკრა ისინი

-ჩემო საყვარლებო, ტკბილებო, როგორ მოენატრეთ დედას

The Camp/ბანაკი ✅Where stories live. Discover now