-მეფე შენი ძმა არის? - აღმომხდა გაკვირვებულს. ვიცოდი ,რომ ჯინი არ იყო უბრალო კანცლერი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის პრინცი იყო.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეა-ამოიხვნეშა ჯიმა და ჩვენს წინ მყოფი კარი შეხსნა.
უეცრად უზარმაზარ ბიბლიოთეკაში მოვხვდით,უამრავი წიგნით. ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფოდა მათ წასაკითხად, თუნდაც ყოველი მათგანი ერთ დღეში წამეკითხა.
-ღმერთო, ეს... დიდებულია- გაოცებულმა წავიჩურჩულე.
-გიყვარს კითხვა?-მხიარულად გამომხედა ჯინმა და ბიბლიოთეკაში შემიძღვა.
-ყველაფერზე მეტად...
-მაშინ ამიერიდან შეგიძლია აქ ყოველდღე მოხვიდე, სანამ ჩვენთან დარჩები- მხარზე ხელი დამადო და ამ ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, თუ როგორ მაკლდა ადამიანებისგან სითბო.
ჯინმა რამდენიმე წამიანი თვალების კონტაკტი შეწყვიტა. ვნატრობდი,რომ ასე მალე არ გაეწყვიტა.რადგან მას ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა...
-კარგი ,ჯობს დრო ტყუილად არ გავფლანგოთ და შესწავლას შევუდგეთ- მითხრა ჯინმა და წიგნების თაროებისკენ დაიძრა.
მეგონა წიგნებიდან უნდა ამოგვეკითხა ისტორია, თუმცა შევცდი. მან უზარმაზარ კედელთან მიმიყვანა, სადაც უამრავი რუქა და უცნობი ადამიანების პორტრეტები ეკიდა.
-ვიფიქრე ასე უფრო გაგიადვილდებოდა სწავლა, ამბობენ თვალის მეხსიერება უფრო ამართლებსო. თან ვფიქრობ ასე მეტად საინტერესოც უნდა იყოს, ვიდრე 100 წიგნიდან ამოკითხვა.. აჰ ,თუმცა ხო, შენ ხომ კითხვა გიყვარს. გინდა წავიკითხოთ?- გაფართოებული თვალებით შემომხედა.
-არა იყოს, ასე სჯობს- მივხვდი,რომ კითხვა ეზარებოდა, თან არც მე ვიყავი ხასიათზე კითხვის , მითუმეტეს ვიღაც უაზრო მეფეების ისტორიების.
-კარგი, ვიწყებ-თქვა ჯინმა და თავისი გრძელი თითები ყველაზე დიდ რუქისკენ გაიშვირა. ლამაზი თითები და განიერი მხრები ჰქონდა. ეს ახლა რატომ შევამჩნიე...
-ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი რუქაა, რომელიც მამაჩემმა შექმნა. აქ ახლანდელი ქვეყნებია გამოსახული. საუკუნეების წინ , თოვლის სამეფო ცეცხლის სამეფოს ეკუთვნოდა.
რადგან ელვა და ცეცლი მიიჩნეოდა როგორც ერთ მთლიანობად. თუმცა ელვის ხალხის რაღაც ნაწილს ეს ასე არ სწამდა. ათწლეულები დასჭირდა იმას ,რომ ელვის ხალხი გაერთიანებულიყო ცეცხლის ხალხის წინააღმდეგ. მაშინ აჯანყებას ჩემი დიდი ბაბუა მთავარსარდლობდა. საბოლოოდ ომი ელვის ხალხმა მოიგო, თუმცა ცეცხლის ხალმა ჩვენ ყველაზე ცივი ადგილები გადმოგვცა. ამიტომ ეწოდა მას თოვლის სამეფო. თუმცა ბაბუაჩემის მეფობის დროს, თოვლის სამეფო საკმაოდ გაძლიერდა იმისთვის, რომ მეტი მიწები მიეთვისებინა, რადგან უკვე ასეთ პირობებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. მან ცეცხლის სამეფოს 7 ქალაქი დალაშქრა და ტახტები თავის ძმებს გადაუნაწილა. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი კი ზუსტად სტამინაა, ანუ ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით. არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ოლქები. მხოლოდ ჩვენთან მართავს რამდენიმე ლორდი და მეფე ქვეყანას. როგორც გაიგე და შენს თავზეც გამოსცადე, თოვლის სამეფოს ხალხს ელვის მართვა შეუძლიათ, ცეცხლის სამეფოს ხალხს კი- ცეცხლის.
თუმცა ჩვენს გარდა კიდევ ორი სამეფო არსებობს.
წყლის სამეფო- რომელიც ოკეანის შუაგულში მდებარეობს.
თითქმის იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან. მათ არასდროს ჰქონიათ კონფლიქტები სხვა ქვეყნებთან, რადგან ნაკლებად ურთიერთობენ ჩვენთან. ასევე წყლის მართვა შეუძლიათ და ზოგადად ყველაფრის, რაც წყალს შეიცავს.
და ბოლო სამეფო, ის ყველაზე დიდი სამეფოა, ხალხი მას სამეფოთა სამეფოსაც კი უწოდებს- ბუნების სამეფო.
ლეგენდის თანახმად, ყველა ქვეყნის ხალხი ზუსტად აქედან წარმოიშვა.თავიდან ყველანი ერთად ცხოვროვდნენ დედაბუნებაში, თუმცა ცეცხლისა და წყლის ხალხმა , ახალი მიწების აღმოჩენის შემდეგ, გადაწყვიტა ცალკე განდგომა. თითქოსდა ამ ლეგენდამ ბუნების ხალხზე იმოქმედა. საუკუნეები გადის, თუმცა მათზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით ცეცხლის ხალხი ეზიზღებათ, ამიტომ ცეცხლისა და ელვის ხალხის განხეთქილებაში ისინი საერთოდ არ ჩარეულან, როცა შეეძლოთ ერთ წამში მოეგვარებინათ პრობლემა.
-და რა ძალა აქვთ მათ, ვინც იქ დარჩნენ? რატომ გამოირჩევიან ასე ძალიან თქვენგან?- შევეკითხე უკვე მართლა დაინტერესებულმა.
-ისინი ყველა ელემენტს მართავენ. ბუნებასაც კი.
გაოცებულმა თვალები ბოლომდე გავახილე. ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში თუ გამეგო, ან ფენტეზის ჟანრის კინოებში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისთვის არარეალურ სამყაროში მოვხვდებოდი.
-ახლა კი დროა მმართველები გაგაცნო- მითხრა ჯინმა კმაყოფილად. როგორც ჩანს, ამ ნაწილს ყველაზე მეტად ელოდებოდა, ოღონდ ვერ გეტყვით ,რატომ.
-დავიწყებ სხვა სამეფოებიდან, რადგან მათ კიდევ 7 მმართველი არ ჰყავთ.
ბუნების სამეფოს ისტორიაში ყველაზე ყველაზე მაცდური და ეშმაკი მეფე ახლა ჰყავს. დანიელი(ბექჰიონი)თავიანთი მოყავისფრო-მოოქროისფერი,ღმერთისფერი თმებით.
მას კიდევ ორი ძმა ჰყავს, რომლებიც ტახტის მემკვიდრეობაში ეცილებოდნენ. არავინ იცის დანიელმა ძმები როგორ დააშოშმინა, თუმცა ფაქტია, რომ ახლა მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
კალენი(ჩენი) და დეივიდი(დიო), რომელიც ტრადიციების მოყვარულია და მუდამ ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებს. ის მთავარსარდალია ბუნების ჯარის. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი ზუსტად მათ ჰყავთ, და ეს დეივიდის დამსახურებაა.
-კარგი, ბევრს არ ვილაპარაკებ ყველა მმართველზე, თორემ ძალიან გაგვიგრძელდება- ამოისუნთქა ჯინმა და კედლის მეორე მხარეს გადაინაცვლა:
-წყლის მეფე- დილანი(სეჰუნი)რომელიც ზღვის ღმერთს უწოდებს თავს, თავისი სატახტო სახელიც ზუსტად ამას ნიშნავს. ცოტა ამპარტავნულია, მაგრამ თუ ოდესმე გაიცნობ, მიხვდები რატომაც ეძახის თავის თავს ასე.
-და შენ იცი მათი ნამდვილი სახელები?- შევეკითხე ისე, რომ ნახატებისთვის თვალი არ მომიცილებია. ისინი... ყველანი ისეთი ლამაზები იყვნენ...
-ზოგი მათგანის კი. უფრო ჩემი ძმების და ბიძაშვილების.
-ანუ მეფის გარდა კიდევ გყავს ძმები...
-კი, ორი- მოჭრით მომიგდო პასუხი. როგორც ჩანს, თავის ძმებზე ლაპარაკი არ სურდა.შემდეგ კი მოყოლა გააგრძელა:
-ჩვენთვის წლის სამეფოზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მეფეს კიდევ ერთი ძმა ჰყავს.
დერონი(ლეი)რომელიც წყალს ნიშნავს.მასზე ბევრი არაფერი მსმენია.
- და ახლა დროა შენი დავიწყებული სამშობლო გაგახსენო ცეცხლის გოგონავ-ორი თითი შუბლზე მომიკაკუნა და მომხიბვლელად გამიღიმა.
ჩემს წინ სამი წითელ თმიანი ბიჭის პორტრეტი გამოჩნდა. თვალებიდან კი თითქოს ცეცხლის ალებს ისვროდნენ.
-ცეცხლის სამეფოს ჯერ-ჯერობით მეფე "ვერ" ჰყავს. ტახტი ცარიელია. რადგან მემკვირდე ალექსადერს(თეიონგი) თავისი ძმა, ეილენი(ჯონგუქი) ეცილება-გააგრძელა თხრობა ჯინმა.
ამბობენ ეილენმა(ჯონგუქი) მემკვიდრეს მოკვლაც კი სცადა, მაგრამ მეორე ძმამ, მეივენმა(თეჰიონი) შეაჩერა.მეივენი სამი ძმიდან ერთ-ერთია, რომელსაც ტახტი არ სდომებია. მისი სურვილი მეტი და მეტი სიკვდილია. ხალხმა მას სიკვდილის ღმერთიც შეარქვა.
მამამისმა ბავშვობიდან სისხლისღვრას მიაჩვია და თუ სადმე გადაეყრები, ფრთხილად იყავი. ეცადე მოერიდო- ისე დანამდვილებით მეუბნებოდა ჯინი,რომ შეიძლებოდა რომელიმე მათგანს შევხვედროდი, თითქოს მეფე მას მოკლავდა ჩემს მაგივრად, როცა ჩემს შესახებ გაიგებდა.
-და ბოლოს თვით ტახტის სრულფასოვანი მემკვიდრე, ალექსადერი(თეიონგი)
უცოდველი და მგრძნობიარე ბავშვის როლის მორგება უყვარს ხოლმე, ძალიან ცბიერია და შეიძლება ადვილად გაგაცუროს ამან, შენ კიდე ისე იქნები მონუსხული, რომ ვერ იგრძნობ, როდის მოექცევი მის კლანჭებში.
არსებობს ვერსიები მათი მსახურებისგან, რომ მათ დაც ჰყავდათ, მაგრამ დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.-გული შემეკუმშა, როცა წარმოვიდგინე პატარა თოთო ბავშვის გაყინული, უსულო სხეული. ალბათ ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო. თუმცა ზრდასრულობაში ისიც ისეთივე იქნებოდა, როგორიც თავისი ძმები. ლამაზი, ცბიერი , ამპარტავანი და ბოროტი.
-და ბოლო სამეფო, რომელშიც ახლა იმყოფები, თოვლის სამეფო და მისი 7 ხელმწიფე.
პირველი ქალაქი, რომელიც ზუსტად საზღვარზე მდებარეობს-სტამინაა. მის მმართველს ისედაც იცნობ, უილიამი, იგივე სუჰო.
-ეს კიდევ მე ვარ- კმაყოფილმა შეხედა თავის პორტრეტს- აი ყველა მეფეს რომ გაიცნობ, შენ თვითონ მიხვდები ვინაა ყველაზე სიმპათიური- თვალი ჩამიკრა და მივხვდი, რომ მის თავზე მითითებდა.
მის ხუმრობას ღიმილით შევხვდი, შემდეგ კი ვთხოვე გაეგრძელებინა.
-ელესმირის ლორდი,ადამი, იგივე შიუმინი. ის ჩემი ბიძაშვილი და სუჰოს ძმა არის.
-ლიჩელის ლორდი,დიდებული კალენი, ანუ იგივე ქაი. ქალბატონების გულთამპრყობელი. ძალიან ქედმაღალი და ამავდროულად ყინულივით ცივია. მისი სახელიც სიმპათიურს ნიშნავს-და ამაზე ხმამაღლა გაეცინა-ისიც ჩემი ბიძაშვილია.
-რავალინის ლორდი კი ჩემი ძმა არის. ერთადერთი ლორდია ძმებს შორის. მარკი, იგივე ჯუნი. ძმებს შორის ყველაზე კარგად მასთან ვარ.
მარკი მჭერმეტყველებით და მოთმინებით გამოირჩევა. მამაჩვენთან ნეიტრალურ ურთიერთობას იჭერდა და უსიტყვოდ დასთანხმდა არჩეული ქალაქის ლორდობას.
-ნეთილორის ლორდი ყველაზე ახალგაზრდა ლორდია. ის ჩემი ბიძაშვილია. იირანი,იგივე ჩანიოლი ყველაზე ლოიალურ ლორდად შეიძლება ჩავთვალოთ.მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თვით მეფესთან კი.
-და ბოლო ლორდი, ჩემი ბიძაშვილი, ლუციუსი,ჰოსოკი, მისი სატახტო სახელი სინათლეს ნიშნავს. ის ყველაზე ძლიერია ელვის მართვაში. ამიტომაც
მას მწვერვალზე აგებული ქალაქი, თეროდნია მიაბარეს.
-ჩემი უმცროსი ძმა არა ლორდი, არამედ პრინცია. ის სებასტიანმა თავისთან, დედაქალაქ ეპირუსში გამოკეტა. ვეცადე დამეხსნა მისი კლანჭებიდან, მაგრამ ამაოდ. ნიკოლასი, იგივე ჯიმინი- და ჯინმა აწყლიანებული თვალებით ახედა მის პორტრეტს.
როგორც ჩანს ,ჯინს ყველაფრის მიუხედავად, მისი ძმები და ბიძაშვილები განსკუთრებულად უყვარდა. შეიძლება მეფეც კი, რომელსაც ზიზღით მოიხსენიებს ხოლმე.
-და რატომ გამოკეტა იქ?- ვკითხე ჯინს.
-ჩემს გამო-ჩემსკენ შემოტრიალდა-მე ვიყავი უფროსი უფლისწული, მე ვიყავი ტახტის კანონიერი მემკვიდრე. თუმცა უარი ვთქვი ტახტზე, რადგან შემეშინდა პასუხისმგებლობის აღების, მეშინოდა სისხლიანი გვირგვინის თავზე დადგმის. ამიტომ ქვეყნიდან გავიქეცი. 2 წლის შემდეგ , მამაჩემმა სიკვდილის წინ მიხმო და მთხოვა, რომ სამეფოში დავრჩენილიყავი, არ დამსვამდა ტახტზე, მაგრამ ან ლორდობა ან კანცლერობა უნდა ამერჩია. სებასტიანმა არც იცოდა ამის შესახებ. თავიდან მამას არ თანხმდებოდა, შემდეგ ძალიან დიდი კამათი მოგვივიდა, და 1 წლის შემდეგ, როცა მამა გარდაიცვალა , დათანხმდა ტახტს, მე ქვეყნის კიდეზე გამიშვა, ხოლო ჩვენი უმცროსი ძმა, მასთან დაიტოვა ჩემს მაგივრად. ეს ჩემი სასჯელი იყო. იმის შემდეგ ჩემს სახლში არ ვყოფილვარ.
-ვწუხვარ..- მხოლოდ ამ სიტყვის თქმა შევძელი. მართალია სასტიკ ხალხთან მოვხვდი, თუმცა ჯინი მათგან განსხვავდებოდა, მას ადამიანობა ჯერ კიდევ შერჩენოდა,ამ ყველაფრის შემდეგ მან იგი არ დაკარგა. ვცადე , რომ დაძაბული სიტუაცია განმემუხტა:
-იცი რა, ამდენ ლამაზი ადამიანის სახეებს ვერ ვიმახსოვრებ, ძალიან რთულია, მოდი შემდეგში გავაგრძელოთ, ახლა კი სასახლე დამათვალიერებინე- ვუთხარი მხიარულად.
-დაიცადე, მხოლოდ მეფე დაგვრჩა და ...- და სიტყვა გააწყვეტინა ბიბლიოთეკაში შემოვარდნილმა მცველმა:
-ისინი აქ არიან! ლორდმა ცეცხლის ხალხი მოიყვანა!
ჯინმა შეშფოთებული გამომხედა და ჩქარა მითხრა:
-სწრაფად გამომყევი და ოთახიდან არ გამოხვიდე.
მაჯაში ხელი დამავლო და ბიბლიოთეკიდან სწრაფი ნაბიჯებით გამიყვანა.
What do you think? Who is The king Sebastian? 😏