20

316 48 15
                                    

ამ შემთხვევის შემდეგ ორი თვე გავიდა.
თითქოს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა:
ჯეიმსთან დაშორება.
სოფლის გზაზე მომხდარი ამბავი.
ჩემი ხილვები.
ოთახის ბოლოში მიგდებული უცნობის პორტრეტი.
თუმცა კოშმარებსა და კედელზე გაჩენილ ჩემხელა ბზარს, ვერაფრით ვშველი.
თითქმის ყოველ შუაღამით მეღვიძება ტირილით.
ეს ყველაფერი ახალი მომხარი იყო, როცა ჩემმა დამ ჩემთან დაწოლა გადაწყვიტა.
მან თქვა, რომ ყოველ ღამე ვიღაცას ვეძახდი. ვიღაცის სახელს ვბუტბუტებდი, მაგრამ ვერ არჩევდა.
ბოლოს ჩემთან წოლა მოსწყინდა და გადაწყვიტა დავეტოვებინე.
ჩემმა კონცერტმა, რომელსაც ასე სულმოუთქმელად ველოდებოდი, წარმატებით ჩაიარა.
ამასობაში ალისიას სიმღერებისთვისაც  შევქმენი რამდენიმე მუსიკა. ჯეიმსმა რამდენჯერმე სცადა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით ვისტუმრებდი.
ერთ დღესაც სახლთან მომადგა:
-ლაილა, ყველაფერს ვნანობ. მივხვდი, რომ ეს ხუთი წელი ბავშვური აკვიატება კი არა, ნამდვილი სიყვარული
ყოფილა.
-სამაგიეროდ მე მივხვდი, რომ ბავშვური გატაცება იყავი-ვუთხარი ამზერით და კარი ცხვირწინ მივუხურე.
-ვაუ! ეს მაგარი იყო! შენით ვამაყობ ლაილა-თქვა ჩემს უკან მდგარმა ალისიამ და ტაში შემოჰკრა.
ენა გამოვუყავი და სამზარეულოსკენ წავედი ყავის ასადუღებლად.
-ისე, ორი თვე გავიდა, რაც ბიჭის გარეშე ხარ. როგორც იქნა მოიშორე ეს მოუშორებელი წურბელა შენი ცხოვრებიდან. ახლა დროა ახალი ვიპოვოთ!
-ვიპოვოთ? მე არავის ძებნას ვაპირებ.
-კარგი რა ლაილა-ბავშვივით აწუწუნდა ჩემი და-შენ არც კი იცი, როგორ ვერ ვიტანდი ჯეიმსს, მისი იდიოტური გამომეტყველებით.აჰჰ! თან როგორი მექალთანეა! რამდენს ვლოცულობდი, რომ დაშორებოდით!-და ხელები მაღლა აღაპრო.
-როგორც ჩანს, შენმა ლოცვებმა გაჭრა!
-და ამიტომაც მინდა, ვინმე წესიერი გიპოვო! დღეს საღამოს ბარში მივდივართ!
-ბარში წესიერი ბიჭები არ არიან.
-და აბა სად არიან? ბიბლიოთეკებში? თუ შენთან კონსერვატორიაში?ეგეთ ადგილებში რომ ეძებდი,მაგიტომაც გყავდა ხუთი წელი "იდეალური" ბიჭი.
-უკვე ტვინი ჰაერში ამიტანე!-ვთქვი გაღიზიანებულმა და ცხელი წყალი ჭიქაში ჩავახსი.
-თუ გინდა წავალ...-თქვა გულდაწყვეტილმა იმ იმედით, რომ ვეტყოდი დარჩენილიყო.
-კი, მინდა-მეც გავაჯავრე.
-არ მაინტერსებს, დღეს მივდივართ!-მაგიდას ხელი დაარტყა, გამარჯვებული სახით გამომხედა და სამზარეულო დატოვა.
მის ბავშვურ საქციელზე გამეცინა.ალისია ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ერთი თავით მაღალი ჩემზე.მისი ოცნება ყოველთვის იყო, რომ პოპ ვარსკვლავი გამხდარიყო, როცა მე ყველა ინსტრუმენტზე დაკვრას ვოცნებობდი.
ალისია არაფრით მგავდა. არც თმის ფერით, არც გარეგნობით...არაფრით.
ერთხელ დაჯილდოვებაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაგვეხუმრა, დარწმუნებულები ხართ, რომ დები ხართო?
მაშინ ამაზე ორივეს გაგვეცინა და რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არ გვეპარებათქო ვუპასუხეთ.
მაგრამ ახლა ეს განსხვავებები იმდენად ნათელი იყო ჩემთვის, ტვინს მიღრღნიდა, როგორ შეიძლებოდა ყავისფერ თმიანების ოჯახში ,მარტო მე ვყოფილიყავი ჟღალი?
ჩემი წაშლილი მეხსიერების ამბავი ძლივს დავივიწყე, როცა მეორე პრობლემა იჩინა თავი.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now