11

350 50 3
                                    

მეღვიძება. ჯერ მზე ბოლომდე არ ამოსულა ცაზე.
მზის ამოსვლა მომენატრა, სამყაროს დანახვა და სითბო, სიცოცხლე მენატრება რომელიც სადღაც გაქრა...
უცებ მახსენდება სად ვარ და მოწყვეტით წამოვჯექი საწოლზე. აღმოჩნდა,რომ აქ მარტო ვყოფილვარ.
როგორც ჩანს, იუნგი გამთენიისას ადგა. უცებ კარები იხსნება და ოთახში რამდენიმე მოსამსახურე შემოდის.
-მისი უდიდებულესობის ბრძანებაა,რომ წვეულებისთვის მოგამზადოთ.
-რა წვეულება?-ვიკითხე და ავდექი.
-არ ვიცით, არ გვაქვს უფლება, რომ ვიცოდეთ-მიპასუხა ერთ-ერთმა და ოთახიდან გამიყვანეს.
გამახსენდა გუშინდელი ნათქვამი, დღეს ხომ პატიება უნდა მთხოვოს თავისი უმსგავსო საქციელისთვის და ასეთივე საჩუქარს მჩუქნის.
ჩემს ახალ ოთახში დავბრუნდით, ტუალეტის მაგიდასთან დამსვეს და მოწესრიგება დამიწყეს. როცა მაკიაჟის და თმის გაკეთებას მორჩნენ, დავითხოვე, რადგან არ მინდოდა ჩაცმაშიც ისინი დამხმარებოდნენ. ვერცხლისფერი ნივთიერება თმაზე გადავისვი, რომელიც ჩემს თმას ვერცხლისფერს ხდიდა და ყუთისკენ დავიძარი, რომელშიც წესით კაბა უნდა ყოფილიყო..
ზემოდან ბარათს ვხედავ.ჩამეცინა, კაცები ყველა სამყაროში ერთნაირები არიან. თუ ჩვენთან ტელეფონით აგიხსნიდნენ სიყვარულს,აქ წერილებით გჩუქნიან საჩუქრებს.
"თუ ლამაზ სიკვდილზე ოცნების დრო გაქვს, მაშინ რატომ არ ხარჯავ ამ დროს ლამაზად ცხოვრებაში?"
საინტერესოა ლამაზ ცხოვრებაში რას თვლიდა ის, რომ აქ ვყავდი გამომწყვდეული თუ ვიღაც უცნობზე რომ უნდა მიმათხოვოს?
ყუთს ვხსნი და შიგნით ულამაზესი სისხლისფერი კაბა მხვდება. რატომ მაინც და მაინც ეს ფერი...
კაბას ყუთიდან ვიღებ და ვიცვამ. ჰმ, ლამაზი და დახვეწილია, მაგრამ ზედმეტად მოკრძალებული 21-ე საუკუნის გოგოსთვის. თმის მაკრატელს ვიღებ და ერთ მხარეს ბარძაყამდე ვხსნი, ზურგიდან შავ გიპიურს ვიღებ და ახლა მთლიანად მოშიშვლებული მაქვს ზურგი.
ოთახიდან გავდივარ.დერეფანში მსახურები მხვდებიან, რომლებიც ჩემი კაბის დანახვისას აჩურჩულდნენ. მაინტერესებს სებასტიანის რეაქცია, როცა მე დამინახავს.
მეფის დარბაზში შევდივართ, სადაც უკვე ნამყოფი ვარ წვეულებაზე. ახლა შედარებით ცარიელია აქაურობა. კიბეებზე დავიძარი. 10 კაცის თავი ჩემსკენ შემოტრიალდა, მაგრამ მე არცერთ მათგანს არ ვუყურებდი. ჩემი მიზანი ახლა სებასტიანი იყო. თვალებში თვალებს ვუყრი და გამარჯვებული მზერით ვუყურებ. ვხედავ როგორ უფართოვდება თვალები , ეჭიმება ყბა და ეყინება სკამს ,ჩემი კაბის დანახვისას.
ამაყად მივაბიჯებ დარბაზში და მოშტერებულ თვალებს არაფრად ვაგდებ. ათასი ფიქრი ირევა თავში, გულში კი სასტიკად მეშინია, მაგრამ რაც არ უნდა დამიჯდეს, ეს არავინ უნდა შეამჩნიოს, განსაკუთრებით სებასტიანმა. არ მინდა იფიქროს, რომ ჩემზე გაიმარჯვა.
მსახურებს ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე მივყავარ და ვიოლინოს მაწოდებენ. როგორც ჩანს, მათთვის უნდა დავუკრა. სანამ ფიქრებში ვიყავი , თუ რა დამეკრა ამ დროს მეფის ხმა მომესმა:
-ეს ქალბატონი ლაილაა, ის დღეს თქვენთვის ვიოლინოზე დაუკრავს. შემდეგ კი შეგეძლებათ საცოლედ აირჩიოთ...-ხმა გაუწყდა. როგორც მე, ისე მეფეც ცდილობდა ხმაში ნერვიულობა არ დასტყომოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მისკენ ვიხედები, ფეხზე დგას და გვერდიდად ჩემსკენ აპარებს თვალებს. მზერას ვაცილებ და ახლა მის გვერდით მჯდომ კატერინას, თავის მომავალ მეუღლეს ვუყურებ, რომელიც უმწეოდ უზის გვერდით და ვიღაცას მიშტერებია, მზერას ვაყოლებ და თავის ბიძაშვილებისკენ მიუმართავს თვალები. ახლა ჯიმინს ვუყურებ, რომელიც ამხნის განმავლობაში მე მიყურებდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა თუ არა თავი დამიკრა და ჩუმად თქვა : "ყველაფერი კარგად იქნება" და ბოლოს გამიღიმა. მეც გავუღიმე და მოწყვეტით დავიწყე დაკვრა იმისი,რამაც პირველად თავში გამიელვა.ვუკრავ და თან ხალხს ვაკვირდები. ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ერთმანეთს ეჩურჩულებიან. რა თქა უნდა, მე მათთვის უცნობ მელოდიას ვუკრავ, მოცარტის მე-40 სიმფონიას. ჩვენთან კონსერვატორიაში კი პირველივე ნოტიდან მიხვდებოდნენ ,რომელიცაა. მეღიმება და დაკვრად უფრო ვაჩქარებ. ვასრულებ და ვიოლინოს ძალიან ნელა ვწევ ქვემოთ და ,როცა ყველას ჰგონია, რომ დაკვრა დავასრულე და ტაშის დაკვრა დაიწყეს,თავიდან აღვმართე ვიოლინო და ახლა ბეთჰოვენის მე-7 სიმფონიის დაკვრა დავიწყე. ირგვლივ ვიყურები და ახლა ხალხს გაოცება დასტყომოდათ სახეზე,თან აღფრთოვანება.
დავასრულე.ეს ბოლო იყო და აპლოდისმენტებს დაველოდე. რამდენიმე წამით ყველა გაშტერებული მიყურებდა,შემდეგ კი ნაცნობი ხმა გავიგე, თავი დავუკარი და შემაღლებული ადგილიდან ჩამოვედი.
-მე მიმყავს-ტაში შემოჰკრა მეფე დანიელმა(ბექიონი)-აქამდე რისთვის არ მომისმენია, მაგრამ მსგავსი არა. ალბათ შენ თვითონ შექმენი. ნიჭიერი დედოფალი ჩემს უდიდეს სამეფოს გამოაგდება ისევე, როგორც მე,-მითხრა, მომიახლოვდა და ხელზე მეამბოდა-მხოლოდ მაშინ, თუ შენ იქნები თანახმა, რა თქმა უნდა.
"არა",გავიფიქრე გულში. რა თქმა უნდა თანახმა არ ვიყავი. მადლობა ღმერთს, რომ არჩევანის საშუალება მაინც მომცა. დანიელი(ბექიონი) შორიდან ცუდი არ ჩანდა, მაგრამ ჯინმა მითხრა, რომ მისგან თავი შორს დამეჭირა, რადგან ძალიან ცბიერი ადამიანი იყო.
ფიქრებში ვიყავი, როცა ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა:
-თქვენს სამეფოში, სამოთხეში როგორც თქვენ უწოდებთ, ისედაც ბევრი ანგელოზები გყავთ, ჩვენ კიდევ არა. ამასთანავე მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს.ეს გოგონა კი შანს მაძლევს დაგიახლოვდეთ- თქვა მაღალმა, გრაციოზულმა ბიჭმა, რომელიც წიგნიდან გადმოსულ პერსონაჟს მოგაგონებდათ-თან ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ახალგაზრდა გოგონა, არა?- გამახსენდა მეფე დილანთან(სეჰუნი) რომ ვიცეკვე და ამაზე ჩამეღიმა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მე თანახმა ვიყავი.
და აი დადგა იმის ჯერი, ვისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.მეფე ალექსანდერი(თეიონგი), ცეცხლოვანი ბიჭი. ცეცხლისფერი თვალებით მიყურებდა, ზედა ტუჩი დაებრიცა და წარმოთქვა:
-მეფე სებასტიან,თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად არ ვაპირებ ეს უსუსური არსება ჩემი უძლეველი ქვეყნის დედოფლად გამოვაცხადო მხოლოდ იმიტომ, რომ ნიჭიერია. ვისაც ქვეყნის პოლიტიკა და მდგომარეობა არ ადარდებს , მან წაიყვანოს-თქვა და თავის ბიძაშვილს, კატერინას გახედა სწრაფად, იმდენად სწრაფად, რომ თვალისთვის ძნელად შესამჩნევი იყო, თუმცა მაინც მოვასწარი დანახვა. ალექსანდერის სიტყვებზე დანიელმა(ბექიონი) თვალები აატრიალა.
-თქვენი ნებაა- მშვიდად თქვა სებასტიანმა და მე გამომხედა. მეფე თუ ფიქრობს, რომ მე ცეცხლის სამეფოს მეფემ ამ სიტყვებით დამამაცირა, ცდება. ალექსანდერი უკანასკნელია, ვისი ცოლობაც მინდა.
შემდეგ ვიღაც მაღალი ვერცხლისფერთმიანი ბიჭი დგება, როცა ჯიმინის ხმამ ყველას ყურადღება მიიპყრო:
-ლაილას ცოლად მე მოვიყვან!- და წამოდგა. მომიახლოვდა და ჩემი ორივე ხელი მოიქცია თავისაში.
-როცა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები, ხელები მჭიდროდ ჩამჭიდე, მანამ, სანამ აქ ვარ, არ უნდა შეგეშინდეს-თქვა და თვალებში მრავლისმთქმელად ჩამხედა. მივხვდი! ის ჩემს დახმარებას ცდილობდა და ამას მისი სიტყვებიც მიანიშნებდა!
-როგორ ბედავ!-წამოდგა განრისხებული იუნგი-აქ შენთვის ამისთვის არ მიხმია.
-კარგი რა ძმაო, მთელი ცხოვრება აქ უნდა გყავდე გამომწყვდეული, როგორც ამას ლაილას უპირებდი და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ის ხომ ჩვეულებრივი გოგოა,რომელსაც ვიოლინოს წრიპინის გარდა არაფერი შეუძლია, მე კიდევ გასართობი მაინც მეყოლება.
-გასართობის მეტი ამ ქალაქში რა მოიძებნება! რატომ მაინცდამაინც ლაილა მოგინდა?
-არ ვიცი, დამაინტერესა...თუ ლაილა თანახმაა რა თქმა უნდა-და მე შემომხედა. თვალებით მემუდარებოდა ,რომ დავთანხმებულიყავი.
იუნგის გავხედე. ჯიმინისგან ოდნავ მოშორებით იდგა და მე მიყურებდა.მისი თვალები თითქოს მთხოვდნენ ,რომ არ დავთანხმებულიყავი. ნუთუ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო ვის გავყვებოდი ცოლად. მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. თუ ასე არ უნდოდა მე თვითონ ამერჩია საქმრო, მაშინ თავისუფლად შეეძლო ამის ნება არ მოეცა.მაგრამ ის არ ელოდა.არ ელოდა ჯიმინი თუ ამას გააკეთებდა.
-თანახმა ვარ!-ვთქვი და ჯიმინს ხელები მოვუჭირე. გავიგე როგორ ამოისუნთქა შვებისგან და წამით თავისი სქელი ტუჩები ჩემს შუბლს შეახო.
ჩვენს უკან განაწყენებულმა დანიელმა(ბექიონი) და დილანმა(სეჰუნი) შეიკურთხეს, იუნგი კი ისევ მე მიყურებდა გაყინული თვლებით, ხელები კი მუშტებათ შეეკრა. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, რამდენიმე ხანს ასე მიყურა, ბოლოს კი დარბაზი დატოვა.
მე და ჯიმინი გვერიგვერდ დერეფას მივუყვებოდით.
-ეს ჯინმა მთხოვა-თქვა, როდესაც ჩემი საძინებლის კარებს მივუახლოვდით.
ჯინმა! თვალებზე ცრემლები მომადგა. ის დაპირდა, რომ დამიცავდა, რომ აქედან გამიყვანდა! როგორ შემეპარა ეჭვი ამაში ,ერთი წუთითაც კი!
-მადლობა,-ვუთხარი ჯიმინს და ჩავეხუტე-არ ხარ ვალდებული.
-ვარ. ჩემი ძმის გამო მაინც. ახლა კი შედი და დაიძინე, საცოლევ-თქვა და გაიცინა, მე კიდევ ვიგრძენი, ლოყები როგორ ამიხურდა სირცხვილისგან.
ჯიმინი წავიდა. მაგრამ მე
ოთახში შესვლას არ ვჩქარობდი. იუნგის ოთახის კარებს ვუყურებდი, და ვფიქრობდი რატომ არ უნდოდა , რომ ჯიმინს დავთანხმებულიყავი, როცა ამ დროს ვიღაცამ ოთახში შემათრია და კედელს ამასვეტა.
-ეს რატომ გააკეთე?-ჩახრეწილი ხმით მეკითხება იუნგი.
-რა გავაკეთე?-ვკითხე, ვითომ არაფერი ვიცოდი.
-ყველაფერი. ეს კაბა...ნიკოლასის(ჯიმინი) ცოლობა...-ძლივს ლაპარაკობდა და ნერწყვს მძიმედ ყლაპავდა.
-და შენც ასე არ გინდოდა? კაბაც შენი ნაჩუქარი ჩამეცა და ვინმე დიდგვაროვანზე დავქორწინებულიყავი. მე ყველა შენი სურვილი ავასრულე!
-არა!-იღრიალა და მუშტი კედელს მიარტყა-არა! ეს განზრახვა მე არ მქონია! მაგრამ შენ ყოველთვის საპირისპიროს აკეთებ!
-რა განზრახვა? საერთოდ არ წარმომედგინა მეფე თუ მეტაფორებით საუბრობდა და მე თუ მომთხოვდა მის....-და სიტყვა შემაწყვეტინა.
ჩემს ტუჩებს გამწარებული დაეწაფა ,ხელი კაბის ჩემ ჩასხნილ ნაწილში შეჰყო და ბარძაყზე ძლიერად მომიჭირა. გაყინული ვიდექი, ვერც ვეწინააღმდეგებოდი და ვერც კოცნაში ვყვებოდი. ბოლოს ჩვენი ტუჩები ერთმანეთს მოაშორა,ხელი ჩემს წელზე გადმოანაცვლა და ახლა უკვე ვნებიანი თვალებით ჩამხედა.
-არჩევანის საშუალება მე
იმიტომ დაგიტოვე, რომ არცერთს დათანხმებულიყავი. მეგონა ამას მიმიხვდებოდი. მაგრამ შენ რატომღაც ჩემი ძმა აირჩიე. და ეს კაბა... ძალიან გიხდება... და არ მინდოდა ყველას დასანახად გცმოდა. მეგონა სიჯიუტე გძლევდა ახლაც და მასაც გაანადგურებდი, მაგრამ შენ ის უკეთესად აქციე-მითხრა და ტუჩებზე ცერა თითი ჩამომისვა.
-არ დავუშვებ ლაილა ,რომ ჩემს ძმაზე იქორწინო. გინდა თუ არა ეს, მე ამას არ დავუშვებ-თქვა და მომცილდა.
-ძილინებისა- თავი დამიკრა და ოთახიდან ისე გავიდა, თითქოს არაფერი მომხდარა.
აჩრაქებულ გულს ვიმშვიდებ, ადგილიდან ვერ ვიძვრი. მომხდარს ვიაზრებ და მეღიმება. ბედის ირონია. რამდენიმე დღის წინ ვიღაც გიტარისტ ჯეიმსს ვევედრებოდი ჩემთან დარჩენას, ახლა კი ლამის მეფეები გადავამტერო ერთმანეთს ჩემს გამო.
ცოტახნით ვიცდი და ოთახიდან გავდივარ. სეირნობა მომინდა და ბაღში დავაპირე გასვლა. არემარეს მთვარის შუქი ანათებდა. მთვარე ძალიან მიყვარს. ადამიანი მთვარეს ჰგავს, მასაც აქვს ბნელი მხარე,რომელსაც არავის უჩვენებს. ზემოთ ვიყურები და ამ დროს რაღაცას ფეხი გამოვდე.
-ვაი!-დავიძახე შეშინებულმა,როცა ვიღაცის ხელმა ჩემი მაჯა დაიჭირა.
ავიხედე და პირდაპირ ცეცხლისფერ თვალებს შევეჩეხე! მეივენი(თეჰიონი)! შიშისგან ამაცახცახა მაგრამ ვეცადე ეს არ შემემჩნია.
-გმადლობთ დამხარებისთვის-ვუთხარი და ხელის გათავისუფლება დავაპირე. თუმცა ის სულაც არ ჩქარობდა რომ გავეშვი.
თვალებში მიყურებდა, მაკვირდებოდა.შემდეგ მზერა ჩემს ცერა თითის ქვემოთ გადაიტანა.
-ეს საიდან გაქვს?-მკითხა დაძაბულმა და ჩემი ხელი მაღლა ასწია.
-რაზე მეკითხებით?
-თავს ნუ ისულელებ და კითხვაზე პასუხი გამეცი! ეს საიდან გაქვსთქო!-მითხრა და ჩემს ცერა თითთან მდებარე სამ ხალზე მანიშნა, რომელიც ამობრუნებულ სამკუთხედს ქმნიდა.
-დაბადებიდან ასე მაქვს. ხალია, თანდაყოლილი-გაკვირვებულმა ვუთხარი.
-ეს ხალი არაა!
-თუ არა ხალი, მაშინ რა უნდა იყოს?მტკივა ხელი გამიშვით-და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.
-ასეთი დედაჩემმა მე და ჩემს ძმებს მაშინ დაგვასვა , როცა დიდი სამოქალაქო ომი იწყებოდა და ჩვენი გადამალვა მოუწია!ზუსტად აქ და ასე! და შენ მეუბნები, რომ ეს ხალია?თუ ახლავე არ მეტყვი, აქედან ცოცხალს არ გაგიშვებ!
მასზე ჯინისგან მსმენოდა ,რომ საშინელი მთავარსარდალი იყო და არც მიკვირს, რომ მომკლავდა.
-ვფიქრობ ჩემი მოკვლა ომს გამოიწვევს, და ეს არ გაწყობს. ნუ შენს ძმებს, თორემ შენ ისედაც სისხლისღვრას მიჩვეული ბიჭი ხარ-ღმერთო! ლაილა , ნუთუ არ გეშინია ასეთი სიტყვების თქმა ყველაზე სასტიკ ადამიანისთვის!
დაიძაბა. მაგრამ იცოდა, რომ მართალს ვამბობდი.
-იცოდე, ამიერიდან გაკვირდები!-მითხრა მკაცრად და ჩემს ხელს მოწყვეტით გაუშვა თავისი.
ბაღი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა. მე კიდევ შორიდან ვუყურებდი მაღალ სილუეტს, რომელიც ასეთი საშინელი , მაგრამ თითქოს ასეთი ახლო იყო ჩემთვის...

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now