Sunset N.H

By Nialler1DGirll

2.1K 212 260

როდესაც ტრაგედიები ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილი ხდება, გაკვეთილს კი ყველა სხვადასხვაგ... More

Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14

Chapter 7

132 16 8
By Nialler1DGirll

დედა მემშვიდობება და წარმატებულ დღეს მისურვებს. მისი შეჩერება მინდა, მაგრამ ყველაფრის უნარი წართმეული მაქვს, უეცრად ალეკი ჩნდება და ისმის მანქანის აფეთქების გამაყრუებელი ხმა.

მეღვიძება.

კოშმარები ყოველ ღამით მესიზმრება. ყოველთვის ვცდილობ გავაფრთხილო დედა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა ეს არასდროს არ გამომდის.

საბედნიეროდ ამჯერად მაინც არ გამიღვიძებია ლიამი.

საწოლის გვერდით ტუმბოზე მდგარ საათს ვაკვირდები და ვაცნობიერებ, რომ ჯერ მხოლოდ პირვლის ნახევარია.

ძილი აღარ მეკარება.

ფურცელსა და ფანქარს ვიღებ და ხატვას ვიწყებ.

ეს ყოველთვის მეხმარება. თითქოს ჩემგან უარყოფით ენერგიას დევნის.

ვფიქრობ ჩემი ხასიათის ცვლილებაზე.

ამ ბოლო დროს ისეთი ჩაკეტილი და უხასიათო გავხდი, რომ ჩემი თავის ატანა თავადვე მიჭირს. ჩემი ბავშვურობა და მხიარულება მხოლოდ ჯემასთან და ბიჭებთან იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ვფიქრობ ასე უკეთესიცაა, ასე ბევრად მარტივია.

მართალია სულ რამდენიმე კვირაა, რაც სწავლა დაიწყო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სკოლა არც ისეთი კოშმარი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი, თუმცა მაინც საშინელებაა.

არვიცი რა გავაკეთო ლუისთან მიმართებით. მისგან თავი შორს დავიჭირო, ახლიდან დავუახლოვდე მას როგორც იზაბელა პეინი თუ სიმართლე ვუთხრა?

ოჰ ეს ყველაფერი ისეთი ძნელია.

რატომ უნდა მიწევდეს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ამ ასაკში, ნაცვლად იმისა, რომ დედასთან ვკამათობდე საკმარისად დიდი ვარ თუ არა მაკიაჟის სატარებლად?

ამ ფიქრებში გართულმა ვერცკი გავიაზრე ისე გადმოვიტანე გონებაში აღბეჭდილი დედის მომღიმარი სახე ფურცელზე. სიყვარულთ დავხედე მის უნაკლო ნაკვთებს და სევდიანად გავიღიმე.

რვეული ჩანთაში დავაბრუნე და დამშვიდებულმა დავხუჭე თვალები.

***

დილით როდესაც მომზადებას ვასრულებ და პირველ სართულზე ჩამოვდივარ ვხვდები, რომ სახლში მარტო ვარ.

სამზარეულოში შევდივარ, სადაც მაცივარზე მიკრული წერილი მხვდება.

ბელსს ადრე მომიწია გასვლა, ამიტომ დღეს სკოლაში მარტოს მოგიწევს წამოსვლა.
დანაშაულის გამოსასყიდად მაცივარში ისეთი რამე დაგხვდება, რაც ძალიან მოგეწონება.
                         სიყვარულით ლიამი.

მის მზრუნველობაზე მეღიმება და მაცივრის კარს ფართოდ ვაღებ.
ღიმილი კიდევ უფრო მიფართოვდება, როდესაც რამდენიმე ნაჭერ, ჩემს საყვარელ  შოკოლადის ნამცხვარს ვხედავ.

სასწრაფოდ ვიდუღებ ყავას და მასთან ერთად შევექცევი ამ ღმერთების საჩუქარს.

დღე საკმაოდ კარგად დაიწყო. იმედი მაქვს ბოლომდე ასევე გაგრძელდება.

სახლის კარს ჩემი გასაღებით ვკეტავ და ქუჩას მივუყვები სკოლისაკენ.

რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ თუ არა, მეზობელი სახლის ეზოდან ორი ბიჭი გამოდის.
ერთ-ერთს მოულოდნელობისაგან ვეჯახები და თავს ვეღარ ვიმაგრებ.

დაცემისაგან მისი ნაზი და ამავდროულად ძლიერი მკლავები მაკავებენ.

ზემოთ ვიხედები თუ არა, მის ცასავით უძირო და ოკეანესავით მღელვარე თვალებში ვიძირები.

უნებურად ხელებს ისე მჭიდროდ ვხვევ, თითქოს მეშინია მართლაც არ ჩავიძირო მის თვალებში.

ფეხზე დადგომაში მეხმარება და შეწუხებული გამომეტყველებით მიმზერს.

-ოჰ, იზი მაპატიე, კინაღამ წაგაქციე.  მის მიერ წარმოთქმული ეს სახელი სხვაგვარად ჟღერს და ძალიან მომწონს.

-არაუშავს, თან ჩემი ბრალია. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი.  დაბნეული ვიწყებ ბურტყუნს, თან ტანსაცმელს ვისწორებ.

ლუი ხმამაღლა იცინის და ახლაღა მახსენდება მისი აქ ყოფნა.

-იცი, სანამ აქ გადმოვიდოდი ერთი მეგობარი მყავდა. სხვათაშორის მასაც იზაბელა ჰქვია და როდესაც იბნევა სწორედ შენსავით იწყებს ხოლმე ბურტყუნს.

ამ სიტყვებზე ლოყები მიწითლდება და სწრაფად ვბრუნდები და გზას ვაგრძელებ.

ბიჭები გვერდით მომყვებიან.

ლუი აღარ იცინის, პირიქით წარბები შეუჭმუხნავს და ინტერესით მაკვირდება.

ნაილს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ თითქოს ვერ ბედავს.
ბოლოს როგორც იქნა ძალას იკრებს და მეუბნევა.

-იზი, სკოლამდე დრო კიდევაა, იქნებ მანამდე ყავა დაგველია?

ოდნავ ვუღიმი და ვპასუხობ.

-იცი, სახლში უკვე დავლიე, თან ჯემა მელოდება.

ვხედავ როგორ უქრება უნაკლო სახიდან ღიმილი და მოწყენილი თავს მიქნევს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი ეს მდგომარეობა ჩემზე ძალიან მოქმედებს.

არ მინდა მისი მოწყენილობის მიზეზი ვიყო, ისედაც ბევრი რამ მაქვს ჩადენილინ ამ ცხოვრებაში.

-სკოლის შემდეგ მცალია.  ვეუბნევი ისე, რომ მისთვის არც კი შემიხედავს.

-რა?  ჩემი სიტყვები აბნევენ.

-რა და სკოლის შემდეგ შეგიძლია დამპატიჟო ყავაზეო, დებილო!  ხმამაღლა უმარცვლავს ლუი, რაზეც გულწრფელად მეცინება.
ტიპური ლუი.

ნაილი აღტაცებული მიქნევს თავს, მე კი მის ამ ბავშვურობაზე გულწრფელად მეღიმება.

გზაში კარგად მართობენ, განსაკუთრებით ლუი.

ხანდახან კი უცნაურად გადმომხედავს, თითწოს გამოკვლევებს ატარებს, მაგრამ შემდეგ ისევ ღიმილი უბრუნდება და მორიგ ხუმრობას გვეუბნევა.

ამ ბიჭებმა ცოტა ხნით დამავიწყეს ის პირობა, რომ არავისთვის მიმეცა ზედმეტად დაახლოების უფლება, თუმცა როგორც კი სკოლის შენობას ვუახლოვდები, მაშინვე მახსენდება ყველაფერი.

ბიჭებს სწრაფად ვემშვიდობები და სწრაფი ნაბიჯებით ვშორდები მათ.

შორიდან ვამჩნევ მათ დაბნეულ სახეებს და ჩემი ამ იდიოტური საქციელის გამო მინდა თავი მაგრად ვიცემო.

ძნელია გქონდეს ამდენი საიდუმლო ერთად და თან ბედნიერი იყო.

ჯერ ზარის დარეკვამდე ადრეა, ამიტომ ჯემას ვუწყებ ძებნას და მალევე ვპოულობ.

ჯემა და ლიამი ერთად სხედან და რაღაცაზე გულიანად იცინიან.
ამის შემხედვარეს მინდა ეს ორი როგორმე მართლა დავაახლოვო.

მალე მაფიქრდება იდიოტური გეგმა, რომელმაც წესით უნდა გაამართლოს.

სწრაფად ვუახლოვდები ამ ორ ჩიტუნას და ხმამაღლა მომთხოვნი ტონით ვეუბნევი.

-თქვენ ორთან სალაპარაკო მაქვს, სკოლის შემდეგ სანსეთში შევხვდეთ.

როგორც მოვედი, ისევე სწრაფადვე ვშორდები მათ, რათა უარი არ მითხრან.
ზურგს უკან მათი დიალოგის მხოლოდ პატარა ნაწილი მესმის.

-სანსეთი რა არის?  კითხულობს ლიამი.

-იმ კაფეს სახელია, რომელიც ბელას ძალიან უყვარს.  სწრაფადვე პასუხობს ჯემა.

***

სკოლის ეზოში ბალახზე მარტო ვზივარ და წიგნს ვკითხულობ.

ჯემას სანამ ლიამთან ერთად მარტო ყოფნის შანსი აქვს, მანამ არ მოვა ჩემთან.
მისი მესმის და არ ვბრაზდები.

მალე ჩემს გვერდით ადგილს ზეინი იკავებს და ინტერესით იჭყიტება წიგნში.

როცა ეს მდგომარეობა ბეზრდება წიგნს მართმევს მე კი მის დაბრუნებას ვცდილობ.

-ზეინნ!

-კარგი, რაა. ამდენი კითხვა ვის გაუგია, ფეხზე დგება და ჩემი წიგნიც მას მიაქვს.

მეც მას ვბაძავ და უკან მივდევ, რა დროსაც მე ლიზას, ზეინი კი სქაის ეჯახება.

სქაი რომ არ წაიქცეს ზეინი ხელებს აშველებს და წამოდგომაში ეხმარება.

ვხედავ როგორ უწითლდება ამ გოგონას ლოყები და თმას უხერხულად იწევს ყურს უკან.

-ბოდიში, რამე ხომ არ იტკინე?   ეკითხება ზეინი და უხერხულად იღიმის.

-კარგად ვარ.  კვლავ მორცხვად პასუხობს სქაი.  არვიცი რატომ, მაგრამ ეს გოგო მომწონს.

როგორც კი ეს ორი ერთმანეთში გვარდებიან, მაშინვე მყუდროებას ლიზას არაამქვეყნიური კივილი აყრუებს.

-ჩემს საყვარელ ფეხსაცმელს ქუსლი მოსტყდა! შენ რა თვალებში მართლა ვერ იხედები?!

-ვერა! მისი ხმის მიბაძვითა და კივილით ვპასუხობ.   -ან შენმა წედმაღლობამ ისე დაგჩრდილა, რომ თავად აღარ ჩანხარ.  ამ ნაწილს მშვიდად ვეუბნევი, ზეინს ხელს ვავლებ და შესასვლელისაკენ მივათრევ.

თვალს უკან ვაპარებ და ვხედავ როგორ ელოლიავება სიარა ლიზას, სქაი კი ჩემს მზერას იჭერს და ღიმილით თვალს მიკრავს, მეც იგივეს ვიმეორებ.

მალე ზარი ირეკება და ყველანი უაზრო, სასკოლო ცხოვრებას ვუბრუნდებით.

___________________________________________

Vote & Comment

Continue Reading

You'll Also Like

149K 4.5K 48
matilda styles, will you be my valentine? (please reject me so i can move on) ⋆ ˚。⋆୨💌୧⋆ ˚。⋆ IN WHICH christopher sturniolo falls for nepo baby or...
356K 17.3K 78
Kang y/n was always been the black sheep of the family. Overshadow by her extremely talented, gorgeous sister Roseanne . Who has the world revolve a...
663K 14.8K 42
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
919K 42.2K 62
Taehyung is appointed as a personal slave of Jungkook the true blood alpha prince of blue moon kingdom. Taehyung is an omega and the former prince...