22

355 45 7
                                    

-ჩქარა გაიღვიძე, გაგვიანდება!-მესმის დედაჩემის ხმამაღალი ხმა.
თვალებს გაჭირვებით ვახელ და ვხედავ, როგორ მადგას თავზე და მანჯღრევს, რათა გამოვფხიზლდე.
-კარგი, კარგი ვდები-ვთქვი წუწუნით და გაბრუებული წამოვდექი საწოლზე.
შხაპი მივიღე, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს მიერ დატოვებულ ბზარს კედელზე და აბაზანიდან გამოვედი.
დღეს საგანგებოდ გამოვეწყვე. ვისთვის არ ვიცი, მაგრამ ამ გრძნობას სებასტიანისკენ მივყავდი.
სარკეში ვუყურებ ჩემს ანარეკლს და ვხედავ, როგორ ამიწითლდა ლოყები.
-ლაილა! რაზე ფიქრობ-ვთქვი და ხელები ლოყებზე შემოვირტყი.
ტელეფონს ვიღებ და რამდენიმე სელფს ვიღებ საკრეში. დიდი ხანია, ინსტაგრამი არ განმიახლებია.
ფოტოებს ვახარისხებდი, როცა უცნობი ფოტოები შემხვდა.
თვალები მიფართობდება.
ეს როდის გადავიღე!
ან ეს ლამაზი ბიჭი ვინ არის!
გული ამიჩქარდა. ალბათ ესეც მეხსიერებიდან ამომივარდა. ჩქარა გავდივარ სახლიდან და მანქანაში ვჯდები.
კონსერვატორიიდან მოშორებით ვაყენებ მანქანას, რათა ფეხით გავლა და ყავის ყიდვა შევძლო.
სასწრაფოდ უნდა მეპოვნა სებასტიანი, რათა სიმართლე გამეგო. არ მაინტერესებს რა თქვა მან, რამდენად მტკივნეული იქნებოდა ეს სიმართლე ჩემთვის, უნდა მცოდნოდა.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ზურგზე შეხება ვიგრძენი.
-უკაცრავად...-მივტრიალდი და ჩემთვის უკვე ნაცნობ სახეს გადავეყარე.
-გამარჯობა-თქვა სებასტიანმა და სახე გაებადრა.
-გამარჯობა. აქ რას აკეთებ?
-აქვე ახლოს ვიყავი, როცა შენ დაგინახე. სად მიდიხარ?
-კონსერვატორიაში-ვთქვი და ყავა მოვსვი.
-დღეს უნდა დაუკრა?-თქვა გაბადრულმა.
-დღეს უბრალოდ რეპეტიცია მაქვს.
-შეიძლება მეც წამოვიდე?
-კარგი-ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა სებასტიანთან ახლოს ყოფნა. რაც უფრო დავმეგობრდებოდით, მით უფრო მეტს გავიგებდი მისგან.
-ისე ,ასეთ ტანსაცმელში მეუცნაურები-თქვა და ჩამათვალიერა.
-რას გულისხმობ?! ცუდად გამოვიყურები?-აფორიაქებულმა ვთქვი და ჩემი თავის შემოწმება დავიწყე.
-არა! არა!-ხელები უარყოფის ნიშნად გააქნია-პირიქით, ძალიან...ლამაზი ხარ-და კეფა მოიქექა-იმის თქმა მინდოდა, რომ როცა ერთმანეთს ვნახულობდით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდი.
მის ნათქვამზე ის ფოტო გამახსნდა, სადაც მე-18 საუკუნის კაბა მეცვა და თმის ფერი!... ის ვერცხლისფერი იყო.
-სებასტიან!
-გისმენ.
-ჩემი თმის ფერი...როგორი ფერის თმა მქონდა?!
სიარული შეწყვიტა და მხრებში გასწორდა. მდუმარედ ველოდებოდი მის პასუხს.
-შენ...ვერცხლისფერი თქმა გქონდა.
-შეუძლებელია...-ჩავიჩურჩულე.
-საიდან გაიგე?
-ფოტო...ჩემს ტელეფონში ფოტო ვნახე-და მას გავუწოდე-იქნებ ამ ბიჭსაც იცნობდე.
ფოტოს დახედა და ჩაიცინა:
-მანაც კი იცოდა...
-რა უნდა სცოდნოდა?
-ის ჩემი უმცროსი ძმა არის-ჩემი კითხვა დააიგნორა.
-და ჩემთან რა კავშირი ჰქონდა?
-მართლა გინდა გაიგო?-და სიცილით გამომხედა-არ დაიჯერებ.
-გთხოვ, ეს მაინც მითხარი-შევეხვეწე საწყალი თვალებით.
-შენი საქმრო იყო.
-რაა?!-წამოვიძახე და ყავის ჭიქა ხელიდან გამივარდა.
სებასტიანი დაიხარა და ჭიქა ურნაში ჩააგდო.
-ხომ გითხარი, არ დაიჯერებთქო.
-კი მაგრამ...ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა?
-არ ვიცი,-ჩაიცინა-მაგრამ როცა ხელი გთხოვა, ისეთი გულით შეჰფიცეთ ერთმანეთს სიკვდილამდე ერთად ყოფნა, მეც კი დავიჯერე. მაგრამ
ბოლო დღეებში უკვე ვიცოდი, რომ ის არ გიყვარდა.
-აბა რატომ დავთანხმდი?
-არ ვიცი...ოჰ, ეს არის შენი სასწავლებელი ხო? წამოდი ჩქარა შევიდეთ, ერთი სული მაქვს , როდის მოვუსმენ შენს დაკრულს-მაჯაზე ხელი დამავლო და შენობაში შემიძღვა.
კიბეებზე უნდა ავსულიყავით, როცა უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა.
-ლაილა!-ჯეიმსი იყო.
-ეს ის არის, ვის გამოც ტიროდი ხოლმე?-ჩამჩურჩულა სებასტიანმა.
-დიდი ხანი ვგლოვობდი ამ საქონელს?-ნაღვლიანად ვთქვი და უკან შევტრიალდი-რა გინდა?-მივმართე ჯეიმსს.
-ლაილა, გთხოვ, ასე ნუ მელაპარაკები.
-და აბა როგორ მოპყრობას იმსახურებ?
-ვიცი. ვიცი ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ ერთი შანსი მომეცი,გთხოვ. ჩვენი ურთიერთობის, ჩვენი სიყვარულის ხათრით.
-რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, რომელიც უკვე გაქრა? ურთიერთობის ხათრით? თუ ამაზე ფიქრობდი, თავის დროზე რატომ დამტოვე მარტო? ახლა გახდა ურთიერთობა შენთვის მნიშვნელოვანი?! შენ რომ ასე არ მომქცეოდი...მე...-ხმა ჩამიწყდა.ვგრძნობდი, როგორ ჩამოგორდა ცრემლები ღაწვებზე-მე არ წავიდოდი სოფელში და არც ტვინი გამომერეცხებოდა! ყველაფერი შენი ბრალია! წყეულიმც იყავ ჯეიმს!-ბოლო ხმაზე ვყვიროდი, გარშემომყოფები გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ. ალბათ ცოტახანში ამაზე რამდენიმე სტატიაც კი დაიწერებოდა.
-ლაილა დაწყნარდი ,გთხოვ. ეს ამად არ ღირს-თქვა სებასტიანმა და მხარზე ხელი დამადო.
-გთხოვ ლაილა, მომისმინე. მოდი აქედან წავიდეთ, სადმე მყურდო ადგილას ჩამოვსხდეთ-თქვა ჯეიმსმა და ხელი დამავლო.
-ხელი გამიშვი!-ვიყვირე და მოშორება ვცადე, მაგრამ ძალიან მაგრად მიჭერდა.
-არა! აღარ გაგიშვებ-თქვა და კარისკენ დაიძრა.
-მან გითხრა, ხელი გამიშვიო!-იყვირა ჩემს გვერდით მდგომმა სებასტიანმა და ერთი ხელის მოქნევით ჯეიმსი მიწას დაანარცა.
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ?!-წამოფრინდა გაფითრებული.
-მე მისი შეყვარებული ვარ!-თვალებგაფართოებულმა გავხედე.
-ჰაჰ, მართლა?-და ცინიკური სახით გადმომხედა-ასე უცებ დამივიწყე. მხოლოდ ორი თვე! წყეული ორი თვე გავიდა ჩვენი დაშორებიდან და შენ უკვე სხვა კაცს უგორდები საწოლში!
-წესიერად ილაპარაკე! რა, შენ არ მითხარი, რომ უკეთესს ვიმსახურებდი, რომ შენზე კარგი მეპოვნა! ხოდა ვიპოვე და ხელიდან არ გავუშვი! არ მადარდებს ეს ორ თვეში მოხდა თუ იმ წყეულ დღეს! რაც მთავარია, შენ აღარ მიყვარხარ. სებასტიან წავიდეთ, ამ არარაობასთან აღარაფერი მესაქმება!-ხელი დავავლე სებასტიანს და კიბეებისკენ დავიძარით.
-ოჰო! ისე ჩემი დაცვაც არ გჭირდებოდა, კარგად უმკლავდებოდი.
-საკუთარი თავის დაცვა შემიძლია-გავხედე და წარბები აზიდა-ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? შენ რომ მიცნობდი, მაშინ არ შემეძლო? აქ მაინც შემიძლია...
-ისე წარმოიდგინე, მე და შენ! უძლიერესი წყვილი ვიქნებოდით-თქვა სებასტიანმა და ტაში შემოჰკრა.
-ოცნებებში ნუ გადავარდები, თორე შენც მსგავსად მოგივა!-ვუთხარი და თავით უკან, ჯეიმსისკენ ვანიშნე და აუდიტორიაში შევედით.
-რაღაც დიდ დაბრაზს ველოდი, აქ კი მხოლოდ ორი ფანჯარაა-თქვა სებასტიანმა და ოთახს თვალი მოავლო.
-არ მჭირდება დიდი აუდიტორია ,ამჯერად ცოტახნიანი რეპეტიცია მექნება-ვთქვი და ვიოლინო ყუთიდად ამოვიღე,თან თვალს არ ვაშორებდი სებასტიანს, რომელიც როიალთან იდგა და სპილოს ძვლის კლავიშებს გრძელ,თეთრ თითებს უსვამდა.
-უკრავ?-ვკითხე და ვიოლინო მოვამზადე.
-ისე არა, როგორც შენ, მაგრამ რაღაცა გამომდის-თქვა და სკამზე ჩამოჯდა.
-მაგას მე შევაფასებ. ჯერ რეპეტიციას მოვრჩე და მერე-ვთქვი და დაკვრა დავიწყე.
დაკვრის დროს თვალები სულ დახუჭული მაქვს,მაგრამ ახლა სებასტიანის რეაქცია ძალიან მაინტერესებდა,ამიტომ შიგადაშიგ ვახელდი ხოლმე.
ვერცხლისფერი თმები თვალებამდე ჩამოშლია. შავი თვალებით მომჩერებია. ისეთი თეთრია...ბავშვივით წინ გამოუწევია წითელი ტუჩები და გაფართოებული თვალებით მიყურებს.
დაკვრას ვამთავრებ და ვხედავ, რომ თვალებიდან ცრემლები სდის, ის კი მის მოწმენდას არ აპირებს. ურცხვად უშვებს მის გრძნობებს გარეთ...ეს მომწონს.
-რატომ ტირი?-მივუახლოვდი.
-აჰ...ეს არაფერია-თქვა და პალტოს სახელოთი ცრემლები მოიწმინდა-უბრალოდ გამახსენდა, როგორ დაუკარი ჩემთვის პირველად...ზუსტად ეს მუსიკა.
-შენთვის?-ვთქვი გაკვირვებულმა.
-მიყვარდა, როცა უკრავდი. მაშინ შენ ის იყავი, ვინც უნდა ყოფილიყავი-თქვა და ხელზე ხელი მომიჭირა ისე, რომ სკამიდან არ ამდგარა.
-მე და შენ...რა ურთიერთობა გვქონდა?-ვკითხე იმ იმედით, რომ მიპასუხებდა.
-არ გინდა ახლა მეც მომისმინო?-მკითხა და როიალისკენ შეტრიალდა-შენც გიყვარდა, როცა ვუკრავდი და მაშინ მითხარი, რომ ლამაზი სული მაქვს, რომ არ ვარ მკაცრი, პირიქით ძალიან კეთილი ვარ...ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა...მაშინ მივხვდი,რომ არსებობდა ისეთი ადამიანიც, ვინც ისეთს მხედავდა, როგორიც სინამდვილეში ვიყავი. მაგრამ ბოლოს...-და თავი ჩაღუნა, მივხვდი, რომ ამაზე ლაპარაკი არ სურდა.
-უბრალოდ დაუკარი.
-კარგი-ჩაიჩურჩულა და გრძელი თითების მოძრაობა დაიწყო.
ჩემთვის უცნობ , სასიამოვნო მელოდიის დაკვრა დაიწყო. ვუყურებდი, როგორ სიამოვნებით ხუჭავდა თვალებს, თავს უკან გადააგდებდა ხოლმე, მარმარილოსფერ თითებს ჰარმონიულად აცეკვებდა კლავიშებზე.
-ეს მუსიკა არსად გამიგია...შენ დაწერე?-ვკითხე, როცა დაკვრას მორჩა.
-შეიძლება ასეც ითქვას-და შემომხედა-როცა პირველად გავიგე , რომ უკრავდი ,ამ მუსიკაზე გითხარი, რომ არ მეცნობოდა, შენ მითხარი, რომ შენი დაწერილი იყო. როგორც ჩანს, მომატყუე...-თქვა და პირი მოკუმა.
-ბოდიში-ჩავიცინე და სკამზე ჩამოვუჯექი.
-არაუშავს, მესმის, რატომაც მოიტყუე.
-მე კიდევ არ მესმის, რატომ უნდა დამჭირვებოდა ამის თქმა-ვთქვი და პიანინოზე დაკვრა დავიწყე.
-პიანინოზეც უკრავ...-მითხრა სევრდიანად.
-ღრმა ბავშვობაში ვუკრავდი. მანამ სანამ აღმოვაჩენდი, რომ ვიოლინო ჩემი სულის ნაწილი იყო.
ხმას არ იღებდა. მხოლოდ სახეზე მაკვირდებოდა.
-არ მეგონა,შენც თუ უკრავდი- შეხვედე თვალებში.
-არაფერი არსებობს ამ ქვეყნად, რაც მე არ შემიძლია-თქვა უფრო ჩუმად.
-არსებობს. ვიოლინოზე არ უკრავ-ჩავიცინე.
-იმიტომ, რომ არ მინდა...
-ყოვლთვის იმას აკეთებ რაც გინდა?-ვკითხე ისე, რომ თვალები არ მომიშორებია.
-ვაკეთებდი...იცი, ეს მომენტი უკვე იყო...
-რას გულისხმობ?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-შენ ზუსტად იგივე მითხარი მაშინ, როცა დამინახე როგორ ვუკრავდი პიანინოზე.
-ეს უსამართლობაა-წამოვდექი-შენ ყველაფერი იცი ჩემზე!
-უკვე კი,მაგრამ ადრე არა.ერთხელ მითხარი, რომ მე შენზე არაფერი ვიცოდი, რომ შენ უფრო საშინელი ცხოვრება გქონდა, რომ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვა...არ ვიცოდი ეს. ახლა ვიცი.
-კიდევ რა იცი?
-წამოდი-თქვა და წამოდგა.
-სად?
-უბრალოდ წამოდი-თქვა და გაიღიმა.
გზას ჩქარი ნაბიჯებით მივუყვებოდით. უფროსწორად სებასტიანი მიუყვებოდა, მე კი ხელჩაკიდებული მიმათრევდა.
-აქაურობა მომწონს. ჩემს სახლს ბევრად ჯობია. აქ უფრო სიმყუდროვეა.
-ხუმრობ?გზაზე ხალხის საცობია ხოლმე!
-აქ ყველასთვის შეუმჩნეველი ვარ- და თეთრ კაფესთან შეჩერდა-მოვედით-თქვა და აღტაცებულმა შემომხედა.
მაგიდასთან დამსვა, თვითონ კი დახლისკენ დაიძრა.
რამდენიმე წუთში ჩემს წინ ჯდება, წინ კი ცხელ შოკოლადს და შოკოლადის ფხვიერ ნამცხვარს მილაგებს.
-საიდან იცოდი...
-ხომ ვთქვი, რომ შენზე ყველაფერი ვიცოდი. ღამღამობით ოთახიდან იპარებოდი, რომ შოკოლადის ნამცხვრები გეჭამა, ცხელ შოკოლადს კი წყალივით სვამდი.
-შენ სტალკერი ხარ!-წამოვიძახე.
-ეგ რა არის?-ისეთი ბავშვური თვალებით შემომხედა, დავრწმუნდი, რომ მართლა არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა.
-კარგი...უბრალოდ უსამართლობაა. არაფერს მეუბნები-ვთქვი და დანებების ნიშნად ჭამა დავიწყე.
-უბრალოდ არ დამიჯერებ, რომ გითხრა. ან დამიჯერებ და გული გეტკინება, ამ უკანასკნელს კი მირჩევნია, გიჟი გეგონო.
-შენ სცადე, იქნებ არცერთი მოხდეს.
-ერთხელ შენც იგივე მითხარი და არ დაგიჯერე. ამას ძალიან ვნანობ...მე რომ შენთვის დამეჯერებინა...მე რომ მაშინ ჩემს სიამაყისთვის და ეგოიზმისთვის გადამებიჯებინა...ეს ყველაფერი არ მოხდებოდა-თქვა და თავი ხელებში ჩარგო.
-და რა არ დამიჯერე?
-ის , რომ შენ სხვა სამყაროდან იყავი.
-ვიცოდი...-ჩავიჩურჩულა აღტაცებულმა.
-რა?-განცვიფრებულმა ამომხედა.
-ვიცოდი, რომ რაღაც ზებუნებრივი ერია ამაში. როგორ შეიძლება ასე ყველაფერი ერთბაშად ამომშლოდა თავიდან, თან სულ რაღაც 10 საათში!
-ესეიგი გჯერა...
-რა თქმა უნდა! იქნებ ისიც იცი, ეს ვინ გამიკეთა. იქნებ ვიპოვოთ და ვთხოვო, ყველა მოგონება დამიბრუნოს.
-ვფიქრობ ,ვიცი ეს ვისაც უნდა გაეკეთებინა.
-და ვის?
-მაგას ვერ გეტყვი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ საშიში ადამიანია. არ მინდა ისევ შევხდე მას.ახლა კი სახლში წავიდეთ. თქვა და წამოდგა.
-მაგრამ მე ჯერ კიდევ არ დამისრულებია ჭამა-ქვედა ტუჩი წინ წამოვწიე და ბავშვის სახით შევხედე.
-კარგი...-დანებდა და ისევ სკამდე დაჯდა.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now